x
image
Lerato
იცით, როგორ უნდა გაიწმინდოთ ფილტვები სწრაფად და ეფექტურად?

ფილტვებთან დაკავშირებული პრობლემები არა მხოლოდ მწეველებს ახასიათებთ, ასევე ყველა მათ, ვინც დიდ მეგაპოლისებსა და საწარმოო რაიონებში ცხოვრობს, სადაც ეკოლოგიას სათანადო ყურადღება არ ექცევა.


თუმცა, მწეველები განსაკუთრებულ რისკის ჯგუფს მიეკუთვნებიან. ფილტვების გასუფთავება ამ რეცეპტის საშუალებით ყველას შეუძლია. მისი ავტორები შემდეგ გარანტიას იძლევიან: ორგანიზმის გაწმენდა ნიკოტინისგან მხოლოდ და მხოლოდ 3 დღეში.


აუცილებელია გაითვალისწინოთ, რომ თუ ამ მეთოდით სარგებლობას გადაწყვეტთ, გამწმენდი პროცედურების დაწყებამდე ორი დღით ადრე და შემდგომ პერიოდში არ მიიღოთ რძის პროდუქტები. რადგან ამან შესაძლოა შეანელოს ან საერთოდ შეაჩეროს დეტოქსიკაციის პროცესი. წინა დღეს, საღამოს ძილის წინ მიირთვით თქვენი საყვარელი ბალახის ჩაი.


image


1. გამოწურეთ ორი ლიმონი და გააზავეთ 300 მლ. წყალში. დალიეთ დილით უზმოზე, ნახევარი საათით ადრე საუზმემდე.


2. დღის მანძილზე დალიეთ 300 მლ. ანანასის ან გრეიფრუტის წვენი (ამასთან გახსოვდეთ, რომ ახლადგამოწურული წვენი სასარგებლო თვისებებს მხოლოდ 7 წუთის მანძილზე ინარჩუნებს). თუ გემო არ მოგწონთ, მინერალურ წყალში გააზავეთ. ეს ორი ხილი ჩინებურად ასუფთავებს ფილტვებს.


3. დალიეთ 300 მლ. ახლადგამოწურული სტაფილოს წვენი საუზმესა და სადილს შორის პერიოდში. სტაფილო სისხლის ალკალიზაციას ახდენს, რაც ხელს უწყობს დეტოქსიკაციის პროცესს.


4. სადილზე დალიეთ 400 მლ. კალიუმით მდიდარი წვენი. ის დიდი რაოდენობითაა წარმოდგენილი ჭარხალში, ოხრახუშსა და პომიდორში. თუ არ გიყვართ ბოსტნეულის წვენები, 3 დღის მანძიზე მიირთვით რაც შეიძლება ბევრი ლეღვი და ნუში.

შეგიძლიათ ასეც მოიქცეთ – დღეში იმდენი ზემოთხსენებული ბოსტნეული მიირთვით, რამდენიც საჭიროა 400 მლ. წვენის მისაღებად.


5.ძილის წინ დალიეთ ერთი ჭიქა შტოშის წვენი. შტოში სწრაფად კლავს ბაქტერიებს, რომლებიც დაბინძურების გამო ფილტვებში გროვდება.


6. ამ რამდენიმე დღის მანძილზე, აუცილებლად გამონახეთ 20 წუთი ცხელი აბაზანის მისაღებად.რადგან ცხელ წყალს კარგად გამოჰყავს ტოქსინები ორგანიზმიდან.


7. ევკალიპტის ზეთი აუცილებლად უნდა ჩართოთ გამწმენდ პროგრამაში. გააცხელეთ ქვაბით წყალი, მიიყვანეთ ადუღებამდე და დაუმატეთ 5-10 წვეთი ევკალიპტის ზეთი. თავით დაიხარეთ ქვაბისკენ, გადაიფარეთ პირსახოცი და ისუნთქეთ ორთქლით მანამდე, სანამ წყალი არ გაცივდება.


უნდა ვაღიაროთ, რომ წესები ბევრია, ისევე როგორც წვენი რაციონში. დღეში უნდა მიიღოთ ორ ლიტრაზე მეტი სითხე. მაგრამ ეს მსხვერპლი მხოლოდ და მხოლოდ 3 დღე უნდა გასწიოთ. და თუ იმ სტატისტიკასაც გაითვალისწინებთ, თუ რამდენი ადამიანი იღუპება მსოფლიოში ყოველწლიურად ფილტვის კიბოთი, ვფიქრობ ამის გაკეთება არ გაგიჭირდებათ!


ასევე დაგაინტერესებთ:


მეცნიერებმა აღმოაჩინეს ნივთიერება, რომელიც დაამარცხებს დიაბეტს, ალცჰეიმერსა და გაფანტულ სკლეროზს


ნეირობიოლოგი მარკ მეტსონი ხსნის, თუ რატომ არის მნიშვნელოვანი პერიოდული მარხვა



ფიქრობთ, რომ სწორედ იკვებებით? 5 შეცდომა, რომელსაც ჯანსაღი კვების დროს უშვებთ


ამ ვიტამინის დეფიციტი იწვევს დაღლილობას, მხედველობისა და სისხლის მიმოქცევის გაუარესებას, სიმსუქნეს და არა მხოლოდ


სისხლძარღვების გაწმენდა ორი პროდუქტის საშუალებით, რომელიც ყველასთვის ხელმისაწვდომია


სასმელი, რომელიც 100 დაავადებას კურნავს


ყველაზე სასარგებლო და გემრიელი საუზმე – დაიკელით წონაში და გაიწმინდეთ ორგანიზმი ტოქსინებისგან


0
1002
5-ს მოსწონს
ავტორი:Lerato
Lerato
1002
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0