x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134043
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
საინტერესო კვლევა: როგორ ხედავენ ერთიდაიგივე ოთახს სხვადასხვა ცხოველები და რატომ?
image


კომპანია HomeAdvisor-მა სინტერესო და ამავე დროს სამეცნიერო კვლევა ჩაატარა. მათ შექმნეს ვირტუალური ოთახი, რომელშიც შვიდი ცხოველი იმყოფება: ძაღლი, კატა, აკვარიუმის თევზი, გველი, ობობა, თუთიყუში და ქამელეონი. ავტორებს სურდათ ეჩვენებინათ, თუ როგორ ხედავენ სამყაროს ცხოველები. საინტერესო და შემეცნებითი სურათები გამოვიდა.

1. ასე გამოიყურება ოთახი, სადაც შვიდი ცხოველი იმყოფება.

image

2. ასე აღიქვამს ამ ოთახს ადამიანი.


image

3. ოთახი ძაღლის თვალით.

image

ძაღლი ოთახს პასტელურ ტონებში ხედავს. ეს გამოწვეულია იმით, რომ მის თვალებში არის ე.წ. "კოლბები", რომელიც მგრძნობიარეა ცისფერი და ყვითელი ფერების მიმართ, მაგრამ არ არის ის "კოლბები", რომელიც მგრძნობიარე იქნებოდა წითელი ფერის მიმართ.

4. კატის თვალით დანახული ოთახი.

კატებს შეუძლიათ დაინახონ სუსტი განათების პირობებშიც. მათი მხედველობის არე ადამიანისაზე ფართოა (200 გრადუსი 180-ის წინააღმდეგ), მაგრამ არა ისეთი ფართო, როგორც ძაღლებს აქვთ. კატები აღიქვამენ ცისფერს, ყვითელს და ცოტა მწვანეს.

image

5. თევზის ხედვა აკვარიუმიდან.

image

თევზი უფრო მეტ ფერებს ხედავს, ვიდრე ადამიანი, ამასთან ისინი ულტრაიისფერ სხივებსაც ხედავენ, ეს მათ წყალში მხედველობაში ეხმარებათ.

6. გველის ხედვა.

image

გველები დღის სინათლეზე ცუდად ხედავენ, ზოგიერთ სახეობას კი ინფრაწითელი მხედველობა აქვს. უხეშად რომ ვთქვათ, გველების მხედველობა ტელევიზორს შეიძლება შევადაროთ.

7. ოთახი ობობის თვალებით.

image

ობობებს რვა თვალი აქვთ, თუმცა ძალიან ცუდად ხედავენ და ახლომხედველები არიან, ამიტომ ორიენტირებაში ბუსუსებიანი თათები ეხმარებათ.

8. ოთახი თუთიყუშის თვალით.

image

თუთიყუშის თვალები ულტრაიისფერ, ცისფერ, მწვანე და წითელ ფერებს არჩევს, მხედველობის არე 300 გრადუსია.

9. ქამელეონის ხედვა.

image

ქამელეონი არა მხოლოდ ფერებს ხედავს, არამედ თავისი შეფერილობის შეცვლაც შეუძლია. ისინი ბევრ ფერებს ხედავენ, ულტრაიისფერი სპექტრის ჩათვლით, მაგრამ არა ისე კონტრასტულად. მისი თვალთახედვითი არე 342 გრადუსია.





იხილეთ ასევე:




ოქროს ტაძრის განძთსაცავის, წინა საუკუნეებში ჰერმეტულად დალუქული კარი ჯერაც ვერ გაუღიათ

image


საინტერესო ფაქტები, რომლებიც შეიძლება არც გსმენიათ

image


უნგრეთის ღვინის მარნები, რომლებიც იუნესკოს ძეგლთა სიაშია

image


კრეატიული რეკლამები, რომლებსაც უყურადღებოდ არ დატოვებდით

image


რა უნდა ვიცოდეთ სელფის გადაღების დროს

image


ერთ-ერთი აფრიკული ტომის მამაკაცები, რომლებიც მაკიაჟით და ვარცხნილობით მოსამართლე ქალებს თავს აწონებენ

image


ემირატების პრეზიდენტი იმდენად მდიდარია, რომ არ ახსოვს ზუსტად რამდენ რეზიდენციას ფლობს მსოფლიოში

image



































0
174
4-ს მოსწონს
ავტორი:ირინა მ.
ირინა მ.
174
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0