x
image
თუთიკო ბერძენა
კითხვები, რომელსაც ხელისუფლებამ უნდა უპასუხოს!
image
"შევეცდები, სამი რიცხვით დაგამახსოვროთ საქართველო: ესენია 1, 28 და 8000" - მამუკა ბახტაძე კოვიდზე ამბობდა ალბათ.
საათში ორ ადამიანზე მეტი გვეღუპება.

ტრანსპორტი გააჩერეს, ბევრი გასატესტად ვერ მიდის, მაგრამ მაინც მაღალი მაჩვენებელია შემთხვევების. სამ დღეში 17 000 ახალი შემთხვევა. ეს ნიშნავს, რომ სექტემბერში მსხვერპლის რაოდენობა მოიმატებს.
ჩაკეტავენ? საგანგებო მდგომარეობა აღდგება? არჩევნებს როგორ ჩაატარებენ? გადადებენ არჩევნებს? შეიძლება გადადონ.
ისევ იგივე კითხვები უნდა დავსვათ - რატომ დაგვიანდა ვაქცინაცია? რატომ ჰქონდათ ფარული ანტი-ვაქსერული კამპანია? რატომ გაურიგდნენ რუსული ეკლესიის ქართულ განყოფილებას? სად წავიდა აშშ-ს და ევროპის ნაჩუქარი ფული? სად წავიდა მთავრობის აღებული ვალები, რომელიც ჩვენი გადასახდელია? რატომ არავინ იღებს პასუხისმგებლობას არსებულ სიტუაციაზე? რატომ არავინ გადადგა, არავინ, საერთოდ?
3
40
2-ს მოსწონს
ავტორი:თუთიკო ბერძენა
თუთიკო ბერძენა
40
  
2021, 21 აგვისტო, 9:25
ზოგადად,კრიზისის დროს არ ხდება.არ უნდა ხდებოდეს ცვლილებები ძირეული,რადგან გართულებულია ლოგიკასთან მიახლოებული შეფასების გაკეთება. გავიხსენოთ,აშშ რუსზველტის და მერე ტრუმენის პრეზიდენტობა. როცა ყველაფერი გადაივლის,მერე უნდა მოხდეს ცივ გონებაზე ყველაფრის შეფასება და მერე გადაწყვეტილების მიღება. თუნდაც აიღო პასუხისმგებლობა ირაკლიუს ადეკვარიუს ღარიბარიუსმა მერე? რა იცვლება მაგით? თუ განტევების ვაცი და გინებისთვის სამიზნე გვინდა,მაშინ ამოირჩიე ნებისმიერი და გინე,ოპოზიცაშიც და პოზიციაში. რაც არ გვიჭირს ამ ქვეყანაში საგინებლების რაოდენობაა.

არჩევნებს ჩაატარაბენ და ასეც უნდა იყო. ზოგადად,ცხოვრებაში ყველაფერი სამართლოანად ხდება დროთა განმავლობაში. ადამიანებს შეუზღუდეს რელიგიური დღესასასწაულების აღნიშვნა და აქციებს მართავდა ოპოზიცია. აიღო პასუხისმგებლობა ვინმემ? თუ კორნოსთან ხელშეკრულება ქონდა დადებული მელიას და ხოშტარიას? ასე ხდება,როცა ყველა მხარე უპასუხიმგებლოა პოზიციაც,ოპოზიციაც და მთხლეც(საზოგადოება).

რაც შეეხება სიკვდილის მოახლოებას და კატასტროფას,არ მეშინია სიკვდილის და არც იმას ვფიქორბ რო ჩემი სიკვდილით ცა და მიწა გაერთიანდება ან აპოკალიფსი დაიწყება. მე გავაკეთებ იმას,რაც საჭირო და ჩემი პასუხისმგებლობა არის,ხოლო რაც მოხდება მოხდეს. შევამცირე კონტაქტები და აუცილებლობის გარეშე კონტაქტი არ მაქვს არავისთან,ვიცავ დისტანციას და ვიყენებ პირბადეს(დღეში ბევრს),გავიკეთე ვაქცინა,მაგრამ ვირუსი ისევ აქ არის და მე ისევ შეზღუდული ვარ,რადგან ვიღაცა დებილს რაღაცა ჰგონია თავი. არ იცავს არაფერს,არ ამცირებს კონტაქტებს,არ გადადის იზოლაციაში დაავადებს დროს,ადამიანებს აპანიკებს რო კატასტროფა უახლოვდებათ და ვაქცინა კლავს. აიცრის თუ არ ადამიანი ეს მისი საქმეა,მაგრამ დაუშვებელია დეზინფორმაციის გავრცელება,უპასუხმგებლობა. გასაგებია რო ეშინია და არ იცრის,მაგრამ სხვა რეკომენდაციას რატო არ ასრულებს?! იმიტომ რო დებილია და თავი მაგარი ჰგონია,მერე მოკვდება და მე უნდა ვიგლოვო თურმე. ბოდიში,მაგრამ ამას არ გავაკეთებ. ყველას აქვს თავისუფალი არჩევანი და პასუხიმგებლობა,ამის მიხედვით უნდა მოხდეს შეფასება. როცა სხვა გკიდია და არაფერს არ ითვალისწინებ,მაშინ პასუხისმგებლობაც მისია შედეგებზე.
2021, 21 აგვისტო, 9:04
ვაქცინაციამ დააგვიანა,რადგან ვაქცინების რაოდენობა შეზღუდული იყო და ჯერ დამფინანსებელი ქვეყნები უნდა მოემარაგებინათ,შესაძლოა ვიღაცამ ბევრი გადაიხადა და გახდა პირველი,ხოლო ვისაც ყველა ცენტი გაწერილი აქვს,ის ვერ გადაუჯოკრავს იმას,ვისაც ბევრი ფული აქვს. ნახევარი მილიარდი ვაქცინა გვაჩუქა ამერიკამ,რაც კიდევ ერთი დასტურია სიხარბის. რატო იყიდა ამერიკამ იმაზე მეტი,ვიდრე სჭირდებოდა?! იმიტომ რო ბერკეტი ქონოდა და სახელი მოეხვეჭა. ერთ მაგალითს მოგიყვან,საქართველოში ტარდებოდა სუპერთასი ევროპის,გუნდები ცნობილი არ იყო და უკვე მსურდა თამაშზე წასვლა. ყველანაირად მზად ვიყავი,გამართული ინტერნეტი და ფული საბანკო ანგარიშზე,რაც ნებისმიერ მომენტში გადახდის საშუალებას მომცემდა. დადგა ის დიადი დღე და დაიწყო ბილეთების გაყიდვა,რის შემდეგაც საიტმა გაჭედა. 45 ათას რაღაც ვიყავი რიგში. ხოლო მერ გაირკვა რო დიდმა კომპანიებმა შეკვეთა გააკეთეს თავისი თანამშროლებისთვის და კავშირები გამოიყენეს. ასე იქნებოდა ვაქცინის შეძენაზეც,

ანტი ვაქსერული კამპანიაზე არ მსმენია და მით უფრო რო ის მთავრობისგან ფინანსდებოდა. ეგ იცი რას გავს,თავისი ხელით იმ ტოტის მოჭრა,რომელზეც სხედან. ეგ არის დეზიმფორმაცია და არ შესაბამებოდა სიმართლეს.ვიღაცამ შეიძლება დააფინანსა ეგ კამპანია,მაგრამ ეს მთავრობა არ იქნებოდა.დავუშვათ ეგრე იყო,ამას გააკეთებდა მოოთხოვნის საკონტოლებლად და ხალხის მასის შესაკავებლად. მიზანი არ იქნებოდა ადამიანების მოკვლა ან რაიმე მსგავსი.

ზოგადად,როცა რაიმე იმფორმაციას აქვეყნებ,მაშინ უნდა მიუთოთო წყარო და მტკიცებულება. რა გარიგებაზეა საუბარი და რითი მტკიცდება ეს გარიგება მართლა მოხდა თუ არა. იმედია,კილაძესავით არ დაიწყებთ "ჩიტის" გამოყენებას:)

მთავრობის მიერ აღებული ვალები წავიდა წამლების და ინვენტარის შეძენაზე,სასტუმროების ქირაში,საკვებზე,ტრანსპორტირებაზე,ვიღაცეების დახმარებაზე და კიდევ ბევრის ჩამოთვლა შეიძლება.საკუთარი სახსრებით ტესტის გაკეთება თუ არ ვცდები 150+ ლარი ჯდება და რამდენი ტესტი კეთდება. თვითღირებულებაც რო დავიანგარიშოთ ნახევარი ფასი მაინც იქნება და გადაამრავლეთ ყოვლედღიურ ტესტების რაოდენობაზე და აღარ გექნება წარმოდგენა რო ფული არ იხარჯება. რაღაც ნაწილს ჯიბეშიც იტკიცავდნენ ეს არ არის ანომალია,ეს
2021, 21 აგვისტო, 8:41
შემთხვევების მაღალი მაჩვენებელი არანაირ კავშირში არ არის ტრანსპორტის გაჩერებასთან ან რაიმე შეზღუდვებთან. ეგ ყველაფერი კეთდება,რათა არ ქვეყანა არ მოიცვას პანიკამ და ადამიანებმა არ ჩართან თვითგადარჩენის ინსტიქტი. იმდენად გავრცელებულია ვირუსი რო ვერანაირი შეზღუდვა შედეგს ვერ მოიტანს(არც ადრინდელი შეზღუდვები აკეთებდა საქმეს). ყველა უბანში არის უკვე ერთი ან ორი ინფიცირებული,შეიძლება მეტიც იყოს. იდეაში,6 ათასი კაცის ინფიცირებას ნიშნავს ათჯერ მეტს,რადგან ვერ ხდება ყველას გატესტვა,ყველა კონტაქტის იდენტიფიკაცია და ადამიანები არც ამხელენ რო აქვთ კოვიდი.რაც შეეხება მსხვერპლის რაოდენობას,გაიზრდება იმ შემტხვევაში,თუ ადამიანებმა პასუხისმგებლობა არ გაითავისეს და თუ დაამთავრებენ თითის სხვისკენ გაშვერას. სხვა შემთხვევაში,შემთხვევების რაოდენობაც გაიზრდება და სიკვდილიანობაც.

ჩაკეტავენ ალბათ,რადგან ადამიანები მართონ და წარმოქმნან ილუზია რო მუშაობენ,საქმეს აკეთებენ. რეალურად,საზოგადოებაზეა დამოკიდებული რამდენახანში დამთავრდება პანდემია და რა შედეგები გვექნება. მთავრობას არც ერთ დროში და არცერთ ქვეყანაში არ უცდია საზოგადოების ცნობიერების გაზრდა და მათზე ზრუნვა. უბრალოდ,ქმნიან ილუზიას და ადამიანებს აჯერებენ რო ეს ასეა,რაც ტყუილია. აქ არის საჭირო განვითარებული საზოგადოება,რომელიც გააკონტროლებს ნაკლები ტყუილი თქვას ან ნაკლები ადამიანი მოატყუოს მთავრობამ. გეცოდინება,რომ საზოგადოება არ გვყავს და რასაც ჩვენ საზოგადოებას ვეძახით არის ჩვეულებრივი მთხლე. ამის დასტური არის წლების განმავლობაში ნაცის და ქოცის ძახილი,ხოლო ეხლა,აცრილი და აუცრელის. იმაზე კი არ მიდის მსჯელობა,რა გამოსავალი უნდა ვიპოვოთ რო ვიღაცამ არ დააძალოს ადამიანს აცრა ან როგორ გავიზიაროთ პასუხისმგებლობა პანდემიის პერიოდში,კრიზისის დრო,არამედ სულ ლანძღვა მიდის ყველა მიმართულებით.
0 1 3