x
მეტი
  • 19.03.2024
  • სტატია:133853
  • ვიდეო:353916
  • სურათი:508142
იცით რა გავლენას ახდენს ყავა ჩვენს თმაზე?

image

imageუმეტესობა ჩვენგანს ცხოვრების რაღაც ეტაპზე უფიქრია ყავისთვის თავის დანებება. თუმცა, საკუთარ თავთან ბრძოლის გარდა, შესაძლოა ასევე ხელიდან გაუშვათ შანსი გქონდეთ ჯანმრთელი და ლამაზი თმა, რისი უზრუნველყოფაც ფინჯან ყავას შეუძლია. როგორც აღმოჩნდა, მას უფრო მეტის გაკეთების უნარი აქვს, ვიდრე უბრალოდ დილით საწოლიდან წამოგაყენოთ. ამიტომ, შევეცადეთ გაგვერკვია რა დაემართება თქვენს თმას თუ ყავის სმის შეწყვეტის გადაწყვეტილებას მიიღებთ.


image


1. თმის ზრდა შეიძლება შენელდეს

თუ თმის სწრაფად გაზრდა გსურთ, დღეში ფიჯანი ყავა ნამდვილად დაგეხმარებათ. DHT კოფეინის სამიზნეა–თმის ცვენის გამომწვევი ჰორმონი. ყავა ასევე ეხმარება თმის უჯრედებს უფრო მეტი ორგანული ნაერთის წარმოებაში, რომლებიც თმის აქტიურ ზრდის ფაზაში იმყოფება.


image


2. თმამ შესაძლოა ბრწყინვალება დაკარგოს

შრატების, ნიღბებისა და თმის კონდინციონერების გამოყენებით შეგიძლიათ უსიცოცხლო თმა გამოაცოცხლოთ, თუმცა შედეგი დროებითია. ბევრ სხვა ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ სარგებელს შორის, ყავის სმას შეუძლია გამოაჯანსაღოს უსიცოცხლო თმა. რადგნ კოფეინი ზრდის სისხლის მიმოქცევას, ამით ეხმარება თმის ძირებისთვის მკვებავი ნივთიერებების მიწოდებას, რითაც თმას ბუნებრივ ბრწყინვალებას ანიჭებს.



image


3. თმა უფრო მტვრევადი ხდება

ყავა არა მხოლოდ გაფხიზლებთ დილაობით, არამედ აძლიერებს თქვენს თმას ძირებიდან მთელს სიგრძეზე. კარგი სისხლის მიმოქცევა, რომელსაც ყავა უზრუნველყოფს, ხელს უშლის თმის ფოლიკულების შესუსტებას. შედეგად კი, თმა აღარ ცვივა და უფრო ძლიერი და ხავერდოვანი ხდება.


image


4. შესაძლოა თმის ცვენა დაგეწყოთ

მაშინ როდესაც კოფეინის შემცველი თმის მოვლის საშუალებები მხოლოდ დროებით ეფექტს იძლევა, ყავის სმა რეალურად ეხმარება ამ ნივთიერებას შეაღწიოს თმის ფოლიკულებში. იქიდან გამომდინარე, რომ კოფეინი აუმჯობესებს სისხლის ნაკადს, ის შესაბამისად ხელს უწყობს თმის სიხშირეს.


image


5. თქვენი თმა ნაკლებად მორჩილი გახდება

მიუხედავად იმისა, რომ თქვენი თმის სტრუქტურა გენეტიკური ფაქტორებითაა განპირობებული, ჭამა-სმის ჩვევებსაც დიდი გავლენა აქვს მის ხარისხზე. კოფეინი არა მხოლოდ აძლიერებს და ბუნებრივ ბრწყინვალებას ანიჭებს, არამედ მას უფრო მორჩილს ხდის. როდესაც თქვენი თმის ძირები საკმარის მნიშვნელოვან ვიტამინებს და მკვებავ ნივთიერებებს იღებს, ბოლოს და ბოლოს თმა უფრო ნაზი და მორჩილი ხდება.


ასევე დაგაინტერესებთ:


მცენარე, რომელსაც ხშირად იყენებთ კერძებში, ბევრი დაავადებისგან განგკურნავთ!


იცით რომელი 5 დაავადებისგან გვიცავს ყავა? – ჰარვარდის მეცნიერთა დასკვნა


ლუდის 12 სასარგებლო თვისება, რომლის შესახებ უნდა იცოდეთ!


მინერალები, რომელიც აძლიერებს ჩვენს ჯანმრთელობას და იმუნიტეტს. რომელი საკვები უნდა მივიღოთ ამისთვის?


რა სამკურნალო თვისებები გააჩნია დაფნის ფოთლის ზეთს


რატომ უნდა მიირთვათ ბროწეული კურკასთან ერთად. ეს ყველა ქალმა უნდა იცოდეს!


5 საინტერესო ფაქტი ტვინის შესახებ, რომელიც თქვენს ცხოვრებას შეცვლის



0
187
6-ს მოსწონს
ავტორი:Lerato
Lerato
187
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0