სხვა ზომბირებული ცხვრები წრეზე 12 დღე მოძრაობდნენ (+ვიდეო) 2023, 28 ივნისი, 9:29 ჩინეთის ერთ-ერთ ფერმაში, ათეულობით ცხვარი, როგორც ზომბირებული, 12 დღის განმავლობაში შეუჩერებლად მოძრაობდა წრიულად. ცხვრების უცნაური ქცევა დააფიქსირა როგორც ვიდეოკამერამ, ასევე ფერმის თანამშრომლებმაც. ცხვრის დიდი ფარა შეუჩერებლად მოძრაობდა საათის ისრის მიმართულებით თითქმის იდეალურ წრეზე. ფირზე ჩანს, რომ ზოგიერთი ცხვარი წრის შიგნიდან ადევნებს თვალს მოძრაობას, ზოგი გაუნძრევლად დგას ცენტრში. ცხოველების უცნაური მოძრაობის ვიდეო ჩინეთის სახელმწიფო გამოცემაში People's Daily გამოქვეყნდა, სადაც იტყობინებოდნენ, რომ ცხვრები სრულიად ჯანმრთელები იყვნენ და მათი უცნაური ქცევა გამოცანად რჩება. ცხვრების მეპატრონე მიაომ განაცხადა, რომ ეს მსვლელობა დაიწყო რამდენიმე ცხვარმა, რასაც ძალაინ მალე მთელი ფარა მიუერთდა. ამასთან ფერმის საკუთრებაში არის 34 ვაგონი ცხვარი, და აქედან მხოლოდ ერთი ვაგონის ცხვრები იქცეოდნენ ასე უცნაურად. მითითებულია, რომ ისინი წრეზე 12 დღის განმავლობაში განუწყვეტლივ მოძრაობდნენ და უცნობია, ჩერდებოდნენ თუ არა საკვებისთვის, წყლის დასალევად ან დასაძინებლად. ერთ-ერთი ვერსიით, ეს მოვლენა შეიძლება გამოეწვია ბაქტერიულ დაავადებას ლისტერიოზს. ამ დაავადების დროს ცხოველებს უზიანდება ნერვული სისტემა და 1-2 დღეში შეინიშნება წრიული მოძრაობები, წონასწორობის დარღვევა, კისრის მოგრეხვა, კრუნჩხვები და დეზორიენტაცია. ამ დაავადების დროს, წრიული მოძრაობის გამოვლინებიდან ცხოველი 24-48 საათის განმავლობაში იღუპება, ჩვენ შემთხვევაში კი ისინი წრიულად 12 დღე მოძრაობდნენ და არცერთი მათგანი არ დაღუპულა.
გაეცანით სხვა სტატიებს:რატომ ეზრდება თმა იაპონურ თოჯინას? - გამოცანა, რომელიც უკვე 100 წელია გამოცანად რჩება მიცვალებულად აღიარებული დედისგან ბავშვი დაიბადა აღმოჩნდა, რომ გლადიატორები არენაზე გასვლის წინ, სხეულზე არასასურველ თმას იშორებდნენ
ზოგჯერ ჯობია, ისევ სახლში ივახშმოთ სახალისო ვიდეო: როდესაც მელიებს უღუტუნებენ, ისინი ბავშვებივით "იცინიან" როგორ გამოიყურებიან ეს ცხოველები დედის მუცელში ცოტა ხნით ადრე, სანამ დაიბადებიან "მიცვალებულის თითები", "იუდას ყურები" და ა.შ. სოკოები, რომლებიც სრულიად ამართლებენ სახელწოდებებს ბევრ ფანატს არ უნახავს ეს მსახიობები ახალგაზრდა ასაკში ყველაზე დაბალი მამაკაცი მსოფლიოში ირანელია (+ვიდეო) კიბოს გამო დაკარგული თვალის ნაცვლად ნათურა! 496 3-ს მოსწონს |