საქართველო მაზაკვალ მი რე დო მი ვარე, ათეს მარგალეფ გიმათუთას გეგნოჭყვიდუნა!-ზუგდიდის ყოფილი მერი 2021, 27 აგვისტო, 15:22 ზუგდიდის ყოფილი მერი გიორგი შენგელია, პრემიერ მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ნათქვამს ეხმაურება ყოფილ პრეიმერ გიორგი გახარიაზე, რომელსაც "მაზაკვალი"(მოღალატე) უწოდა. "სხვათა შორის, ბატონო ირაკლი, მეგრელებმა ვერ გაგიგეთ! ჩვენ, მეგრელები ისეთი ფასეულობების ხალხი ვართ, ჩვენთვის ჭორიკანა და ენა გადმოგდებული კაცი მიუღებელია და პატივისცემას არ იმსახურებს! არ ვიცი ეს ვინ გირჩიათ ან რატომ, მაგრამ გარემოცვა და კუთხე ნამდვილად შეგეშალათ! ამიტომ, მომავალში გაითვალისწინეთ რას და სად იტყვით, რომ ესეთ “ბოროდ” [სულელად] აღარ გამოჩნდეთ ამხელა აუდიტორიის წინაშე. მაზაკვალ მი რე დო მი ვარე, ათეს მარგალეფ გიმათუთას გეგნოჭყვიდუნა! [ვინ არის მაზაკვალი (ეშმაკი, დამთარსველი, მზაკვარი) და ვინ არა, ამას მეგრელები ოქტომბერში გადაწყვეტენ!"-წერს გიორგი შემგელია 305 2-ს მოსწონს
|