x
image
Lerato
ჭკვიანი ადამიანების 10 საერთო თვისება. თქვენც შედიხართ მათ რიცხვში?
image


ჭკვიან ადამიანებს მხოლოდ IQ ტესტში მიღებული მაღალი ქულის მიხედვით არ განსაზღვრავენ. მათ ასევე ახასიათებს ისეთი თვისებები, როგორიცაა ხარბი ცნობისმოყვარეობა და კარგი იუმორის გრძნობა.


ჩვენ გადავხედეთ Quora thread-ს სადაც მომხმარებლებმა გააკეთეს ჩამონათვალი იმ თვისებებისა, რომელიც ჭკვიან ადამიანებს ახასიათებს და შემდეგ შევადარედ სამეცნიერო კვლევებით მიღებულ შედეგებს, რათა დავრწმუნებულიყავით მათ სისწორეში.


სტატიაში წარმოგიდგენთ ჭკვიანი ადამიანების 10 საერთო თვისებას:



1. შეუძლიათ სწრაფი ადაპტაცია


image


Quora-ს მომხმარებლებმა აღნიშნეს, რომ ინტელექტუალური ადამიანები არიან მოქნილები და შეუძლიათ განვითარდნენ სხვადასხვა ტიპის გარემოში. როგორც Donna F. Hammett წერს, ჭკვიანი ადამიანები ადაპტირდებიან იმით, რომ "აჩვენებენ რა შეიძლება გაკეთდეს მიუხედავად სირთულეებისა და შეზღუდვებისა, რომელსაც ისინი აწყდებიან." ჩატარებული ფსიქოლოგიური კვლევები ამყარებს ამ აზრს. ინტელექტუალი ნიშნავს, შეგეძლოს შეცვალო შენი საკუთარი ქცევა იმ მიზნით რომ უფრო ეფექტურად გაართვა თავი ირგვლივ შექმნილ გარემოს, ან ცვლილებები შეიტანო იმ გარემოში, რომელშიც იმყოფები.



2. ისინი აცნობიერებენ რამდენი რამ არ იციან


image


ჭკვიან ადამიანებს შეუძლიათ აღიარონ, როდესაც რაიმე კონკრეტული სახის კონცეფტი მათთვის უცნობია. როგორც Jim Winer წერს, "ინტელექტუალებს არ ეშინიათ თქვან: "არ ვიცი." თუ მათ არ იციან, მათ შეუძლიათ ისწავლონ ეს." უაინერის დაკვირვებას ზურგს უმაგრებს ჯასტინ კრუგერის და დევიდ დანინგის მიერ ჩატარებული კვლევა, რომელმაც დაადგინა, რომ რაც უფრო ნაკლებად ჭკვიანია ადამიანი, უფრო გადაჭარბებულად აფასებს საკუთარ კოგნიტურ შესაძლებლობებს.


3. მათ ხარბი ცნობისმოყვარეობა აქვთ


image


ალბერტ აინშტეინი ამბობდა: "მე არ ვფლობ რაიმე სახის განსაკუთრებულ ნიჭს, მე მხოლოდ უკიდეგანოდ ცნობისმოყვარე ვარ." ან როგორც Keyzurbur Alas აცხადებს: "ჭკვიან ადამიანებს იზიდავთ და იკვლევენ ისეთ რამეებს, რასაც სხვები სათანადოდ არ აფასებენ."

2016 წელს The Journal of Individual Differences –ში გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, არსებობს კავშირი ბავშის ინტელექტსა და ცნობისმოყვარეობას შორის, რომელიც მოიცავს ინტელექტუალურ ცნობისმოყვარეობას ასევე ზრდასრულ ასაკში. მეცნიერები აკვირვებოდნენ დიდ ბრიტანეთში დაბადებულ ათასობით ადამიანს 50 წლის მანძილზე და გაარკვიეს, რომ იმ 11 წლის ბავშვებმა, რომლებმაც IQ ტესტში უფრო მაღალი ქულები აიღეს, აღმოჩნდა რომ 50 წლის ასაკში უფრო მეტად სურთ ახალი გამოცდილებების მიღება.



image


იმის გამო რომ ისინი ასეთი ცნობიმოყვარეები არიან, ჭკვიანი ადამიანები ასევე მიდრეკილნი არიან ბევრი კითხვისკენ, წერს Cheikh Mbacke Diop. ფაქტობრივად, მსოფლიოში ცნობილი ძალიან წარმატებული ადამიანები, მათ შორის ბილ გეითსი, ოფრა უინფრეი, ამბობენ რომ ისინი განათლებას იღებენ იმით, რომ კითხულობენ ყველაფერს, რაც მათ ხელში უვარდებათ.


image

image
ჭკვიანი ადამიანები კარს არ უხურავენ ახალ ედეებსა და შესაძლებლობებს. Hammett წერს, რომ "ინტელექტუალები მზად არიან მიიღონ და გაითვალისწინონ სხვათა ხედვები, ისინი გახსნილები არიან ალტერნატიული გადაწყვეტილებებისათვის."

ფსიქოლოგები ამბობენ, რომ გონებაგახსნილი ადამიანები – ისინი, ვინც ალტერნატიულ ხედვებს ეძებენ და სამართლიანად აფასებენ ფაქტებს – უფრო მაღალ შეფასებას იღებენ სკოლის საგამოცდო და ინტელექტუალურ ტესტებში. ამავდროულად, ჭკვიანი ადამიანები ფრთხილები არიან იმ იდეებისა და პერსპექტივების მიმართ, რომელსაც ისინი იღებენ.

image6. უყვართ საკუთარ თავთან დარჩენა


image

აღსანიშნავი და საინტერესოა ის ფაქტი, რომ 2016 წლის კვლევა, რომელიც British Journal of Psychology გამოაქვეყნა, აცხადებს, რომ უფრო ჭკვიანი ხალხი, როგორც წესი, ნაკლებ სიამოვნებას იღებს მეგობრებთან ურთიერთობით, ვიდრე ადამიანების უმეტესობა.

image
7. აქვთ თვითკონტროლის მაღალი უნარი


image

Zoher Ali წერს, რომ ჭკვიანი ადამიანებს შეუძლიათ დაძლიონ იმპულსურობა "სწორი დაგეგმვით, მიზნების დასახვით, ალტერნატიული სტრატეგიების კვლევით და შედეგების განხილვით მანამდე სანამ დადგება."


მეცნიერებმა კავშირი აღმოაჩინეს თვითკონტროლსა და ინტელექტს შორის. 2009 წლის კვლევა ჩატარდა, რომელიც გამოქვეყნდა ჟურნალში Psychological Science. ექსპერიმენტში მონაწილეებს უნდა აერჩიათ ორ ფინანსურ გასამრჯელოს შორის: პატარა თანხას მიიღებდნენ დაუყოვნებლივ ან უფრო დიდს – რაღაც დროის მერე. შედეგებმა აჩვენა, რომ იმ მონაწილეებმა, რომლებმაც უფრო დიდი თანხა აირჩიეს მოგვიანებით, ანუ ისინი, ვისაც უფრო მეტი თვითკონტროლი ჰქონდა – ზოგადად უფრო მაღალ ქულებს იღებდნენ ინტელექტუალურ ტესტებში.


ამასთან, მეცნიერებმა განაცხადეს, რომ ტვინის ერთი ნაწილი, უშუალოდ წინა პრეფრონტალური ქერქი, შესაძლოა დიდ როლს თამაშობდეს რთული პრობლემების გადაჭრის პროცესში და თვითკონტროლის გამოვლენაში მიზნისკენ მიმავალ გზაზე.

image

8. აქვთ არაჩვეულებრივი იუმორის გრძნობა ...


image

Advita Bihani ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზე, რომ ჭკვიან ადამიანებს ძალიან კარგი იუმორის გრძნობა აქვთ. და ამას მეცნიერებიც ეთანხმებიან. 2011 წელს ნიუ მექსიკოს უნივერსიტეტის კვლევამ აჩვენა, რომ ის სტუდენტები, რომლებმაც უფრო სასაცილო მინაწერები გააკეთეს ანიმაციებზე, უფრო მაღალი შეფასება დაიმსახურეს ინტელექტუალურ ტესტში. იგივე უნივერსიტეტის მეორე კვლევამ დაადგინა, რომ პროფესიონალი კომიკოსები საშუალოზე მაღალ ქულებს იღებენ უნარების ვერბალურ ტესტში.

9. ... და მათ მოსწონთ შავი იუმორი


image

imageElora Amber ახსენებს კვლევას, რომელის თანახმადაც ჭკვიან ადამიანებს დახვეწილი იუმორის გრძნობა აქვთ. კვლევამ, რომელიც 2007 წელს Cognitive Processing ჟურნალში გამოქვეყნდა, აღმოაჩინა რომ ადამიანებს, რომლებიც უფრო მაღალ ქულებს იღებენ ვერბალურ და არავერბალურ ტესტებში, ძალიან მოსწონთ და კარგად ესმით "შავი იუმორი."

image

10. სხვა ადამიანების პრობლემებს თანაგრძნობით ეკიდებიან


image

ჭკვიან ადამიანებს შეუძლიათ შეიგრძნონ სხვები რას ფიქრობენ ან გრძნობენ. ზოგიერთი ფსიქოლოგი ამტკიცებს, რომ ემპათია, უნარი თანაუგრძნო სხვებს და ამის შესაბამისად იმოქმედო, ემოციური ინტელექტის ძირითადი კომპონენტია. ემოციურად ინტელექტუალური ადამიანები, როგორც წესი, ძალიან დაინტერესებულნი არიან ესაუბრონ ახალ ადამიანებს და გაიგონ მეტი მათ შესახებ.


0
1787
8-ს მოსწონს
ავტორი:Lerato
Lerato
1787
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0