ასტროლოგია ორკვირიანი პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის - ვის ელის პარტნიორთან დაშორება, უეცარი სასიამოვნო შეხვედრა და სარფიანი შეთავაზება 2021, 23 აგვისტო, 21:26 22 აგვისტოს სავსემთვარეობა გვქონდა მერწყულის ნიშანში. სავსემთვარეობის შემდეგ მთვარე კლებადი ხდება ახალმთვარეობამდე (მომდევნო ახალმთვარეობა გვექნება 7 სექტემბერს, ქალწულის ნიშანში). ეს არის პერიოდი, როცა უნდა დავასრულოთ დაწყებული საქმეები ან მივუბრუნდეთ მიტოვებულებს. პროგნოზი წაიკითხეთ თქვენი მზისა და ასცენდენტის ნიშნების მიხედვით, რათა გაიგოთ, ამ ორკვირიან მონაკვეთში რა თემებს უნდა მიაქციოთ ყურადღება. ვერძი ზოგიერთი გადაწყვეტს დაშორდეს სამეგობრო წრეს, მეგობარს (მისი გამგზავრების გამო), გამოვიდეს ჯგუფიდან, რათა დამოუკიდებლად გააგრძელოს საქმიანობა ან ახალ თანამოაზრეებს შეუერთდეს. თუ საბროკერო საქმიანობით ხართ დაკავებული, მიიღებთ შედეგს, სარგებელს. თუ სწავლობდით, მიიღებთ დიპლომს. გამორიცხული არაა, რომ გახდეთ პოპულარული ინტერნეტსაქმიანობის გამო ან მიიღოთ სარგებელი იმ საქმიანობისგან, რასაც რეკლამას უწევდით. მოულოდნელი შეხვედრა გელოდებათ დიდი ხნის უნახავ მეგობრებთან. კურო მოემზადეთ კარიერული წინსვლისთვის, დაწინაურებისთვის, სტატუსის ამაღლებისთვის. ზოგიერთი დაასრულებს ერთ სამსახურს და დაიწყებს მეორეს. ზოგიერთს შეიძლება შეეცვალოს უფროსობა. გამორიცხული არაა, შეიცვალოთ სტატუსი (გახდეთ მეუღლე, მშობელი, ბაბუა/ბებია და ა.შ.). მოგინდებათ ძვირად ღირებული უძრავი ქონების შეძენა, მდიდრულ ქვეყნაში საცხოვრებლად გადასვლა. ზოგიერთი კი შეიძლება დამსახურებულ პენსიაზე გავიდეს და ჯილდოც მიიღოს. ტყუპი ან საზღვარგარეთ მოგზაურობა/მუშაობა, ან უცხოელებთან მუშაობა გელით. გამორიცხული არაა შეცვალოთ უცხოეთის პასპორტი, ან საზღვარგარეთ ცხოვრების ვადა ამოგეწუროთ. შეიძლება დაასრულოთ სასამართლო საქმე ან თუ მწერალი ხართ, ლიტერატურული ნაწარმოები, მოახდინოთ მისი პრეზენტაცია. ზოგიერთს შვილიშვილი გაგიჩნდებათ, ზოგმა შეიძლება მეორედ დაქორწინება მოინდომოთ, თუნდაც, უცხოელზე. თუ სწავლობდით, მიიღებთ დიპლომს. კირჩხიბი გააუმჯობესეთ დამოკიდებულება პარტნიორებთნ, ვისთანაც დაკავშირებული ხართ მატერიალურად და ვისთანაც სექსუალური კავშირი გაქვთ. შეიძლება სარგებელი მიიღოთ ადრე დაბანდებული ფულისგან, ან გაისტუმროთ ბანკის ვალი. ყურადღებით გააფორმეთ საბანკო საბუთები (ბარათის აღებისაც კი). გადაიფორმეთ მემკვიდრეობა. ზოგიერთი გაიგებს, რომ მშობელი გახდება. შეიძლება დაშორდეთ იმ პარტნიორს, ვისთანაც ყოფნა სიხარულს აღარ განიჭებთ. ლომი მნიშვნელოვან როლს თქვენს ცხოვრებაში ითამაშებენ პარტნიორული ურთიერთობები; ზოგიერთს შეიძლება დაშორდეთ ან პირიქით - ურთიერთობა უფრო სერიოზულ საფეხურზე გადაიყვანოთ. ან თუ თქვენი საქმიანობა დაკავშირებულია კლიენებთან მუშაობასთან, შეიძლება დაასრულოთ ერთთან ურთიერთობა და მათი ადგილი სხვამ დაიკაოს. შანსი მოგეცემათ გააფორმოთ ხელშეკრულება ან მიიღოთ სარგებელი უკვე გაფორმებულისგან. გამორიცხული არაა, რომ მარტოხელები შეხვდეთ ადამიანს, რომელიც განსაკუთრებულ როლს ითმაშებს თქვენს ცხოვრებაში. ქალწული მნიშვნელოვანი ნაბიჯები უნდა გადადგათ სამსახურში ან თქვენს ჯანმრთელობასთან დაკავშირებით. გამორიცხული არაა, რომ მოგემატოთ ვალდებულება, სამსახურში მიიღოთ ახალი თანამშრომელი, გააფორმოთ ახალი ხელშეკრულება ან დაასრულოთ პროექტზე მუშაობა. ზოგიერთმა შეიძლება გადაწყვიტოთ ახალი შინაური ცხოველის ყიდვა. თუ ეძებდით, მიაკვლევთ მკურნალობის თქვენზე მორგებულ სისტემას. კარგი იქნება, თუ დაიცავთ დიეტას, გათავისუფლდებით მავნე ჩვევებისგან. სასწორი შანსი მოგეცემათ, დაასრულოთ დაწყებული შემოქმედებითი იდეები. ან მიიღოთ შედეგი ადრე შესრულებული ჰობისგან. ზოგი გადაწყვეტს მიატოვოს საქმიანობა, რაც სიამოვნებას, მატერიალურ კეთილდღეობას აღარ ანიჭებს. ზოგიერთი გააბამს საკურორტო რომანს ან დაშორდება ადამიანს, რომელიც ბედნიერებას აღარ ანიჭებს. ბავშვები გაგახარებენ თავიანთი მიღწევებით ან თქვენ იქნებით აქტიურად ჩართული მათ ცხოვრებაში. ზოგი კი შეიძლება მშობელი გახდეს. მორიელი დაასრულებთ რემონტს, ავეჯის გადაადგილებას ან შეიძენთ (გადაიფორმებთ) უძრავ ქონებას. გადახვალთ ახალ ბინაში ან შეყვარებულთან გადაწყვეტთ ცხოვრებას. დასრულდება სახლთან დაკავშირებული საქმეები. შეიძლება ოჯახში დაგიბრუნდეთ ოჯახის წევრი, რომელიც წასული იყო. ეცადეთ, მეტი დრო დაუთმოთ ოჯახს, ნათესავებს. შეიძლება მათგან მიიღოთ მნიშნელოვანი ინფორმაცია (ქორწინების, შვილის დაბადების). ან თავად გადაწყვიტოთ მშობლიური ადგილების მოსანახულებლად გამგზავრება. მშვილდოსანი ყველასთვის საჭირო ადამიანი გახდებით და ნუ გაგიკვირდებათ, თუ ხშირად მოგმართავენ რჩევისთვის (მიმოწერა, ზარები), ვიღაც გეყოლებათ წასაყვან-მოსაყვანი. გახშირდება კონტაქტები და-ძმებთან, მეზობლებთანაც კი. მიიღებთ შედეგს, თუ თქვენი საქმიანობა ვაჭრობასთნაა დაკავშირებული. თუ სწავლობდით, მიიღებთ დიპლომს/სერტიფიკატს/მართვის მოწმობა ან გადაწყვეტთ, რისი სწავლა გსურთ. კარგ შედეგს მიიღებთ გადასაადგილებელი ტრანსპორტის გაყიდვით. გამორიცხული არაა, რომ და ან ძმა შეგეძინოთ. ამ სავსემთვარეობის შემდეგ დაფიქრდებით, ვინ უნდა დაიტოვოთ თქვენთან და ვისთან უნდა გაწყვიტოთ კავშირი. თხის რქა მიიღებთ მატერიალურ ჯილდოს ადრე შესრულებული სამუშაოსგან ამ შეიძლება ძველი ვალი დაიბრუნოთ. დაასრულოთ კრედიტის გადახდა. თუ სივი გქონდათ გაგზავნილი, მიგიღებენ სამსახურში ან შეიძლება შემოსვალის დამატებითი წყარო გამოგიჩნდეთ. ღირებულებების გადაფასება მოხდება. შეიძლება საკუთარი თავი უფრო მეტად დააფასოთ და შეაფასოთ. მოგინდებათ ფულის დაბანდება ძვირად ღირებულ ნივთებში. თუ თქვენი საქმიანობა დაკავშირებულია ხმასთან (მომღერალი, პაროდისტი, სპიკერი) მიიღებთ სარფიან შემოთავაზებას. გამორიცხული არაა, საკუთარი თავისთვის ან ბინისთვის ძვირად ღირებული ნივთები შეიძინოთ. მერწყული 22 აგვისტოს სავსემთვარეობა მერწყულში გვქონდა და ამ სავსემთვარეობის მთავარი მოქმედები გმირი ხართ. მიხვდებით, რისი კეთება გსურთ, რას უნდა დაემშვიდობოთ. თქვენში სასარგებლო გარდაქმნა უნდა მოხდეს. თქვენ შეძლებთ ლოგიკურად დაასრულოთ რაღაც თემები, საკითხები და ადგილი გამოუთავისუფლოთ ახალს. თქვენ უნდა მიიღოთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები, რაზეც დიდი ხანია ნაფიქრი გაქვთ. გამორიცხული არაა, რომ ცხოვრებაში, ურთიერთობაში მოხდეს რაღაც ეტაპების დასრულება - განქორწინება, სამსახურებრივი კონტრაქტის გაუქმება. ან თუ მარტოხელა იყავით, შეიძლება შეხვდეთ ადამიანს, ვინც გიხსნით მარტოობისგან, გადახედოთ ხელშეკრულებას და შეიტანოთ ცვლილებები. ზოგიერთი გადაწყვეტს, კარდინალურად შეიცავლოს გარეგნობა. მოიცილოს ყველაფერი ის, რაც აწუხებს, ეზედმეტება. დაიწყეთ დიეტა, მოიცილეთ კომპლექსები, მავნე ჩვევები. თევზები თქვენ უნდა გათავისუფლდეთ ყველაფერი ზედმეტისგან. შეიძლება გადაწყვიტოთ საცხოვრებლად გადასვლა შორეულ ქვეყნებში (მიიღოთ პასპორტი, ვიზა) ან პირიქით, თუ საზღვარგარეთ იყავით, შეიძლება შინ დაბრუნდეთ. გამორიცხული არაა, რომ შინ დაბრუნდეთ ხანგრძლივი მკურნალობის (გამოჯანმრთელდეთ), სამუშაოდ გადახვეწილი ან ციხეში ყოფნის შემდეგ. გაგიჩნდებათ სურვილი, დაკავდეთ ეზოტერიკული სწავლებებით, შეისწავლოთ ტარო, არტთერაპია. გირჩევთ, დააკვირდეთ სიზმრებს. გათავისუფლდით დამოკიდებულებებისგან, კომპლექსებისა და მავნე ჩვევებისგან. თუ აქამდე ფარული სასიყვარულო კავშირი გქონდათ და ეს ურთიერთობა სიხარულს აღარ განიჭებდათ, შეიძლება წერტილი დაუსვათ. ასევე ნახეთ:როგორ აისახება ფიქრები და ემოციები ჩვენს ცხოვრებაზე - მეცნიერები შოკისმომგვრელ შედეგებამდე მიდიან"კიბო არ არის მომაკვდინებელი, ის ბოლო გაფრთხილებაა, რომ..." - ამერიკელი ფსიქოლოგის საოცარი დასკვნა დაავადების მიზეზებსა და მკურნალობაზეყველა ავადმყოფობის სათავე ჩვენს ფსიქიკაშია - რომელ ავადმყოფობას რა იწვევს და როგორ უნდა მოვირჩინოთ თავისიღარიბის მშობელი მენტალიტეტია და არა ყოფა - 4 ნიშანი იმის, რომ მისი ფესვები ფსიქიკაშია7 ნაბიჯი სახლში ბედნიერების შემოსაშვებადრატომ არ გამოგდის შენ ის, რაც სხვებს მარტივად გამოსდით - ცნობილი ფსიქოლოგის პასუხი3 რამ, რისიც ყველა ადამიანს ეშინია - დოსტოევსკის მიხედვით7 ჩვევა, რომელიც თქვენს ბედნიერებას იპარავს
მიეცი ადამიანებს უფლება, იყვნენ შენით იმედგაცრუებულნი - ჯეფ ფოსტერის გენიალური წერილისპეციალური ნებართვით, გამოყენებულია mental.ge-ს მასალები
ნახეთ სხვა საინტერესო სტატიები არხზე - მაია 24989 შეფასება არ არის
|