სიახლეები მეცნიერებმა დაადგინეს როდის უნდა ავიცრათ, თუ კი კორონავირუსი გადავიტანეთ 2021, 21 აგვისტო, 0:39 «ვირუსული ინფექციური დაავადებების დროს სისხლში საკმაოდ სწრაფად იზრდება ა კლასის იმუნოგლობინი (IgA), შემდეგ კი გ კლასის იმუნოგლობინი (IgG). სამი-ოთხი თვის შემდეგ კი ა კლასის ანტიგენის დონე მცირდება. გ კლასის იმუნოგლობინის დონე კი პიკს ერთნახევარი-ორი თვის თავზე აღწევს, შემდეგ კი ნელნელა კლებულობს», — განაცხადა მაღალი სამედიცინო ტექნოლოგიების კლინიკის ადამიანის გენეტიკის განყოფილების ხელმძღვანელმა ანდრეი ივანოვმა. კვლევაში, რომელიც პეტერბურგში ჩატარდა, 180 -მა მოხალისემ მიიღო მონაწილეობა. მათგან 51 ადამიანი (28%) დაკვირვების პერიოდში კოვიდით გახდა ავად. დაახლოებით 39% (20 კაცს 51 დან)IgA- ს მაღალი შემცველობა სისხლში ექვსი თვის განმავლობაში შეუნარჩუნდა საბოლოოდ მეცნიერებმა ასეთი დასკვნა გამოიტანეს: სწორედ სისხლში IgA -ს დონის შემცირება აჩვენებს, რომ საჭიროა აცრის ჩატარება კორონავირუსის გადატანის შემდეგ. განსაკუთრებით მათთვის ვისაც სუსტი იმუნიტეტი აქვს. 190 შეფასება არ არის
|