x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
თითქმის არაფერს ჭამთ და მაინც ვერ ხდებით? – ენდოკრინოლოგი აგიხსნით რატომ

აღიარეთ, თავადაც დაგიცინიათ მეგობრისთვის, რომელიც გიმტკიცებდათ, რომ თითქმის არაფერს ჭამდა და მაინც ვერ იკლებდა წონაში. ასეთი სიტუაცია ნამდვილად შესაძლებელია, თუ ენდოკრინული სისტემის ბალანსია დარღვეული და ამასთან არსებობს ჰორმონების პრობლემა. ჩვენ ვკითხეთ ენდოკრინოლოგს, როგორ უნდა მოიქცეს პაციენტი მსგავს სიტუაციაში. სტატიაში წარმოგიდგენთ მისგან მოცემულ რეკომენდაციებს.


image


გაოცდებით, რამდენად ხშირად მოდიან ჭარბწონიანი პაციენტები ენდოკრინოლოგთან მიღებაზე იმ იმედით, რომ ექიმი ენდოკრინულ პრობლემას აღმოაჩენს, რაც იმას ნიშნავს, რომ თუ ჰორმონებია დამნაშავე, ექიმი გამოუწერს ჯადოსნურ აბებს და ბალანსი აღდგება, ყველაფერი დალაგდება, ჭარბი წონა გაქრება და ბედნიერი პაციენტი ყოველგვარი ზედმეტი ძალისხმევის გარეშე ტანწერწეტად იქცევა.


«მე არაფერს ვჭამ და მაინც ვიმატებ. ჰორმონებზე უნდა ჩავაბარო ანალიზები?» — ეს ყველაზე ხშირი კითხვაა ენდოკრინოლოგთან ვიზიტისას. და უმეტეს შემთხვევაში მათი იმედგაცრუება მიხდება! დიახ, ნამდვილად არსებობს ენდოკრინული დარღვევები, რომელიც ხელს უწყობს წონის მატებას და ის ცოტა არ არის. თუმცა, უფრო ხშირად ზედმეტი კილოგრამების მატება სულაც არ არის კავშირში აღნიშნულ პრობლემასთან, ის გამოწვეულია იმ ცხოვრების წესით, რომელსაც პაციენტი ეწევა – საკვები ჭარბი კალორიებით, დიდი რაოდენობის ცხიმები და მარტივი ნახშირწყლები რაციონში, არასწორი კვების რეჟიმი, დაბალი ფიზიკური აქტივობა... სინამდვილეში კი ეს კარგი ამბავია: თქვენ არ მოგიწევთ მკურნალობა, მხოლოდ კვების და ფიზიკური აქტივობის რეჟიმი უნდა მოაწესრიგოთ! თუმცა, ზოგიერთ შემთხვევაში საქმე ნამდვილად ენდოკრინულ დისბალანსს ეხება.


რომელ ენდოკრინულ დარღვევებს შეუძლია წონის მატების გამოწვევა?


  • ჰიპოთირეოზი - ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების დეფიციტი
  • პოლიკისტოზური საკვერცხეების სინდრომი
  • ჰიპერანდროგენიზმი - ქალებში მამრობითი სქესის ჰორმონების გაზრდილი დონე
  • ჰიპოგონადიზმი ქალებსა და მამაკაცებში - სქესობრივი ჰორმონების დონის დაქვეითება
  • ინსულინომა - სიმსივნე, რომელიც წარმოქმნის ინსულინს
  • თირკმელზედა ჯირკვლის პათოლოგია
  • გენეტიკური დარღვევები, რომლებიც იწვევს გარკვეული ჰორმონების არასწორ მოქმედებას
  • ლეპტინის აბსოლუტური დეფიციტი – იშვიათი პათოლოგიაა, რომელიც ხასიათდება ძლიერი სიმსუქნით ადრეული ბავშვობიდან.

თუ დარწმუნებული ხართ, რომ სწორედ იკვებებით, ფიზიკურად საკმაო აქტივობას ეწევით და მიუხედავად ამისა სხეულის წონა მაინც სწრაფად იზრდება, ნამდვილად ღირს მიმართოთ ენდოკრინოლოგს. დიდი ალბათობით, ენდოკრინულ სისტემაში დარღვევებია, რომელიც შემდეგი სიმპტომებით ვლინდება:



  • მოჭარბებული ემოციურობა. ჩვეულებრივზე უფრო გაღიზიანებული ხართ და წვრილმანმაც კი შესაძლოა ცრემლებამდე მიგიყვანოთ
  • კანის სიმშრალე. ადრე თქვენი კანი შერეული ტიპის იყო, ახლა კი იმდენად გამოგიშრათ, რომ დამატენიანებელი საშუალებები ვერ უმკლავდება სიტუაციას.
  • ძილის დარღვევა. ვერ ახერხებთ დაძინებას ან ხშირად გეღვიძებათ ღამით, დილით კი გიჭირთ საწოლიდან წამოდგომა.
  • ლიბიდოს დაქვეითება( სექსუალური ლტოლვის შესუსტება). ქალის ლიბიდოზე ბევრი ფაქტორი ახდენს გავლენას – სტრესი, კვება, ფიზიკური დაძაბულობა, პარტნიორთან ურთიერთობა. მაგრამ თუ ქრონიკულ სტრესს არ განიცდით, დიეტაზე არ ზიხართ, არ იღებთ პრეპარატებს, რომელსაც შეუძლია გავლენა მოახდინოს ლიბიდოზე და მიუხედავად ამისა, ლტოლვა მაინც შემცირებულია, ღირს ექიმს მიმართოთ.
  • ფრჩხილები მყიფე და მტვრევადი ხდება იმის და მიუხედავად, რომ ისევე ზრუნავთ მათზე, როგორც ადრე.
  • თმის ცვენა. მოგეხსენებათ ადამიანის თმა მუდმივ განახლებას განიცდის, ამიტომ სრულიად ნორმალურია, რომ გარკვეული რაოდენობის თმა გვცვივა. მაგრამ თუ ჩვეულებრივზე მეტად დაგეწყოთ ცვენა, დროა დაფიქრდეთ ენდოკრინული სისტემის მუშაობაზე.
imageგაიარეთ შემოწმება: გაიკეთეთ ანალიზები და ჩაიტარეთ შესაფერისი კვლევა. თუ ზემოთ მოცემულ სიმპტომებს თან ახლავს წონის მატება, ეს შესაძლოა მეტყველებდეს ენდოკრინულ პათოლოგიაზე და ექიმთან ვიზიტის გადადება ნამდვილად არ ღირს. როგორც წესი, უკვე პირველი მიღებისას ექიმს შეუძლია განასხვავოს «ენდოკრინული» სიმსუქნე ალიმენტურისგან (კვებითი) და საჭიროების შემთხვევაში დანიშნოს მკურნალობა.

ასევე დაგაინტერესებთ:


ვიტამინი В8 (ინოზიტოლი) – უძილობის, თმის ცვენის და სიგამხდრის დროს

image

ფიქრობთ, რომ სწორედ იკვებებით? 5 შეცდომა, რომელსაც ჯანსაღი კვების დროს უშვებთ



7 პროდუქტი, რომელიც მნიშვნელოვნად აზიანებს ტვინს. სასწრაფოდ ამოიღეთ რაციონიდან!


რა მოხდება, თუ ხორცის ჭამაზე უარს ვიტყვით? 50 ყველაზე ცნობილი ვეგეტარიანელი მსოფლიოში


ამ ვიტამინის დეფიციტი იწვევს დაღლილობას, მხედველობისა და სისხლის მიმოქცევის გაუარესებას, სიმსუქნეს და არა მხოლოდ

0
340
6-ს მოსწონს
ავტორი:Lerato
Lerato
340
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0