x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
ბუნების 6 საოცრება, რომელიც ნებისმიერ საშინელებათა ფილმზე უარესია (+ვიდეო)

image


6. ირმები მოწინააღმდეგეების თავებით დაიარებიან

სურათზე მარჯვნივ, გამოსახულია გამარჯვებული ირემი, სხვა ირმის გახრწნილი თავით, რომელიც მოწყვეტილ იქნა მის მიერ და მაღლა აწეული გაფრთხილების ნიშნად. ვინ აღუდგება წინ მისი ბატონობის გამოწვევას.

image

ეს ფოტო განთავსებული იყო ფეისბუკზე კენტუკის შტატის (აშშ) თევზის რესურსების და გარეული ცხოველების დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ, რომლებიც აღაშფოთა საბრძოლო ხელოვნების სასტიკმა მტკიცებულებამ, ვიკინგების ისტორიის მსგავსმა. ფოტოს თან სდევდა წარწერა: "ეს იყო ნამდვილად იშვიათი ალაფი".

და ეს ერთადერთი შემთხვევა არ არის. მსგავსი დაფიქსირდა ჩრდილოეთ დაკოტაში, უოლჰოლის მიდამოებში.

image

აქ კი ლოსს ჰქონდა რქებზე აცმული დამარცხებული მოწინააღმდეგის თავი.

image

აი, კიდევ ერთი ინციდენტი ჩრდილოეთ დაკოტაში, ასე თუ ისე, შედარებით ბედნიერი ფინალით. ადამიანმა, რომელმაც აღმოაჩინა საშინელი ორთაბრძოლის შედეგი, რამდენიმე ფოტოს გადაღების შემდეგ, გაანთავისუფლა ირემი საშინელი ტვირთისგან.


image

5. ბზიკი, რომელიც ობობებს სტანჯავს

სამხრეთ-ამერიკული Anelosimus eximius-"სოციალური" ობობაა, იმ მნიშვნელობით არა, რომ ობობები ერთმანეთს სტუმრობენ, რათა ბუზების ცხელი ნაყენი მიირთვან, არა, ობობები სტუმრობენ, ცხოვრობენ დიდ ჯგუფებად და აშენებენ კომუნიკაციების ფართო სისტემებს. მაგრამ რაც არ უნდა საკვირველი იყოს, მოცემულ სიტუაციაში ობობები მსხვერპლად წარმოგვიდგებიან.

image

რა შეიძლება ობობაზე უარესი იყოს? რა თქმა უნდა ბზიკი. ბზიკი Zatypota არა მარტო ჭამს თავის მასპინძელს შიგნიდან, ეს ბზიკები აიძულებენ კიდეც ობობებს საკუთარი საფლავები ამოთხარონ.

image

პროცესი იწყება იმით, რომ ბზიკი შეუმჩნევლად დებს კვერცხებს ობობის მუცელზე. მას შემდეგ, როცა ლარვები გამოიჩეკებიან, ისინი ეწებებიან მასპინძელს და იწყებენ ჰემოლიმფის (ობობის თავისებური სისხლის შემცვლელი) წოვას. როცა ობობა თითქმის უკვე გამოიფიტება, ლარვები მას აიძულებენ ორივესთვის პარკები აახვიოს. ასე რომ, შესაძლოა ეს ველური თამაშის აქტი ინტიმური მომენტებით სრულდებოდეს.

image

4. ინდაურების სიკვდილის წრე-როგორც საკულტო რიტუალი

მოცემულ ვიდეოზე ნაჩვენებია მკვდარი კატა გზაზე, რომლის გარშემოც საათის ისრის მიმართულებით წრეზე ინდაურები დადიან. რთული არ არის წარმოიდგინო სცენარი, რომლის მიხედვითაც ეს რომელიღაც კატაკლიზმს მოასწავებს. კალიფორნიის უნივერსიტეტის ბიოლოგის სიტყვებით, ინდაურები ატარებენ ე. წ. "მტაცებლის შეთვალიერებას". სწორედ ასე, პოტენციური მსხვერპლების ზოგიერთი სახეობები ატყობინებენ შესაძლო ბოროტმოქმედს, რომ იგი შენიშნეს და "გაშიფრულია". რიტუალი გათვალისწინებულია საფრთხის დონის შეფასებისთვის, და ხანდახან ის საკმარისი აღმოჩნდება ხოლმე, რომ მტაცებელი დაფრთხეს. ასე რომ სავარაუდოდ, ინდაურებში მკვდარი კატის დანახვისას ამუშავდა ინსტიქტი. თუმცა, ვინ იცის...

3. ჭიანჭველები, რომლებიც თავის ბუდეებს, მტრის თავის ქალებით რთავენ

2018 წელს, ჟურნალ «Formica archboldi» გამოქვეყნებული იქნა კვლევის შედეგები, რომელიც ჩაატარა ადრიან სმიტმა ჩრდილოეთ კაროლინის უნივერსიტეტიდან. იქ აღწერილია ჭიანჭველა Formica archboldi-ის თავისებურებები. ისინი სპეციალიზდებიან ჭიანჭველა ოდონტომახუსებზე ნადირობაზე, რისთვისაც მთლიანად იფარებიან ცვილოვანი ქიმიური ნივთიერებით, რომელიც აბნევს ოდონტომახუსებს და აიძულებს მათ თავისიანად ჩათვალონ იგი. შემდეგ, როცა მოწინააღმდეგის ყურადღება მოდუნდება, Formica archboldi ამოირჩევს მიზანს და პარალიზებად მჟავას ასხურებს. მჟავა ოდონტომახუსებს უმოძრაოს ხდის, რაც მონადირეს აძლევს საშუალებას აუჩქარებლად დაანაწევროს მსხვერპლი. და კიდევ, ამ მტაცებლებზე მონადირეს უყვარს თავისი მსხვერპლის თავის ქალების დაგროვება თავიანთი ბუდეების მახლობლად. მეცნიერებს ეს მოვლენა ჯერჯერობით ვერ აუხსნიათ.

2. მენის შტატის სისხლოვანი მატლი პირიდან იბადება

მენის შტატის სისხლოვანი მატლი გამჭვირვალეა და მის სხეულზე კარგად ჩანს სისხლის მიმოქცევა, სწორედ ამის გამო დაერქვა მას ეს სახელი. ამ ვარდისფერი მატლის ლარვების დაბადება თავისებურია-ისინი სხეულის თავიდან გამოცოცდებიან. გარდა ამისა, მისი ოთხივე ყბა მეტალისაა. ეს ერთადერთი ცოცხალი ორგანიზმია, რომელშიც ლითონის მინაერთი შედის. მეცნიერებს ვერ გაუგიათ, საიდან მოხვდა ლითონი მატლის ორგანიზმში. (როგორც ვარიანტი, ეს მატლები უცხოპლანეტელი კობორგებია?). ეს პატარა მონსტრები შხამიანებიც და ხორცისმჭამელებიც არიან, თუმცა ადამიანისთვის მათი შხამი საფრთხეს არ წარმოადგენს.

image

1. უთავო გომბეშო

1945 წელს, მთელი ქვეყანა გააოცა უთავო ქათამმა მაიკმა, რომელმაც 18 თვე იცოცხლა თავის გარეშე. და აი კიდევ ერთი არსება აცხადებს პრეტენზიას ასეთ დიდებაზე.

image

ჰერპეტოლოგი ჯილ ფლემინგი და რამდენიმე მისი კოლეგა ტყეში დასეირნობდნენ და ტროტონების შესახებ ინფორმაციას აგროვებდნენ, როცა ბედნიერება ხვდათ წილად და ეს არსება აღმოაჩინეს. მიუხედავად იმისა, რომ გომბეშოს არ ჰქონდა ყბები, თვალები, ცხვირი და ენა, იგი მაინც ცოცხალი იყო და დახტუნავდა. ფლემინგის აზრით, მტაცებელმა გომბეშოს ზამთრის ძილის დროს მიაგნო და დაიწყო მისი ჭამა, შემდეგ აღმოაჩინა, რომ ცოცხალი იყო და თავი დაანება, მაგრამ თავის შეჭმა მაინც მოასწრო. ლიდია ფრანკლინოსის, გამოცდილი ვეტერინარის აზრით, კი გომბეშო ამ მდგომარეობამდე ხორცისმჭმელმა ბუზმა მიიყვანა. შესაძლოა მან გომბეშოს პირში კვერცხები დადო, და როცა ლარვები გამოიჩეკნენ, მათ გომბეშოს თავის ჭამა შიგნიდან დაიწყეს.



ასევე დაგაინტერესებთ:





ხუთი ცხოველი, რომელთა შექმნისას დედა-ბუნება "ცუდ ხასიათზე იყო" (+ვიდეო)

image


დაიჭირეს 75 წლის ნიანგი "უსამა", რომელმაც 80-მდე ადამიანი გამოასალმა სიცოცხლეს

image


ლომი განრისხებულ კამეჩებს ძლივს გაექცა და....ხეზე აძვრა

image


ჯეიკი-ადამიანი ალიგატორი. მითია თუ სინამდვილე?

image


იცოდით, მწვანე კოდალა ზამთრის მარაგს სად ინახავს?


image


ვინ და რა აიძულებს კობრებს ცეკვას?

image


ინდონეზიის მაიმუნების "ბანდები", წინასწარ განზრახული "დანაშაულებრივი სქემით" მოქმედებენ

image


კასპიის ზღვის ატლანტიდა, ადამიანი-ამფიბია და სხვა იდუმალი მოვლენები

image


საინტერესო კვლევა: როგორ ხედავენ ერთიდაიგივე ოთახს სხვადასხვა ცხოველები და რატომ?

image
















































1
1566
6-ს მოსწონს
ავტორი:ირინა მ.
ირინა მ.
Mediator image
1566
  
2021, 12 ივლისი, 15:21
Sev.Ge - ქართული გაცნობის საიტი !!, შემობრძანდით და შეიძინეთ ახალი მეგობრები !! Sev.Ge გვეწვიეთ ეხლავე!!! Sev.Ge
----------------------------------------------------------------------------------------------------------------------
Sev.Ge - ქართული გაცნობის საიტი !!, შემობრძანდით და შეიძინეთ ახალი მეგობრები !! Sev.Ge გვეწვიეთ ეხლავე!!! Sev.Ge
----------------------------------------------------------------------------------------------------------------------
Sev.Ge - ქართული გაცნობის საიტი !!, შემობრძანდით და შეიძინეთ ახალი მეგობრები !! Sev.Ge გვეწვიეთ ეხლავე!!! Sev.Ge
----------------------------------------------------------------------------------------------------------------------
Sev.Ge - ქართული გაცნობის საიტი !!, შემობრძანდით და შეიძინეთ ახალი მეგობრები !! Sev.Ge გვეწვიეთ ეხლავე!!! Sev.Ge
----------------------------------------------------------------------------------------------------------------------
Sev.Ge - ქართული გაცნობის საიტი !!, შემობრძანდით და შეიძინეთ ახალი მეგობრები !! Sev.Ge გვეწვიეთ ეხლავე!!! Sev.Ge
----------------------------------------------------------------------------------------------------------------------
Sev.Ge - ქართული გაცნობის საიტი !!, შემობრძანდით და შეიძინეთ ახალი მეგობრები !! Sev.Ge გვეწვიეთ ეხლავე!!! Sev.Ge
0 1 1