x
image
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
„თბილისის მეორე ტური გარდაუვალია, ცხოვრება კი - ბევრად საინტერესო გახდა...“ - გრიგოლია
image

.

თბილისის მერობის კანდიდატად გიორგი გახარიას დასახელებასა და საკითხზე მმართველი გუნდის განცხადებებს ტელეწამყვანი ინგა გრიგოლია ეხმაურება და წერს, რომ წინასაარჩევნო პერიოდში მუშაობა ძალიან საინტერესო გახდა.

,


„ოცნების ისტერიკა“ დაეწყვნენ და ერთმანეთის მიყოლებით აკეთებენ განცხადებებს. თბილისის მეორე ტური გარდაუვალი გახდა, გახარიას გადაწყვეტილების მერე, იბრძოლოს თბილისის მერობისთვის. ცხოვრება კი - ბევრად საინტერესო. წინასაარჩევნო მუშაობა - კიდევ უფრო საინტერესო“, - წერს ინგა გრიგოლია.

.

პარტია „საქართველოსთვის“ თბილისის მერობის კანდიდატი გიორგი გახარია იქნება. ამის შესახებ თავად პარტიის თავმჯდომარემ განაცხადა. შეგახსენებთ, რომ თვითმმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერს ჩატარდება.

.

„მეორე ტურის თეორიული შანსი მაინც რომ გაჩნდეს, გიორგი გახარია აპირებს, თბილისის მერობაზე თავისი კანდიდატურა დააყენოს ან თბილისში საკუთარი პარტიული სიის პირველი ნომერი იყოს, “ - ამის შესახებ ექსპერტი ვლადიმერ ბოჟაძე სოციალურ ქსელში წერს.

,

„უტყუარი და ასპროცენტიანი ინფორმაცია! ვხედავთ, რომ კახა კალაძე ყველა მონაცემით პირველივე ტურში, 60 პროცენტზე მეტი შედეგით, დამაჯერებლად იმარჯვებს! გიორგი გახარიამ მიიღო დავალება:

,

1. იმისათვის, რომ გაჩნდეს მეორე ტურის თეორიული შანსი მაინც, თავად დააყენოს თბილისის მერობაზე კანდიდატურა, ან 2. პარტიული ხმების გასაყოფად და საკრებულოში კალაძისთვის უმრავლესობის წასართმევად, თბილისში იყოს საკუთარი პარტიული სიის პირველი ნომერი!

,

ვისი დავალებაა, ლოგიკურად ადვილი მისახვედრია! ერთი კი ნათელია - დავალების გამცემი (თუ გამცემები) ბოლომდე იყენებს და მარხავს გახარიას!

/

სწორია თუ არა ინფორმაცია, სულ რამდენიმე საათში გავიგებთ და მერე ნუღარ ვიკამათებთ, მოღალატეა თუ არა ეს კაცი და ასრულებს თუ არა მიშას დავალებებს, განსაკუთრებით ვაშინგტონში მასთან „შემთხვევითი“ შეხვედრის შემდეგ!“, - წერს ექსპერტი.

.

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე პარტია „საქართველოსთვის“ თბილისის მერობის კანდიდატად გიორგი გახარიას დასახელებას სოციალურ ქსელში ეხმაურება. მდინარაძის თქმით, კახი კალაძე პირველივე ტურში იგებს:

.

„მელიასთვის გადადგა და ახლა მელიას მეორე ტურში გასათრევად იწყებს ბრძოლას. კითხვის ნიშნები კიდევ არსებობს? კახი პირველივე ტურში იგებს!!!“, - წერს მამუკა მდინარაძე.

0
188
შეფასება არ არის
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
188
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0