x
image
ირინა მ.
Mediator image
რვაფეხა ხმელეთზე "დასეირნობს", გეკონი წყალს თვალებიდან "სვამს" და სხვა საოცარი ფაქტები (+ვიდეო)

image


ბუნების სამყარო იმდენად ნაირფეროვანია, რომ ზოგი რამ ერთი შეხედვით, აბსურდულად გვეჩვენება. მაგალითად, იცით ბაყაყები რატომ ახამხამებენ თვალებს კვების დროს, რატომ აქვს თეთრ დათვს შავი კანი და რატომ დასეირნობენ რვაფეხები ხმელეთზე?

1. ფლირტის დროს მდედრი ვომბატები მამრებს გენიტალიებზე კბენენ.


image


2. იხვნისკარტას მდედრებს არ აქვთ სარძევე ჯირკვლები, მაგრამ აქვთ რძე, რომელიც მუცელზე მდებარე სპეციალური ჯირკვლებით გამოიყოფა, ამიტომ შვილები კვების დროს დედის ბეწვს ლოკავენ.


image


3. სპილოებს ფეხებით ესმით და ვიბრაციის სიძლიერის გაანალიზების შემდეგ, მათ ადვილად შეუძლიათ დაადგინონ ხმაურის წყარო. ამასთან სპილო ერთადერთი ცხოველია, რომელსაც ხტუნვა არ შეუძლია.



image


4. გარეული ტახები ზოლებიანი იბადებიან, რათა ბალახში შეეძლოთ დამალვა. მოზრდილებს კამუფლაჟი უქრებათ.


image


5. სურიკატებს ძალიან თხელი კანი აქვთ, ამიტომ ძილის შემდეგ ისინი იძულებული არიან მზეზე გათბნენ, რომ სხეულის ტემპერატურამ მოიმატოს და არ დაიხოცნონ.


image


6. ტყის კუ ალბინიზმის დროს სრულად არ თეთრდება-ის ხუნდება.


image

7. კარაკალი ნადავლს ხეზე კიდებს და ინახავს (მარაგის სახით). მას წყურვილი წყლის ნაცვლად სისხლით შეუძლია მოიკლას.


image


8. კოალას ნაშიერები მშობლების ექსკრემენტებს მიირთმევენ, რათა კუჭი ევკალიპტის შხამიანი ფოთლების გადამუშავებას მიაჩვიონ.


image


9. გამჭვირვალე ბეწვისა და შავი კანის წყალობით, თეთრი დათვის სხეულის მიერ უკეთესად ხდება მზის სხივების აბსორბირება, რათა გათბეს და გაშრეს.


image


10. ხანდახან რვაფეხებს ხმელეთზე უწევთ "გასეირნება", კიბორჩხალებამდე რომ მიაღწიონ, რომლებიც წყლის გუბეებში იმალებიან.


11. გეკონი ენით თვალებს ილოკავს და იქიდან ღებულობს ("სვამს") წყალს.


image


12. როცა ოპოსუმი ძლიერ სტრესს განიცდის, გული მისდის, უსიამოვნო სუნს გამოსცემს და მკვდარივით გამოიყურება.


image


13. გიგანტური კარანსი აკვირდება ფრინველს, მისი ფრენის ტრაექტორია რომ გათვალოს, შემდეგ ამოხტეს წყლიდან და ჰაერშივე დაიჭიროს.

14. ჯუჯა მანგუსტები ჩიტ-მარტორქებთან მეგობრობენ: პატარა ცხოველები მათ ნადავლს უწილადებენ, სამაგიეროდ ფრინველები მტაცებლის მოახლოებას ატყობინებენ, თუ სიმაღლიდან დაკვირვების დროს შენიშნეს.


image


15. შავ მარტორქას ცხვირზე შეიძლება სამამდე წანაზარდი ჰქონდეს და ყველაზე მსხვილი მათ შორის სიგრძეში 0, 5 მეტრამდე აღწევდეს.


image


16. Calpodes ethlius მუხლუხოს სხეული იმდენად გამჭვირვალეა, რომ სისხლძარღვთა სისტემა ჩანს.


image


17. ყვითელ მანგუსტს ჰორიზონტალური თვალის გუგა გააჩნია, რის წყალობითაც პანორამული ხედვა აქვს.


image


18. ჯავშნოსანის მდედრს შეუძლია მშობიარობა ორი წლით "გადადოს", თუ ძლიერი სტრესი აქვს.


image





იხილეთ შემდეგი:





ბუნების 6 საოცრება, რომელიც ნებისმიერ საშინელებათა ფილმზე უარესია (+ვიდეო)

image


11 რამ, რომელთა შესახებ ბევრს გაუგია, თუმცა ცოტას თუ უნახავს (+ვიდეო)

image


ინდონეზიის მაიმუნების "ბანდები", წინასწარ განზრახული "დანაშაულებრივი სქემით" მოქმედებენ

image


კასპიის ზღვის ატლანტიდა, ადამიანი-ამფიბია და სხვა იდუმალი მოვლენები

image


ხუთი ცხოველი, რომელთა შექმნისას დედა-ბუნება "ცუდ ხასიათზე იყო" (+ვიდეო)

image


დაიჭირეს 75 წლის ნიანგი "უსამა", რომელმაც 80-მდე ადამიანი გამოასალმა სიცოცხლეს

image


ლომი განრისხებულ კამეჩებს ძლივს გაექცა და....ხეზე აძვრა

image


ყველაზე უცნაური პრიმატი მსოფლიოში, რომელიც საკვების ძიებისას შუა თითს იყენებს (ვიდეო)

image

საოცარი ფაქტები ჩვენთვის ნაცნობი და უცნობი ცხოველების შესახებ

image


ცნობისმოყვარე ცხოველები, რომლებიც ფოტოგრაფებს მუშაობაში ხელს უშლიან

image
















0
216
3-ს მოსწონს
ავტორი:ირინა მ.
ირინა მ.
Mediator image
216
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0