ჯანმრთელი კვება რატომ გვირჩევენ მედიკოსები ალოეს წყლის მიღებას განსაკუთრებით ზაფხულში? 2022, 1 აგვისტო, 15:15 ალოეს წყლის მიღება ჰიდრატაციის შენარჩუნების საუკეთესო საშუალებაა, რაც ჯანმრთელობის გასაძლიერებლად არსებითად მნიშვნელოვანია.
რა არის ალოეს წყალი?ალოეს წყალი მკვებავი ნივთიერებებით გაჯერებული სასმელია, რომელიც ალოე ვერას მცენარისგან მიიღება და როგორც მეცნიერული, ისე ზოგადი სახელწოდებაც არის. მცენარეს წვნიანი ფოთლები აქვს, რომლსაც ჟელატინისებური და ბოჭკოვანი რბილობი აქვს. ის შეიძლება მსოფლიოს ბევრ კუთხეში აღმოვაჩინოთ, მათ შორის ჩრდილო აფრიკასა და შუა აღმოსავლეთში. ალოე ვერას წყალი მზადდება ფოთლის დამუშავებით, ჰომოგენიზაციით, შემდეგ კი წყალთან შერევით, რათა ის სასიამოვნო იყოს მისაღებად. ბევრი ადამიანი თვლის, რომ ალოე ვერას წვენი და წყალი ერთი და იგივეა, მაგრამ ეს სულაც არ არის ასე. სხვადასხვა კომპანიებმა შეიძლება ერთი და იგივე პროდუქტი ორივე სახელით გაყიდონ. ზოგადად რომ ვთქვათ, ალოე ვერას წვენი არის სუფთა, ჟელეს მსგავსი ექსტრაქტი. მკვებავი ნივთიერებებით გაჯერებული წყალი მზადდება ალოე ვერას წვენის სუფთა წყალთან შერევით. რაც შეეხება ალოეს წყლის გემოს – მომწარო და ოდნავ ციტრუსოვანია, რაც ბევრი ადამიანისთვის საკმაოდ სასიამოვნოა მისაღებად, თუმცა, ეს გემოვნების საკითხია.
ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად მიიღეთ 220 გრ. ალოეს წყალი ყოველდღიურად. შეგიძლიათ ჩაყაროთ ყინული, შეურიოთ წვენს ან სმუზის, ან უბრალოდ მიირთვით ბოთლიდან.
ალოეს წყლის სასარგებლო თვისებებიალოე ვერა ხელს უწყობს მზის დამწვრობის შემსუბუქებას, ამასთან, გააჩნია უამრავი სასარგებლო თვისება, როგორც შინაგანი, ისე გარეგანი მოხმარებისთვის.
როგორ დავლიოთ ალოეს წყალი?ალოეს წყლის მიღების რამდენიმე სხვადასხვა საშუალება არსებობს:
გაფრთხილება:უპირველეს ყოვლისა, ალოე ვერას წყლის ყიდვისას, ყურადღება უნდა მიაქციოთ შაქარი თუ არის დამატებული. ალოეს არომატით გაჯერებული წყალი შეიძლება შეიცავდეს რაფინირებულ შაქარს ან ბუნებრივ ფრუქტოზას, რამაც შესაძლოა გაანეიტრალოს ის უამრავი სასარგებლო თვისება, რაზეც ზემოთ ვისაუბრეთ. კანგაუცლელი ალოეს წვენი შესაძლოა შეიცავდეს ქიმიურ ნივთიერებებს, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს კრუნჩხვები და დიარეა. ყოველთვის შეიძინეთ უფერო წყალი. ალოე ასევე ცნობილია განსაზღვრულ მედიკამენტებთან თავისი ნეგატიური ურთიერთქმედებით. ამიტომ ჰკითხეთ ოჯახის ექიმს, რამდენად სწორი იქნება მისი შეტანა კვების რაციონში, თუ რაიმე სახის პრეპარატს იღებთ. შენიშვვნა: ალოე ვერას გელი მზის დამწვრობისთვის შესაძლოა შეიცავდეს ბევრ ბუნებრივ ან ქიმიურ დანამატს. შესაბამისად, მისი საკვებად მოხმარება არ შეიძლება. ალოეს წყალი შეგიძლიათ ძალიან მარტივად სახლის პირობებში მოამზადოთ და სხვადასხვა დანიშნულებით გამოიყენოთ. ასევე დაგაინტერესებთ: რომ იცოდეთ საზამთროს ქერქის ამ სასარგებლო თვისებების შესახებ, მას ნამდვილად არ გადააგდებდით! ალოეს 17 სასარგებლო თვისება, რომლის შესახებაც ბევრმა არ იცის ლუდის 12 სასარგებლო თვისება, რომლის შესახებ უნდა იცოდეთ! თუ ღამით საკმარისად არ გძინავთ, მაშინ ამ საფრთხის შესახებ უნდა იცოდეთ! იცით რა გავლენას ახდენს ყავა ჩვენს თმაზე? მცენარე, რომელსაც ხშირად იყენებთ კერძებში, ბევრი დაავადებისგან განგკურნავთ! შავი ქიშმიშის 6 საოცარი თვისება. განსაკუთრებით საინტერესოა მათთვის, ვისაც მაღალი წნევა აწუხებს 305 5-ს მოსწონს
|