x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134407
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508497
სისხლძარღვების გაწმენდა ორი პროდუქტის საშუალებით, რომელიც ყველასთვის ხელმისაწვდომია

ათეროსკლეროზული ფოლაქები, რომელიც ასაკის მატებასთან ერთად ადამიანის სისხლძარღვების კედლებზე ილექება, ნეგატიურ ზეგავლენას ახდენს სისხლის ნაკადზე და სერიოზული დაავადებების გამომწვევი მიზეზი ხდება. მათ წარმოქმნას ხელს უწყობს ქოლესტერინის მაღალი შემცველობა, რაც თავის მხრივ გამოწვეულია არასწორი კვებით და არაჯანსაღი ცხოვრების წესით.


ნიორში შემავალი ფოტონციდები ხელს უწყობს ქოლესტერინის ფოლაქების დაშლას და სისხლძარღვების აღდგენას. ამას გარდა, ნიორი ფლობს ვირუსის და ბაქტერიების საწინააღმდეგო თვისებებს.



image


ნაყენის მომზადების წესი:


  • გაატარეთ ხორცის საკეპ მანქანაში 4 ლიმონი ქერქიანად და 4 თავი გარჩეული ნიორი.

  • მიღებული მასა გადაიტანთ შუშის ქილაში და დაასხით 3 ლ. თბილი გადადუღებული წყალი.

  • ნივრისა და ლიმონის ნაზავის დაყენება ხდება ოთახის ტემპერატურაზე 3 დღის მანძილზე. ქილაში მოთავსებული მასა დღეში რამდენჯერმე უნდა აურიოთ.

  • 3 დღის შემდეგ გადაწურეთ (აუცილებელი არ არის), ნაყენი შეინახეთ მაცივარში.


ნაყენის მიღების სიხშირე – დღეში 3-ჯერ 100 მლ. სასურველია ჭამის დროს ან პირდაპირ ჭამის მერე. მკურნალობის სრული კურსის გასავლელად საჭიროა 4 ქილა ნაყენის მომზადება – მას ამზადებენ პერიოდულად, 10 დღეში ერთხელ. გვერდითი მოვლენების განვითარების შემთხვევაში საწყისი დოზა მცირდება 1-2 ს.კ.-მდე დღეში 2-3-ჯერ.


ნაყენის მოქმედება ორგანიზმზე:


  • სისხლძარღვები იწმინდება ათეროსკლეროზული ფოლაქებისგან;


  • ხდება არტერიული წნევის ნორმალიზება;

  • ქრება თავის ტკივილები;

  • იზრდება ენერგეტიკული პოტენციალი;

  • ხელს უშლის ვარიკოზის განვითარებას;
  • მნიშვნელოვნად აძლიერებს იმუნურ სისტემას.

მკურნალონის მსგავსი კურსი წელიწადში 1-2-ჯერ ტარდება. კურსის დაწყების წინ სასურველია ექიმთან კონსულტაციის გავლა.



ასევე დაგაინტერესებთ:


იცით რასთან ერთად არის დაუშვებელი ალკოჰოლის მიღება? ეს ინფორმაცია თქვენს სიცოცხლეს გადაარჩენს!


ყველაზე სასარგებლო და გემრიელი საუზმე – დაიკელით წონაში და გაიწმინდეთ ორგანიზმი ტოქსინებისგან


ალოეს 17 სასარგებლო თვისება, რომლის შესახებაც ბევრმა არ იცის


მნიშვნელოვანი ინფორმაცია ხილზე, რომელიც ყველას რაციონში უნდა იყოს


მოცვი – კენკრა, რომელიც უამრავ დაავადებას კურნავს


შავი ქიშმიშის 6 საოცარი თვისება. განსაკუთრებით საინტერესოა მათთვის, ვისაც მაღალი წნევა აწუხებს


სელის ზეთი – კურნავს ბევრ დაავადებას! რატომ, როგორ და ვინ უნდა მიიღოს?


0
1016
5-ს მოსწონს
ავტორი:Lerato
Lerato
1016
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0