x
image
მაია 24
რატომ არ გამოგდის შენ ის, რაც სხვებს მარტივად გამოსდით - ცნობილი ფსიქოლოგის პასუხი

image


"რატომ ვერ ვახერხებ მე ფულის გამომუშავებას, როდესაც სხვები ახერხებენ?"

"რატომ ვერ ვახერხებ მე დაქორწინებას, როდესაც სხვები ახერხებენ?"

"როგორ ახერხებენ არ აუწიონ ხმას ბავშვებთან?…"

"რატომ არ გამომდის სამსახურიდან წასვლა…?"


"რატომ არ გამომდის ხელფასის მომატების მოთხოვნა?…"


"არ გამომდის ურთიერთობები, არ გამომდის ერთ ადამიანთან ყოფნა სასიყვარულო სამკუთხედის გარეშე, არ გამომდის წესიერი სექსი, არ გამომდის მშობლების გარეშე ცხოვრება, არ გამომდის მშობლებთან მეგობრობა, არ გამომდის ბავშვებთან მეგობრობა, არ გამომდის ვიყო იდეალური, მარტივად დავიწყო ბიზნესი, აღვიდგინო ენერგია დილით, გავხდე, არ ვიდარდო დაშორებებზე, დავაწესო საზღვრები, მქონდეს ავტორიტეტი, არ გავბრაზდე და შევინარჩუნო სიმშვიდე ნებისმიერ სიტუაციაში… ვიღაც კი ახერხებს…“


ყოველდღე ამას ვისმენ საკუთარ კაბინეტში, თანაც ბევრჯერ.


თუმცა "რატომ არ გამომდის?" ეს შეკითხვა არ არის, ამ შეკითხვაზე არავის სჭირდება პასუხი. ეს ტკივილის გამოხატულებაა, წყენის და ცოტა შურისაც იმ ადამიანების მიმართ, რომელთათვისაც უფრო ადვილია ცხოვრება. იმათზე გაცილებით ადვილი, ვისაც არ გამოსდის.


სადღაც სულის სიღრმეში ყველას იმედი აქვს, რომ თუ ადამიანს რამე სურს, იმას მიიღებს კიდეც, თანაც მარტივად. თუ მარტივად არ გამოსდის, მაშინ როგორც პატარაობისას დედიკოსთან ან მამიკოსთან უნდა მივიდეს და გაბუტულმა უთხრას: რატომ აქვს მიშკას მანქანა და რატომ არ მაქვს მე? რას უპასუხებს საშუალოსტატისტიკური მშობელი? შეიძლება უხმოდ გადაწყვიტოს ყიდვა, შეიძლება მკაცრად უთხრას: ესე იგი, მიშკამ დაიმსახურა, შენ კიდევ, ჩემო ვასკა, ცოტა მეტად უნდა მოინდომო. მერე კი ვასკა, როგორც შეუძლია, ეცდება რამე დაიმსახუროს ცხოვრებაში. თუმცა რატომღაც ეს სულ არ უმსუბუქებს მდგომარეობას და სათამაშოსაც დამსახურების მიხედვით არ იძლევიან. რა თქმა უნდა, საწყენია.


ამ ბავშვურ მიზანსცენაში ერთი ძალიან საინტერესო მომენტია. საქმე ისაა, რომ ის, რასაც ვასკა მოითხოვს, მაგალითად, მოსმენა, არავითარ კავშირში არ არის მანქანის მიღებასთან. დაკავშირებულია ირიბად: მშობელმა იცის, რომ ვასკას უნდა მანქანა და უწესებს რომელიმე მოქმედების შესრულებისთვის ჯილდოდ. ვასკას კი ძალიან უმტკიცდება აზრი, რომ სურვილების ასრულება რაღაცნაირად დაკავშირებულია მოსმენასთან.


ცხოვრებაში კი ყველაფერი პირიქით ხდება.


ავიღოთ ამ სიიდან პირველივე "შეკითხვა" - რატომ ვერ ვახერხებ ფულის გამომუშავებას?


აი, ადამიანი აკეთებს რაღაცას და რაღაცა არ გამოსდის.


ნახეთ სხვა საინტერესო სტატიები არხზე - მაია 24



ლოგიკურია იმის გარკვევა, რეალურად რას აკეთებს და რა უნდა გააკეთოს, რომ გამოუვიდეს, რა მოქმედებას შეუძლია მისი რეალურ რეზულტატამდე მიყვანა და 100 შემთხვევიდან 95 შემთხვევაში აღმოჩნდება ხოლმე, რომ ადამიანი ვიღაცას უსმენს, ზოგჯერ ვიღაცეებსაც. უფროსს. მშობელს... მშობლიური ხმა, რომელიც შიმშილით სიკვდილს აფრთხობს. მეუღლეს. მეგობრებს და ა.შ. და ა.შ. და ამ მოსმენით ელის იმას, რომ სურვილი აუსრულდება. არა შრომით, არა ძალისხმევით, არამედ მოსმენით. მის ტვინში გაჭედილია ეს.


ქორწინება? ჩვენ ვუსმენთ ყველას და მათ რჩევებს კონტექსტიდან ამოვგლეჯთ ხოლმე…


ხმას არ უწევენ ბავშვებთან? ვიღაცამ გვითხრა, რომ ბავშვები ზუსტად ასე უნდა აღვზარდოთ…


სამსახურის გამოცვლა? ეტიკეტის წესებს ვიცავთ…


და ა.შ. თავად განაგრძეთ.


ვასკაც ისევ ეძებს ვიღაცას, ვისაც შეიძლება მოუსმინოს, ვიღაცას, ვინც მთელი ცხოვრება ხელში ატატებულს ატარებს… ვიღაც, ვისაც მოუსმენს და დამშვიდდება… თითქოს თუ მსმენელი გეყოლება, თუ დამრიგებელი გეყოლება ყველაფერი გამოგივა… სრულყოფაც, ურთიერთობებიც, დილით ენერგიის აღდგენაც… მისი კონტროლის, მისი ზედამხედველობის, მისი რჩევის გამოისობით.


თუმცა სად არის ეს ცხოვრებისეული წინამძღოლი? რატომღაც სულაც არ უნდა ამ მნიშვნელოვანი როლის თამაში ცალკე აღებული ამ კონკრეტული ზრდასრული ადამიანის ცხოვრებაში.


ჰოდა, თუკი უკვე გაიზარდეთ და ზღაპრების აღარ გჯერათ და ისევ არ გამოგდით რაღაც, რაც სხვებს გამოსდით, დროა საკუთარ თავს დაუსვათ შეკითხვა: რა კონკრეტულ ქმედებებს ჩავდივარ იმისთვის, რომ ეს გამომივიდეს და რა კონკრეტული ქმედებების ჩადენა არ გამომდის იმის მისაღებად, რაც მსურს?



image


დიდი შანსია, აღმოაჩინოთ, რომ ყველაფერი, რასაც აკეთებთ, მშვენივრად გამოგდით, უბრალოდ ამას თქვენს მიზანთან არ მიჰყავხართ, რადგან იგი არაფრითაა დაკავშირებული თქვენს რეალურ მიზანთან. ძალიან ბანალურად - თქვენს ქმედებებს არაფერი აქვს საერთო იმასთან, რისი მიღებაც გსურთ!


ძალიან მონდომებული სამუშაოსთვისაც კი თქვენ არ გადაგიხდიან მეტს, მაგრამ აი, თუკი თავად აიღებთ მთელ პასუხისმგებლობას და თანაც გაუმკლავდებით, ეს უკვე სხვა საქმეა.


სხვა სიტყვებით, საჭიროა ახალი გეგმა - კონკრეტული ქმედებების დაგეგმვა, რომელიც კონკრეტული სურვილის შესრულებამდე მიგვიყვანს. ახალი გეგმა არ იქნება უნივერსალური, უფროსების, მშობლების, მეზობლების და მეგობრების რჩევებით შედგენილი, არამედ უნიკალური და მხოლოდ თქვენი. თუმცა ასეთი გეგმის შექმნისთვის საკუთარი თავის გაცნობა მოგიწევთ უკეთ, საკუთარ რესურსებში გარკვევა, შესაძლებლობებსა და შეზღუდვებში და აი, მაშინ გაირკვევა, რომ თურმე რაღაც არ იცით, რაღაც არ შეგიძლიათ და საერთოდაც ძალიან გეშინიათ რაღაცის შეცვლის და კარგი იქნებოდა, თუ ვინმე გეტყოდათ, რა უნდა ქნათ… და თქვენც მოუსმენდით… გაითვალისწინებდით… ))))) მოკლედ, ეს "მოსმენის" მახე ყველგან არის დაგებული, მთელ გზაზე. ფხიზლად უნდა იყოთ.


ახლა ხვდებით, რატომ გამოსდით სხვებს ყველაფერი ადვილად? მათი ქმედებები პირდაპირ კავშირშია რეზულტატთან და ამ სიადვილის შთაბეჭდილებას ტოვებს სწორედ ის, რომ სულაც არ უსმენენ არავის საკუთარი თავის გარდა და აკეთებენ იმას, რასაც თავად მიიჩნევენ საჭიროდ - ყოველგვარი შინაგანი პროტესტის გარეშე, ანუ ადვილად. თუნდაც ძალიან რთული იყოს ეს მათთვის. სირთულეები ყველას აქვს. ყველას უჭირს ხანდახან. თუნდაც მხოლოდ იმიტომ, რომ ეს სამყარო სულაც არ შექმნილა კომფორტის ზონაში ყოფნისთვის.



ვიქტორია პეკარსკაია


ასევე დაგაინტერესებთ:


5 დიდი ებრაელი იმის შესახებ, თუ რატომ არიან ადამიანები ცუდად


3 რამ, რისიც ყველა ადამიანს ეშინია - დოსტოევსკის მიხედვით


7 ჩვევა, რომელიც თქვენს ბედნიერებას იპარავს


მიეცი ადამიანებს უფლება, იყვნენ შენით იმედგაცრუებულნი - ჯეფ ფოსტერის გენიალური წერილი


ადამიანის განვითარების ოთხი საფეხური კარლ იუნგის მიხედვით - შენ რომელ ეტაპზე ხარ?


ამერიკელი ფსიქოლოგების ტესტი შენი ხასიათის ძირითადი შტრიხების გასაცნობიერებლად


5-წუთიანი ტესტი, რომელიც საკუთარ ქვეცნობიერთან გასაუბრების საშუალებას გაძლევთ


ფსიქოლოგიური ტესტი - მოახერხებთ თუ არა თქვენი მიზნების ბოლომდე რეალიზებას


ამოირჩიე სახე, რომელიც ყველაზე მეტად გაღიზიანებს და გაიგე შენი ჩახშობილი მიდრეკილებების შესახებ



სტატიის მომზადებისას, სპეციალური ნებართვით, გამოყენებულია mental.ge-ს მასალები

0
1282
შეფასება არ არის
ავტორი:მაია 24
მაია 24
1282
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0