x
მეტი
  • 03.07.2024
  • სტატია:135742
  • ვიდეო:351962
  • სურათი:510118
შეუტოკებელნი 4
imageრამდენიმე დღის წინ სილვესტერ სტალონემ დაადასტურა, რომ ოქტომბერში დაიწყება გადაღებები „შეუტოკებელნი“-ს სპინოფის, რომლის სახელწოდებაც იქნება „Christmas Story” - “ქრისტმასის ამბავი“ ან „საშობაო ამბავი“. ლი ქრისტმასი, ხომ ჯეისონ სტეტჰემის პერსონაჟს ჰქვია ფილმში და შესაბამისად სპინოფიც სტეტჰემის პერსონაჟზე უნდა იყოს. ასევე ფანები უფრო მეტად გაახარა სტალონემ იმითაც, რომ სპინოფთან ერთად დაიწყება გადაღებები შეუტოკებელნის მეოთხე ნაწილის. ამ ეტაპზე სამსახიობო შემადგენლობა მხოლოდ თავად სტალონესგან, ჯეისონ სტეტჰემისგან და რენდი ქუტურისგან შედგება. მთავარი ბოროტმოქმედის როლზე სტალონე რიჩარდ გირს განიხილავს და დიდი სურვილი აქვს, რომ მთავარი ანტაგონისტის როლი მან შეასრულოს. როგორც თვითონ განაცხადა: „თუ შეუტოკებელნ 4-ში მთავარი ბოროტმოქმედი რიჩარდ გირი არ იქნება, მაშინ ამ ყველაფერს რა აზრი აქვს?“ ამ სიტყვებით სტალონემ ასე ვთქვათ, შერიგების ჟესტი გაუკეთა რიჩარდ გირს, რომელთა შორის ანტიპათია უკვე ორმოც წელზე მეტია გრძელდება.

ამ ორს შორის უთანხმოება კი რიჩარდ გირისგან იყო გამოწვეული 1970-ან წლებში ერთ-ერთი ფილმის გადაღების დროს, ვინაიდან რიჩარდის მხრიდან არაეთიკური და შეუფერებელი ქცევებით გადასაღებ მოედანზე დიდი დაძაბულობა იქმნებოდა, რის შედეგადაც შემდეგ რეჟისორს არჩევანის გაკეთება მოუწია სტალონესა და გირს შორის. არჩევანი კი სტალონეზე შეაჩერა და რიჩარდი განთავისუფლებული იყო გადაღებებიდან.

ახლა რა გადაწყვეტილებას მიიღებს რიჩარდ გირი და რითი უპასუხებს სტალონეს ამას მცირეოდენი დრო გვიჩვენებს სანამ ოქტომბერში გადაღებები დაიწყება.

გარდა რიჩარდ გირისა განიხილებიან ასევე სხვა მსახიობებიც, რომლების მიწვევასაც სტალონე წინა სამი სერიების განმავლობაში ცდილობდა. ესენი არიან:
ჯეკი ჩანი;
სტივენ სიგალი;
ვინ დიზელი;
დუეინ ჯონსონი;
კურტ რასელი;
ალ პაჩინო;
რობერტ დე ნირო;
ნიკოლას ქეიჯი;
ჯონ ტრავოლტა;
პირს ბროსნანი;
ჰალკ ჰოგანი.


ავტორი: ბესო ჭიკაიძე


შეგიძლიათ ნახოთ
0
17
შეფასება არ არის
ავტორი:G.A.G.
G.A.G.
17
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0