x
image
Lerato
რატომ არიან სხვები ბედნიერები, თქვენ კი – არა
image

თუ ამ უსარგებლო თვისებებისგან გათავისუფლდებით, თქვენს ცხოვრებაში ბედნიერება და კმაყოფილება დაისადგურებს. არა მხოლოდ წაიკითხეთ სტატია... სცადეთ კიდევაც!

1. გათავისუფლდით საჭიროებისგან, რომ ყოველთვის რაღაც უნდა ამტკიცოთ

image

ჩვენ შორის არსებობენ ისეთი ადამიანები, რომლებიც მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა არაჩვეულებრივი ურთიერთობის დანგრევის საფრთხის წინაშე აღმოჩნდნენ, აყენებენ რა ტკივილს და იწვევენ სტრესს, არ შეუძლიათ მიიღონ განსხვავებული აზრი. ამ შემთხვევაში ფიქრობთ, რომ ღირს რაიმეს მტკიცება?

2. შეწყვიტეთ ყველაფრის გაკონტროლება

image

ნუ გააკონტროლებთ ყოველივე იმას, რაც თქვენს ირგვლივ ხდება: სიტუაციები, მოვლენები, ადამიანები და ა.შ. არა აქვს მნიშვნელობა ნათესავები იქნებიან, ახლობლები, კოლეგები თუ უბრალოდ ნაცნობები ქუჩაში – უბრალოდ მიეცით მათ იმის ნება ისეთები იყვნენ, როგორებიც არიან.

3. შეწყვიტეთ სხვისი დადანაშაულება

image

გათავისუფლდით იმ საჭიროებისაგან, რომ გამუდმებით სხვას აბრალოთ – ესა თუ ის რაღაც გაქვთ თუ არ გაქვთ. შეწყვიტეთ ენერგიის უაზრო ხარჯვა და თავად აიღეთ კონტროლი საკუთარ თავსა და ცხოვრებაზე.

4. გათავისუფლდით უარყოფითი აზრებისგან

image

ბევრი ადამიანი დიდ ზიანს აყენებს საკუთარ თავს მხოლოდ იმით, რომ ნეგატიურ აზრებს და ემოციებს უფლებას აძლევს, რომ მართონ მათი ცხოვრება. ნუ ენდობით ყველაფერს, რასაც თქვენი ლოგიკის უნარი გკარნახობთ. თქვენ შეგწევთ უნარი, რომ დადგეთ ამ ყველაფერზე მაღლა და პოზიტიურად განეწყოთ ცხოვრებისადმი.

5. შეწყვიტეთ წუწუნი

image

imageგამუდმებით ნუ წუწუნებთ იმ სიტუაციაზე, მდგომარეობაზე, ადამიანებზე, რომლებიც უბედურს გხდიან. არანაირ სიტუაციას არ შეუძლია თქვენი განაწყენება და ვერავინ გაგამწარებთ და გაგაუბედურებთ, თუ სწრაფად გადაშლით თქვენი ცხოვრების ამ ფურცელს და მოვლენებს პოზიტიური კუთხით შეხედავთ.

6. უარი თქვით კრიტიკაზე

image

შეწყვიტეთ იმ ადამიანთა გაკრიტიკება, რომლებიც თქვენგან განსხვავდებიან და ასევე იმ სიტუაციებისა, რომელმაც არ გაამართლა თქვენი მოლოდინი. ყველა ადამიანი განსხვავებულია.

7. ნუ ცდილობთ სხვებზე შთაბეჭდილების მოხდენას

image

თავს ნუ მოაჩვენებთ ყველას იმად, ვინც სინამდვილეში არ ხართ. მოიხსენით ნიღაბი, მიიღეთ და შეიყვარეთ თქვენი ნამდვილი მე.

8. წინააღმდეგობა არ გაუწიოთ ცვლილებებს

image

imageცვლილებები – ეს ნორმალურია, აუცილებელიცაა, იმისათვის რომ ვიმოძრაოთ A პუნქტიდან B პუნქტამდე. ცვლილებები გვეხმარება როგორც ჩვენი, ისე ირგვლივმყოფ ადამიანთა ცხოვრების გაუმჯობესებაში

9. შეწყვიტეთ იარლიყების მიწებება

image

imageშეწყვიტეთ იარლიყების მიწებება იმ ადამიანებზე და მოვლენებზე, რომელთა შესახებაც არ ხართ საკმარისად ინფორმირებული ან არ გესმით. თანდათან შეიცანით ახალი და შეუცნობელი.

10. ნუ ცხოვრობთ წარსულით

image

აცნობიერებთ, რომ ეს რთულია. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც წარსული უფრო მოგწონთ, ვიდრე აწმყო, მომავალი კი – ცოტა გაშინებთ. თუმცა, აუცილებელია მხედველობაში მიიღოთ ის ფაქტი, რომ აწმყო ერთადერთია, რაც ამჟამად გაგაჩნიათ.

11. გათავისუფლდით შიშებისგან

imageimage
შიში – ეს მხოლოდ ილუზიაა, ის არ არსებობს, თქვენ შექმნილია; ეს ყოველივე თქვენს გონებაშია. შეცვალეთ თქვენი შინაგანი დამოკიდებულება და ყველაფერი თავის ადგილზე დადგება.

12. შეწყვიტეთ თავის მართლება

image

image
ნუ იმართლებთ თავს – სიმართლე თავის გზას ყოველთვის იპოვის. ხშირ შემთხვევაში თავს იზღუდავთ უამრავი თავის მართლებით, რაც ხელს უშლის თქვენი ემოციური წონასწორობის შენარჩუნებას.

13. ნუ ცხოვრობთ სხვისი მითითებებით და სურვილებით

image

ძალიან ბევრი ადამიანი ცხოვრობს იმ ცხოვრებით, რომელიც მათ არ ეკუთვნით. ისინი აკეთებენ იმას, რასაც სხვები თვლიან რომ საუკეთესოა მათთვის, რასაც მათგან მშობლები, მეგობრები, მასწავლებლები და საზოგადოება მოითხოვს. ეს ადამიანები იგნორირებას უწევენ შინაგან ხმას, საკუთარ მოწოდებას. ისინი იმდენად არიან დაკავებულები სხვათა სურვილების რეალიზებით, რომ საკუთარ ცხოვრებაზე სრულიად კარგავენ კონტროლს. მათ ავიწყდებათ ის, თუ რას მოაქვს მათთვის ბედნიერება, რა უნდათ სინამდვილეში.

ასევე დაგაინტერესებთ:

ჭკვიანი ადამიანების 10 საერთო თვისება. თქვენც შედიხართ მათ რიცხვში?

არაჩვეულებრივი გზავნილი სტივენ ჰოკინგისგან მათთვის, ვისაც ცხოვრებაში რთული პერიოდი აქვს

image
1
262
7-ს მოსწონს
ავტორი:Lerato
Lerato
262
  
2021, 18 აგვისტო, 12:36
Sev.Ge - ქართული გაცნობის საიტი !!, შემობრძანდით და შეიძინეთ ახალი მეგობრები !! Sev.Ge გვეწვიეთ ეხლავე!!! Sev.Ge
----------------------------------------------------------------------------------------------------------------------

0 1 1