x
image
მაია 24
ამაღამ იშვიათი "ლურჯი სავსემთვარეობაა" - "შეიძლება მოხდეს ის, რისი წარმოდგენაც კი არარეალურად გეჩვენებოდათ"
image


22 აგვისტოს სავსემთვარეობას ველოდებით მერწყულის სამეფო, 30-ე გრადუსში. აქვე გეტვით, რომ რისკები და მოულოდნელობები საკმარისად გვექნება. ეს მეორე სავსემთვარეობაა მერწყულში, პირველი წინა თქვეში, 24 ივლისს, გვქონდა და გადახედეთ მოვლენებს, რა მოგიტანათ, რაზე გამახვილდა თქვენი ყურადღება. ჩვენ უნდა გავითვალისწინეთ წარსული და შევეგებოთ ახალ სავსემთვარეობას. ურანი, რომელიც ამ სავსემთვარეობის მთავარი პლანეტაა, სიხარულიც შეიძლება მოგიტანოს და რისკებიც. ამიტომ, მაქსიმალური სიფრთხილით "შევიარაღდეთ".


22 აგვისტოს სავსემთვარეობას ლურჯსაც ეძახიან. "ლურჯი მთვარე" - ეს არის იშვიათი ასტროლოგიური მოვლენა - Once in a Blue Moon. ამ დღეს შეიძლება მოხდეს ის, რისი წარმოდგენაც კი არარეალურად გეჩვენებოდათ. ამავე დროს სავსემთვარეობის მთავარი პლანეტა ურანი რეტროგრადულ სვლაში გადადის (20 აგვისტოს) 2022 წლის 18 იანვრამდე. ამ პერიოდში თქვენ უნდა განახორციელოთ ის პროექტები, რაც ადრე გქონდათ დაწყებული ან გამოასწოროთ ადრე დაშვებული შეცდომები. განსაკუთრებით გააქტიურდებით 14 სექტემბრის შემდეგ, როცა ურანი უკუსვლას დაიწყებს, ახალ სტაციონარულია (შეჩერებულია). 14 სექტემბრამდე განსაკუთრებული სიფრთხილე გმართებთ ავიაფრენისას, ელექტროენერგიასთან. ურანი შანსებსაც გვაძლევს, სიახლეებსაც გვპირდება, მაგრამ სიფრთხილეც მოგვეთხოვება. ტრივიალური სიტუაციებიდან ორიგინალურ გამოსავალს იპოვით. სპონტანურ გადაწყვეტილებას მიიღებთ, მოულოდნელ ნაბიჯს გადადგამთ. შეიძლება რაღაც გამოიგონოთ, ან სულაც სპონტანურად შეიძინოთ ახალი ელექტრონივთები.


22 აგვისტოს მიუხედავად იმისა, რომ ემოციურად და ენერგეტიკულად რთული დღეა, სიმშვიდეს ვიგრძნობთ, პლანეტები აგრესიულად არ არიან ერთმანეთთან განწყობილები. უფრო მეტიც, შეიძლება დარეგულირდეს ურთიერთობა სასიყვარულო და საქმიან პარტნიორებთან, და-ძმებთან, ახლობლებთან. შანსი მოგეცემათ, კონკრეტული მიზნები განახორციელოთ. ან ჩამოყალიბდეთ, ვისთან ერთად გსურთ თანამშრომლობა და რა საქმის კეთება გინდათ მომავალში.



დიდი ბედნიერების პლანეტა იუპიტერიც რეტროგრადულია. ეს კარგი შანსია, რომ მიუბრუნდეთ ძველ პროექტებს, ურთიერთობებს. ამასთან, შეიძლება შანსი მოგეცეთ განახორციელოთ გრანდიოზული საქმეები. თუმცა, ნუ გაართულებთ დამოკიდებულებას გავლენიან ადამიანებთან. მოერიდეთ დაპირებების გაცემას, ნუ გაფლანგავთ ფულს. თუ ძალა და შესაძლებლობა არა გაქვთ, ნუ გაიქაჩებით. არ გირჩევთ ფილოსოფიურ და რელიგიურ თემებზე კამათს.


22 აგვისტოს პლუს/მინუს 2 დღე ნუ გადაიტვირთებით ფიზიკურად და ემოციურად. ამ დღეს მზე და მთვარე ერთმანეთს უპირისპირდება - მზე ლომის 30-ე გრადუსშია, მთვარე მერწყულის 30-ე გრადუსში. იყავით მომართული ურთიერთობების გაუმჯობესებაზე როგორც საყვარელ ადამიანთან, ისე მეგობრებთან. განსაკუთრებით მათთან, ვისთანაც ადრე კონფლიქტი გქონდათ ან დაშორებულები იყავით. იყავით მზად სასარგებლო ცვლილებებისთვის, მაგრამ სიფრთხილესაც ნუ დაივიწყებთ.


სავსემთვარეობის დროს მთვარე იქნება მერწყულის 30-ე გრადუსში. ეს არის ზოდიაქის ნიშან პეგასის პერიოდი. 12-25 თებერვლის პერიოდი მიეკუთვნება უმაღლესი ზოდიაქოს ნიშანს - პეგასს. ის მერწყულსა და თევზებს შორის მდებარეობს. მისი მართველები არიან ვენერა და ურანი (ისევ მოულოდნელოებები, სიახლეები, ელექტროენერგია, რევოლუციები და ვენერა - სიყვარული, ფული, სილამაზე). თავად პეგასი გვაძლევს დამატებით ძალას, გვაფრთიანებს, რათ მოვაგვაროთ ის საკითხები, რაც ადრე რთული და მიუღწეველი, დაუსრულებელი გვეჩვენებოდა.


ვისზე იმოქმედებს სავსემთავრეობა უფრო მეტად, მათზე, ვისი დაბადების დღეც უწევს 19-25 აგვისტოს. გააქტიურდებიან ისინი, ვინც დაიბადა 14-20 თებერვლის, 17-23 მაისისა და 18-24 ნოემბრის შუალედებში. ჰარმონიული ცვლილებები ელით 17-23 აპრილის, 18-22 ივნისის, 20-24 ოქტომბრისა და 18-23 დეკემბრის შუალედში დაბადებულებს.

ბედნიერ სავსემთვარეობას გისურვებთ!



ასევე დაგაინტერესებთ:




კარმის პლანეტა "უკანმავალი" გახდა - რა უნდა მოასწროთ 2021 წლის ოქტომბრამდე და რა "საჩუქრებს" გიმზადებთ სატურნი ზოდიაქოს ნიშნებს



ბედნიერების პლანეტა ნიშანს იცვლის - ასტროლოგები მსოფლიოში მოსალოდნელ დიდ ცვლილებებსა და ზოდიაქოს 3 ნიშანზე, რომლებსაც ერთი წელი სასიკეთო პერიოდი ელით

რას მოგიტანთ ბედნიერების პლანეტა იუპიტერი 2022 წლის დეკემბრამდე, თქვენი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით - "გაიხსენეთ რა ხდებოდა თქვენს ცხოვრებაში 2010 წელს..."



დადგა 5-თვიანი კარმული პერიოდი - ზოდიაქოს 5 ნიშანი, რომელმაც ახალი საქმეების წამოწყება უმჯობესია, შემოდგომამდე გადადოს



"ხალხი "ენას ამოიდგამს" და ოჯახურ სკანდალებსაც კი გაასაჯაროებს... მეტად მოვიზიდავთ იმას, რისიც გვეშინია" - რა საფრთხეს მოგვიტანს ლილიტი მომდევნო 9 თვეს



ვინ იშოვის დიდ ფულს, ვინ გახდება თაღლითობის მსხვერპლი და ვინ გაიგებს მოულოდნელ საიდუმლოს საკუთარ პარტნიორზე - 9 თვის პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის ლილიტის მიხედვით

0
685
შეფასება არ არის
ავტორი:მაია 24
მაია 24
685
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0