x
image
ირინა მ.
კითხვები, რომელიც გამუდმებით თავში გვიტრიალებს და პასუხები მათზე

image

სამყარო გვაოცებს როგორც ბავშვობაში, ისე მოზრდილ ასაკში. ხანდახან უყურებთ ჩვეულ ნივთებს და გვიკვირს, რატომ გამოიყურება ასე, ან რატომ არის მოწყობილი ზუსტად ასე. მაგალითად, რატომ არ არტყავს დენი ფრინველებს, როცა დენის სადენებზე ჯდებიან? რატომ აქვთ მეხანძრეების სათლს კონუსის ფორმა? ან რატომ არ ლაპარაკობენ ცხოველები? თუ თქვენ დიდი ხანია ამ და სხვა კითხვებზე პასუხის მიღება გსურთ, მაშინ გაეცანით სტატიას.


რატომ არ იყინება ყინვაში თევზი?

ძლიერი ყინვების დროს, როგორ გრძნობენ თავს თევზები გაყინულ წყალსატევებში? ჯერ ერთი, ტბების, მდინარეების, ზღვების მხოლოდ ზედაპირი იყინება, სიღრმეში წყალი შედარებით თბილიც კი რჩება, ვიდრე ჰაერი ზედაპირზე. მეორე, თევზებს სხვადასხვა ტემპერატურასთან იოლი ადაპტირება შეუძლიათ, ამიტომ ისინი არ გრძნობენ სიცივეს. მესამე, თევზის სისხლი თავისი თვისებებით ანტიფრიზს გვაგონებს. მის შემადგენლობაში არსებული პროტეინები არ აძლევს თევზებს გაყინვის საშუალებას ძალიან დიდი ყინვის დროსაც კი.

image


რატომ არ უჩნდება ყურძენს ჭია?

ალბათ შეგიმჩნევიათ, რომ ყურძენს ქინქლი უჩნდება, მაგრამ არა მატლი, რატომ? საქმე იმაშია, რომ ხილში და ბოსტნეულში დაბუდებულ ჭუპრებს სჭირდებათ ჟანგბადი, რომელიც როგორც წესი, მათ მიერ გაყვანილი ხვრელებიდან მიეწოდებათ. ყურძენი იმდენად წვნიანია, რომ იმწუთასვე ამოავსებდა სითხით ამ არხებს და ჭუპრები და მატლები ხაფანგში აღმოჩნდებოდნენ. სწორედ ამიტომ ირჩევენ ისინი მკვრივი კონსისტენციის ნაყოფებს, როგორიცაა მაგალითად, ვაშლი, მსხალი, ბალი და სხვ.

image


რატომ აწერია სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანებს AMBULANCE უკუღმა?

ეს ხერხი მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებს-სხვა ავტომანქანების მძღოლებმა სარკეში არეკლილი წარწერა უნდა ამოიკითხონ და დროულად დაუთმონ გზა სასწრაფო დახმარების მანქანას.

image


რატომ აქვთ ძველ წიგნებს სპეციფიკური სუნი?

ძნელია აღწერო რის სუნი აქვს ყველასთვის ნაცნობ არომატს, თუმცა ყველამ ზუსტად ვიცით, როგორ გავარჩიოთ სუნის მიხედვით ძველი და ახალი წიგნი. საქმე იმაშია, რომ ქაღალდი შედგება ცელულოზისა და ლიგნინისგან, რომლებიც დროთა განმავლობაში იშლება, ამის გამო წიგნებს თავისებური სუნი ეძლევა, რომელიც ალბათ ახლოსაა ერთდროულად მიწის, კვამლის და ვანილის არომატთან. რაც უფრო დიდი ხნისაა გამოცემა, მით მკვეთრია სუნი.

image

რატომ აქვთ მეხანძრეებს კონუსის ფორმის სათლები და არა ჩვეულებრივი?

ჯერ ერთი, ასეთი ფორმის ჭურჭლით უფრო იოლია ღია წყალსატევიდან წყლის აღება, წყალიც ნაკლებად იღვრება, პლუს კონუსით უფრო ადვილია საჭიროების შემთხვევაში გაყინული წყლის ზედაპირის ჩატეხვა. მეორე, კონუსისებური საგნები საერთოდ გამოუსადეგარია ყოფაში, ამიტომ სახანძრო ფარიდან ინვენტარის მოპარვის შანსია ნულია.


image


რატომ ვერ ლაპარაკობენ ცხოველები?

რა თქმა უნდა, ცხოველებს აქვთ ერთმანეთთან კომუნიკაციის ხერხები, მაგრამ ადამიანების მსგავსად ლაპარაკი არ შეუძლიათ ფიზიოლოგიურად. ცხოველებს მეტყველების აპარატი სხვანაირად აქვთ მოწყობილი და ტვინსაც არ შეუძლია მეტყველების აღქმა. მეცნიერების ვარაუდით, ადამიანებმა ურთიერთობა ბგერების წარმოთქმით დაიწყეს მაშინ, როცა გაჩნდა შრომის იარაღები. ხელები დაკავებული ჰქონდათ, ამიტომ ჟესტებით ურთიერთობა გაძნელდა და კომუნიკაციის ალტერნატიული ვარიანტის მოძებნა მოუხდათ. ასე გაჩნდა უძველეს ადამიანებში პირველი ბგერები, რომელიც შემდეგ სიტყვებად ტრანსფორმირდა. ცხოველებისთვის კი უფრო მნიშვნელოვანი იყო მხედველობის, ყნოსვის და სმენის განვითარება.

image


რატომ ისრისავენ ასე "მზაკვრულად" თათებს ბუზები?

თითქოს რაღაც ბოროტება აქვთ განზრახული. სულაც არა. ასე ბუზები სუფთავდებიან, დაწყებული ფრთებიდან, ზურგიდან და ბოლოს გულმოდგინედ ისუფთავებენ თათებს, რომელსაც განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობენ. მწერის თათების ბოლოებზე განლაგებულია ორ-ორი მისაწოვარი, რომელიც წებოვან ნივთიერებებს გამოყოფს. როცა ისინი მტვრით ბინძურდება, ბუზებისთვის პრობლემატური ხდება დაქანებულ ზედაპირებზე გადაადგილება და გემოს მგრძნობელობაც. სწორედ ამიტომ ისუფთავებენ ასე გულმოდგინედ თათებს ბუზები.

image


რატომ აქვთ ზებრებს ზოლები?

მეცნიერები თვლიდნენ, რომ წყვიჩლიქოსნებს შავ-თეთრი ზოლები შენიღბვაში და მტაცებლებისგან თავის დაცვაში ეხმარება. თუმცა ბრიტანელი ბიოლოგების ბოლოდროინდელმა გამოკვლევებმა უარყო ეს თეორია. გაირკვა, რომ ზოლები ზებრებს მომაბეზრებელი მწერებისგან იცავს: მწერებს უჭირთ ზოლებზე ორიენტირება და ცხოველზე დაჯდომა, ამიტომ ისინი თავს არიდებენ მათ.

image


რატომ არ ეწებებიან სველი პინგვინები ყინულს?

თუ ადამიანი სველი ხელით შეეხება ყინულს, ისიც -20....-30 გრადუსის დროს, მიწებება დარდაუვალია. სამაგიეროდ პინგვინებს შეუძლიათ წყნარად ამოყვინთონ ცივი წყლიდან და სრულიად მშვიდად გააგრძელონ გზა გაყინულ ზედაპირზე. ბუნებამ ისინი განსაკუთრებული სისხლის მიმოქვევით დააჯილდოვა, რომელიც მათ ტერფებს გაყინვის საშუალებას არ აძლევს: ვენური ცივი სისხლი ფეხის ძირებიდან ადის ზემოთ და თბება ზემოთ ასვლისას, არტერიული თბილი სისხლი კი ჩამოდის დაბლა და ქვემოთ ცივდება. გამოდის, რომ პინგვინებს ტერფები ყოველთვის გაყინული აქვთ, ამიტომ არ ეკვრიან ისინი ყინულს.

image





იხილეთ შემდეგი:






ცხოველთა ჰიბრიდები, რომელთა შესახებ ბევრს არც სმენია (ვიდეო)

image


შიშისმომგვრელი ადგილები Google რუკებზე, რომლის ფოტოებმაც სოცქსელები მოიარა

image


მთელ მსოფლიოში პოპულარული ნივთები, რომლებიც ჩუქჩებმა გამოიგონეს, მათ შორისაა მზის სათვალეც

image


საიდან შემოვიდა მოდა ჩაჩაჩულ შარვლებზე და მისი მნიშვნელობა

image


9 მითი ალკოჰოლის შესახებ

image


ზოგიერთი ფაქტი სიგარეტზე და აქტიურ და პასიურ მწეველებზე

image


პოპულარული მცდარი აზრები ნუდიზმზე. აკრძალულია თუ არა ნუდიზმი? (18+)

image


იცით თუ არა, რომ....

image


საინტერესო ფაქტები ყველაზე და ყველაფერზე

image









0
106
4-ს მოსწონს
ავტორი:ირინა მ.
ირინა მ.
106
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0