x
image
Lerato
ყველაზე სასარგებლო და გემრიელი საუზმე – დაიკელით წონაში და გაიწმინდეთ ორგანიზმი ტოქსინებისგან

დაუმატეთ თქვენს რაციონს ეს კერძი – ამით დიდ სარგებლობას მოუტანთ საკუთარ ორგანიზმს – სულ რამდენიმე დღეში არაჩვეულებრივად იგრძნობთ თავს, გაუმჯობესდება თქვენი ჯანმრთელობა და დაიკლებთ წონაში!


თუ ყოველდღიურად მიიღებთ ამ სასარგებლო საუზმეს, თქვენი მდგომარეობა საგრძნობლად გაუმჯობესდება, რამდენადაც მისი მეშვეობით ორგანიზმიდან შლაკები და ტოქსინები გამოდის – ნაწლავებს წმენდს, აუმჯობესებს საჭმლის მომნელებელ სისტემას, აღადგენს ჯანმრთელობას და კანის სილამაზეს. ეს საუზმე ითვლება ყველაზე ჯანსაღ და სასარგებლო საუზმედ, რადგან ყოველივე ზემოთ ჩამოთვლილ სარგებელთან ერთად, დაგეხმარებათ ცხიმების დაწვაში, წონის ნორმალიზებაში – დაიკლებთ თვეში 4-5 კილოგრამს!


image


ინგრედიენტები:


  • 2 ს. კ. შვრიის ფანტელი;
  • 300 მლ. უცხიმო იოგურტი;
  • 3 ცალი შავი ქლიავი;
  • 1/3 ჩ. კ. კაკაოს ფხვნილი;
  • 1 ჩ. კ. წვრილად დაფქული სელის თესლი.

მომზადების წესი:


ყურადღება! საუზმის მომზადება დილიდან კი არა, საღამოს უნდა დაიწყოთ! დაასხით შავ ქლიავს 100 მლ. მდუღარე წყალი, დააფარეთ ხუფი და დატოვეთ 10 წუთის მანძილზე. შვრიის ფანტელებს, დაფქულ სელის თესლს და კაკაოს დაასხით უცხიმო იოგურტი. გადაწურეთ შავი ქლიავი, აცადეთ გაგრილება და დაჭერით წვრილად. დაუმატეთ შავი ქლიავი დანარჩენ ინგრედიენტებს და კარგად აურიეთ. დააფარეთ ხუფი და შედგით მაცივარში.


დილით გამოიღეთ მიღებამდე ნახევარი საათით ადრე. პირველ დღეებში თავს უჩვეულოდ იგრძნობთ, მაგრამ შემდეგ ეს შეგრძნებები გაივლის და უკვე ერთი კვირის მერე თავად დაინახავთ შედეგს!


ასევე დაგაინტერესებთ:


როგორ გავიძლიეროთ იმუნიტეტი – 8 ეფექტური და ყველასთვის ხელმისაწვდომი მეთოდი


მნიშვნელოვანი ინფორმაცია ხილზე, რომელიც ყველას რაციონში უნდა იყოს



როგორ ვუმკურნალოთ ფარისებრი ჯირკვალს ფეიხოას გამოყენებით


ვიტამინი В8 (ინოზიტოლი) – უძილობის, თმის ცვენის და სიგამხდრის დროს


რომელი ბუნებრივი ანტიბიოტიკებით უნდა გავიძლიეროთ ჯანმრთელობა და ავიმაღლოთ იმუნიტეტი?


თითქმის არაფერს ჭამთ და მაინც ვერ ხდებით? – ენდოკრინოლოგი აგიხსნით რატომ


ამ ვიტამინის დეფიციტი იწვევს დაღლილობას, მხედველობისა და სისხლის მიმოქცევის გაუარესებას, სიმსუქნეს და არა მხოლოდ





0
441
7-ს მოსწონს
ავტორი:Lerato
Lerato
441
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0