x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
კორონავირუსმა წელს 8 ორსული იმსხვერპლა
image

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმი ამირან გამყრელიძე ორსულებს აცრისკენ მოუწოდებს.მისი თქმით, წელს საქართველოში 8 ორსული გარდაიცვალა, შარშან-ერთი.



დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის განცხადებით, ძალიან დიდი სიფრთხილეა თავად ორსული ქალებისა და მეან გინეკოლოგების მხრიდან. მისივე თქმით, სამწუხაროდ, ბევრი ექიმი არ ურჩევდა და არ ურჩევს ორსულებს აცრას.


„ორსულობა ყოველგვარი ინფექციური დაავადების, მათ შორის კოვიდის მიმართ მაღალ რისკს წარმოადგენს. სწორედ ამიტომ მიმდინარეობს მათი აცრა გრიპზე. მინდა, მოვუწოდო ორსულებს, რომ მათი აცრა აუცილებელია“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.




ამასთანავე ამირან გამყრელიძემ განმარტება გააკეთა რეკომენდირებულ ვაქცინასთან დაკავშირებით:



"ინაქტივირებულ ვაქცინები, მიუხედავად იმისა, რომ ზოგადად ასეთი ტიპის ვაქცინები ორსულებში გამოიყენება, კოვიდვაქცინებს უწერიათ, რომ კვლევები ორსულებში არაა ჩატარებული, რის გამოც საქართველო ორსულებს ჩინური პრეპარატით ვერ აცრიდა.
"„ფაიზერსა“ და „ასტრაზენეკას რაც შეეხება, გამყრელიძის თქმით, პირველი დასახელების ვაქცინა საქართველოში ივლისის შუა რიცხვებში შემოვიდა, „ასტრაზენეკას“ გამოყენების ქვედა ასაკობრივი ზღვარი კი 45 წელია, რაც რეპროდუქციული ასაკის ზედა ზღვარს წარმოადგენს.შესაბამისად ორსულებისთვის რეკომენდირებულია "ფაიზერი".



შეგახსენებთ, კოვიდის უკანასკნელი მსხვერპლი გახდა, ექიმი-რადიოლოგი ნინო ნაცვლიშვილი, (მთავარი ფოტო) რომელსაც ვირუსი ორსულობისას დაუდასტურდა. ნაცვლიშვილი კლინიკა "New Life"-ში მუშაობდა.

1
45
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
45
  
2021, 22 აგვისტო, 9:22
დავუშვათ,გადაწყვიტა ორსულმა აცრა და გაიკეთე ფაიზერი,ხოლო მეორე დოზაზე მისულს სინოფარმით აუცრეს,რა ხდება ამ შემტხვევაში? მარტივია ადამიანების დამუნათება და მათზე ზემოდან ყურება,გამუდმებით ძახილი რო ისინი უპასუხისმგებლოები არიან,მაგრამ ყველას გავიწყდებათ მედპერსონალის არაკვალიფიციურობა და მათი უპასუხისმგებლობა. არ არის ძნელი გასააზრებელი,რომ ადამიანები არ ენდობიან ექიმებს და შესაბამისად,ანტივაქსერების წარმატების ერთერთი მიზეზი ესეც არის. ზერელე დამოკიდებულება და საკუთარი გამორჩენაზე ზრუნვა ანგრევს სამედიცინო სექტორს. ამაზე უფრო მეტი უნდა წეროთ და მეტად კრიტიკულები უნდა იყოთ რო ხარისხმა მოიმატოს,თორე ასე არაფერი გამოვა. ეს გამყრელიძე კი,ჩვეულებრივი პოლიტიკური ფიგურაა და მხარე აქვს არჩეული. არსებობს პროფესიები,რომლებმაც მხარე არ უნდა აირჩიონ. ასეთები არიან სასულიერო პირები და ექიმები. გამყრელიძე ასოცირდება ქოცეთთან უკვე და მის სიტყვას იგივე წონა აქვს,რამდენიც ალუჩა თალაკვაძისას. დანაშაულია,როცა ადამიანს ატყუებ აცრის დროს და მას არ ეუბნები,რას უკეთებ ან რა დოზით. ერთს აერევა რაღაც ორგანიზმში და წაიღებს წერილს,მერე თეთრი ხალათებით გადაკიდებენ მაგ ექიმებს. აგერ სპორტსმენი კაცი გახდა მკვლელი და იცით რატომ? ადამიანი არ უნდა გაამწაროთ,თორე ცოცხლად გაატყავებს სხვას,ამ შემთხვევაში დამნაშავე მედპერსონალს.
0 1 1