x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134529
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508587
Kiss of the Dragon - დრაკონის კოცნა
საინტერესო ფაქტები
image⭕️ ფილმის რეჟისორს ხშირად უწევდა ჯეტ ლისთვის თქმა, რომ ცოტა ნელა ემოძრავა ორთაბრძოლების დროს, რადგან კამერა ვერ ასწრებდა მისი მოძრაობების დაფიქსირებას.

⭕️ თავად სირილ რაფაელი, რომელიც ითვლება მსოფლიოში საუკეთესოთა საუკეთესო კასკადიორად, პარკურისტად, ტრეისერად და საბრძოლო ხელოვნების ოსტატად შოტოკან კარატეში, აღნიშნავდა, რომ ძალიან უჭირდა ჯეტ ლისთან ორთაბრძოლის დროს სისწრაფეში აეწყო, რადგან მისი თვალი ვერ ასწრებდა ჯეტ ლის მოძრაობების აღქმას რათა ბლოკი დროულად დაეყენებინა.

⭕️ სირილ რაფელი რეალურად აკეთებს უკანა სალტოდან დარტყმის ილეთს დამხმარე მავთულების - „ტროსების“ გარეშე, მაგრამ ის იმდენად სწრაფად ასრულებდა ამ ილეთს, რომ კამერას უჭირდა ამ ილეთის მოძრაობების აღქმა და მის გამო ამ ილეთის შესასრულებლად განგებ გამოიყენეს დამხმარე „ტროსები“

⭕️ ამ ფილმში Action-სცენების სტილზე დიდი გავლენა მოახდინა იმ კომენტარებმა, რომლებიც გაკეთდა ფანების მიერ ჯეტ ლის ვებ-გვერდის ფორუმზე მას შემდეგ რაც გამოვიდა ფილმი „რომეო უნდა მოკვდეს“. ფანებს სურდათ მეტი რეალისტური ორთაბრძოლების ხილვა როგორც იყო ჯეტ ლის ფილმ „ლეგენდის მუშტი“-ში.

⭕️ გვირაბი სადაც ჯეტ ლი პოლიციელებს გაურბის, იგივე გვირაბია პარიზში სადაც პრინცესა დიანა დაიღუპა.

⭕️ ამ ფილმის სარეკლამო ინტერვიუების ჩაწერისას, ბრიჯიტ ფონდამ და ჩეკი კარიომ განაცხადეს, თუ როგორ ეშინოდათ მათ ჯეტ ლის, როდესაც მას აკვირდებოდნენ მისი საბრძოლო სცენების სერიების გადაღებისას.

⭕️ ბრიჯიტ ფონდა მანამდეც მუშაობდა ლუკ ბესონთან და ასევე მეტნაკლებად იცნობდა ჯეტ ლის შემოქმედებას. ბრიჯიტმა როლზე ისე განაცხადა თანხმობა, რომ სცენარი არც კი წაუკითხავს რაც ეს მას არასოდეს გაუკეთებია. მისთვის საკმარისი იყო სახელები ლუკ ბესონი და ჯეტ ლი, იმისთვის რომ მიმხვდარიყო თუ როგორი მძაფრსიუჟეტიანი სცენებით იქნებოდა ფილმი დატვირთული. თუმცა გაუკვირდა ის ფაქტი, რომ არ მოუთხოვიათ მისთვის ფიზიკური დატვირთვები მიეღო და ფორმაში ჩამდგარიყო. მის გაკვირვებას კი საზღვარი არ ჰქონდა, როდესაც ის კოსტიუმების მოზომვაზე მივიდა და უნდა მოერგო მეძავის სამოსი. მაშინ გაარკვია, რომ თურმე მას ქუჩის მეძავი უნდა ეთამაშა და არა რომელიმე აგენტის როლი.

⭕️ მათ არ უნდოდათ, რომ ჯეტ ლის პერსონაჟი რემბოსავით ყოფილიყო. ამიტომ მისი პერსონაჟი ცოტა შეშინებული, სასოწარკვეთილი, მიტოვებული უნდა ყოფილიყო, რადგან ის სრულიად უცხო ქვეყანაში და ქალაქში იმყოფებოდა და არავინ ჰყავდა ისეთი ვისი ნდობაც შეიძლებოდა. სადაც არ უნდა წასულიყო ყველგან კორუმპირებული პოლიციელი და აგენტი ხვდებოდა. ამიტომ იყო, რომ ის მხოლოდ ბრიჯიტ ფონდას პერსონაჟს მიენდო, რომელიც უბრალოდ იძულებით მომუშავე ქუჩის მეძავი იყო.

⭕️ ბრუტალური საბრძოლო სცენა ჯეტ ლის და 25 კარატისტს შორის, არაერთი ტრავმით დასრულდა გადაღებების დროს. ფანებიც და გადამღები ჯგუფიც ფრიად კმაყოფილები იყვნენ შედეგით, რადგან ისინი რეალისტურ ორთაბრძოლას დგამდნენ დამხმარე „ტროსებისა“ და კომპიუტერული გრაფიკის გამოყენების გარეშე, რამაც ფილმის გამოსვლის შემდეგ დიდი მოწონება დაიმსახურა.

⭕️ აკუპუნქტურის (ნემსების თერაპია - ტრადიციული ჩინური მედიცინის ერთ-ერთი მიმართულება) გამოყენება ფილმში იყო თავად ჯეტ ლის იდეა. ამ მეთოდს ჯეტ ლი იყენებდა თავის ერთ-ერთ ფილმში, როდესაც ჩინეთში მოღვაწეობდა და სურდა იგივე რამ დასავლურ ფილმშიც გამოეყენებინა, რაც საკმაოდ უნიკალურად და ეგზოტიკურად ჩათვალა რეჟისორმა და პროდიუსერმა დასავლური ფილმისთვის.

⭕️ ფილმი „დრაკონის კოცნა“ ითვლება ჯეტ ლისგან დიდი ბოდიშის მოხდად, იმის გამო, რომ მისი ფანები ძალიან უკმაყოფილეობი იყვნენ მისი საბრძოლო სცენებით ფილმ „რომეო უნდა მოკვდეს“-ში.

⭕️ ფილმის ბიუჯეტი: ????25 მილიონი - ????64.5 მილიონი.

ავტორი: ბესო ჭიკაიძე

შეგიძლიათ ნახოთ
0
16
შეფასება არ არის
ავტორი:G.A.G.
G.A.G.
16
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0