x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
ყველაზე დიდი ეშმაკი და მასონი არის ის ადამიანი, ვინც გეუბნებათ, არ ავიცრებიო-გიორგი ფხაკაძე
image

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტმა, პროფესორმა გიორგი ფხაკაძემ ფეისბუკის პირდაპირ ეთერში მიმართვისას განაცხადა, რომ ეს მისი ბოლო „ლაივია“.„დავიღალე, დღეს არის ჩემი ბოლო „ლაივი“. ერთმა ადამიანმა უამრავი რჩევა გავეცი უანგაროდ, უამრავი ვიდეო ჩავწერე. დამიჯერეთ, გაიკეთეთ პირბადე, აიცერით კარგი ვაქცინით, დაიცავით დისტანცია. კარგი ამბები არ მაქვს. საქართველოში უფრო მძიმე მდგომარეობაა, ვიდრე გარედან ჩანს.


ხლახან შემოღებული შეზღუდვები მორიგი ფარსია. ამაოდ მეგონა, საღი აზრი გაიმარჯვებდა, დღეს ჩატარებული მასობრივი ღონისძიებები ადასტურებს, რომ პანდემიის დროს არჩევნები არის ყველაზე დიდი დანაშაული. არჩევნები კლავს!არ ვარ დემოკრატიის და არჩევნების არსის წინააღმდეგი, მაგრამ ახლა რაც საქართველოში ხდება, დანაშაულია და ეს არჩევნები არის გენოციდი საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ.

ბევრი პოლიტიკური პარტია აწყობილია საარჩევნო ციკლზე და მეტი არაფერი აინტერესებთ, საკუთარი მერკანტილური მიზნებით მოქმედებენ. არა აქვს მნიშვნელობა, ოპოზიცია იქნება თუ პოზიცია. პატარა საქართველოში 50 საარჩევნო სუბიექტია. რა საჭიროა?! ყველას პირველობა უნდა და ეს არის ის, რაც გვღუპავს.

დაახლოებით თვე-ნახევრის უკან გაფრთხილებდით, რომ აგვისტოს შუა რიცხვებში 50-ზე მეტი გარდაცვლილი და 5 000-ზე მეტი ინფიცირებული იქნებოდა, არავინ გაითვალისწინა - არც პოზიციამ, არც ოპოზიციამ, არც ექსპერტებმა, არც ბიზნესებმა, არც მოსახლეობამ. იმიტომ გეუბნებოდით, რომ მომზადებულიყავით. ახლა შემოღებული ვითომ შეზღუდვები აბსურდია, თეატრია. დღეს ტელევიზიებს ვუყურე, გადავირიე.

წინასაარჩევნოდ აკეთებენ მასობრივ შეკრებებს, რაც არ შეიძლება მარტივი მიზეზის გამო, უხანურ ვირუსთან შედარებით დელტა შტამი 1260-ჯერ უფრო ძლიერია (ანტისხეულების თალსაზრისით). ეს ნიშნავს, რომ უხანური ვირუსი გარშემო 1-2 ადამიანს თუ აინფიცირებდა, დელტა შტამი იმავე პერიმეტრზე - 6-7-ს.

მეტრო უნდა დაეკეტათ, როგორც ყველაზე დიდი გავრცელების წყარო. უნდა დაემატებინათ ბევრი ავტობუსი, რომ თითოეულში ცოტა ადამიანი ყოფილიყო. ეს იქნებოდა ეფექტური მმართველობა. როცა ახლანდელმა პრემიერმა, ჯანდაცვის მინისტრმა და მინისტრის მოადგილემ ქვეყანაში „ფაიზერი“ შემოიტანეს, შევაქე, რადგან კარგი საქმე გაკეთდა. შეზღუდვებიც რომ გამოაცხადეს, გამიხარდა, მაგრამ როგორი?! ეს შეზღუდვები არაეფექტურია.

სამწუხაროდ, ჩვენ მივედით ისეთ ციფრებამდე, რომ პრაქტიკულად, ქვეყანას სჭირდება ტოტალური ლოკდაუნი. არ მიხარია, წინააღმდეგი ვიყავი ჩაკეტვის, რადგან წინა სამი ჩაკეტვით ვერაფერი ისწავლეს, მარტო ფულს შოულობდნენ ზოგიერთები პანდემიაზე.

საქართველოში უკვე იმ ზღვარზე ვართ, რომ საავადმყოფოებში თავისუფალი საწოლები აღარაა. დელტა ვირუსი ვერაგია. ადრე მამაკაცებზე ვთქვი, სანამ დაგემართათ კოვიდი, შთამომავლობაზე იზრუნეთ-თქო, გამლანძღეს, დამცინეს. დაახლოებით ერთი წლის წინ კვლევებმა აჩვენა, რომ კოვიდგადატანილებში სპერმის ხარისხი ქვეითდებოდა.

ამ ბოლო დროს წამოვიდა კვლევები, რომ არა მარტო სპერმის, არამედ ერექციის პრობლემებია, პრაქტიკულად იმპოტენციაზეა საუბარი. თუ გსურთ, მსგავს პრობლემებს ასცდეთ, აიცერით „ფაიზერით“ და იარეთ პირბადით,
5-10-12 წლის ბიჭს თუ დაემართა კოვიდი, ეს ნიშნავს, რომ მას შესაძლებელია, რეპროდუქციული ჯანმრთელობის კუთხით მომავალში პრობლემა შეექმნას, ამიტომ მოგიწოდებთ, ყველა უნდა ავიცრათ გარშემო, რომ ჩვენი ბავშვები გადავარჩინოთ!

ვინ არის შედეგებზე პასუხისმგებელი?! ანტივაქსერების სექტა, რომლებიც უარს აცხადებენ აცრაზე და პირბადეზე საკუთარი უფლებების მოშველიებით. თქვენს უფლებებზე რომ ლაპარაკობთ, იმ პატარა ბიჭის უფლებებს ვინ იცავს?!
აბსოლუტურად ვეთანხმები საფრანგეთის გადაწყვეტილებას, სადაც მატარებელშიც კი ვერ ჩაჯდები, თუ არ ხარ ვაქცინირებული.



ძალიან ვნანობ, რომ საქართველოში არ არის ისეთი მთავრობა, რომელიც იტყვის სათქმელს და გასაკეთებელს გააკეთებს! ხალხზე არავინ ფიქრობს! ეს ეხება პოზიციასაც და ოპოზიციასაც! ქვეყანა დასაკეტი იყო 1-ელ ივლისს 3 კვირით და ასე რომ მოქცეულიყვნენ, ახლა ყველაფერი კარგად იქნებოდა. დღეს საქართველოში 100 ადამიანი გარდაიცვალა - 50 კოვიდით და 50 სხვადასხვა დაავადებებით, იმიტომ, რომ ვერ მართავენ ეპიდემიას.




პირდაპირ ვამბობ - დაავადებათა კონტროლის ცენტრის მესვეურები გასათავისუფლებლები კი არა, უკვე დასაჭერები ხართ. თქვენს სინდისზეა ამ 100 ადამიანის გარდაცვალება და უკვე იურიდიული პასუხისმგებლობა უნდა დადგეს! დამთავრდა ის დრო, რომ გეუბნებოდით, თქვენს ასაკს, განათლებას პატივს ვცემ და ა.შ. გამოდიხართ და ჭკუას გვასწავლით, რეკომენდაციას გაძლევთო.



სად იყავით 1-2-3 ივლისს?! არ იცოდით, რომ ყველა ინდიკატორი აჩვენებდა, სიტუაცია გაქცეულია?! რატომ არ დაწექით პრემიერის მაგიდაზე, არ თქვით, არ ავდგები, სანამ შესაბამის ზომებს არ მიიღებთ-თქო?! აჰა, ფულშია საქმე?!



მაპატიეთ, მაგრამ ეს არის რეალობა. ეს „შაიკა“ არიან საქართველოს გენოციდში მონაწილეები. მე ვიცი, რომ ახლა რასაც ვლაპარაკობ, ამით ბევრი ხიდი დავწვი, მაგრამ სიმართლე უნდა ვთქვა. გასაკეთებელს არ აკეთებს.



ახლა ვიტყვი იმას, რაზედაც არავინ საუბრობს - ვირუსის ძლიერი აფეთქება მოდის. პიკამდე არ მივსულვართ. დელტა ვირუსი სანამ მოსახლეობის 90% არ დააინფიცირებს, არ გაჩერდება. მხოლოდ 2 გზაა - ან უნდა იყოთ ვაქცინირებული და იაროთ პირბადით, რომ არ გადაგედოთ, ან გადაიტანთ ვირუსს.



სანამ მოსახლეობის 90% არ ექნება პოპულაციური იმუნიტეტი, პიკი არ იქნება. მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყებს ინფიცირებულთა რაოდენობა კლებას, სიკვდილიანობა კიდევ 2 კვირა იმავე დონეზე იქნება, შემდეგ კლებას დაიწყებს.



ჩვენ ახლა გეომეტრიული პროგრესიით მივდივართ ზევით, ეს შეზღუდვები ზღაპარია. რეალურად შეზღუდვა უნდა ყოფილიყო უმკაცრესი, უნდა აკრძალულიყო ყველანაირი შეკრებები. გუშინ არ თქვით, არანაირ შეკრებებს არ გავაკეთებთო?! დღეს კი რა ოლიმპიური შეხვედრები გააკეთეთ?! რა მერების წარდგენა! კარგით რა!


ყველანაირი ლოგიკით სექტემბრის 1-2 კვირაში კატასტროფული მდგომარეობა იქნება.

ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ შევამციროთ ტალღა. ფხაკაძის პირბადე ყველგან და ყოველთვის 2 წლის ასაკიდან, ვაქცინაცია „ფაიზერით“. განსაკუთრებით მეძუძური დედები და ორსული ქალები, ორსულობის ნებისმიერ ვადაზე. მამაკაცებსაც მივმართავ, თუ შთამომავლობა სურთ, დროზე გაიკეთონ „ფაიზერი“.



რამდენჯერ ვთქვა?! - ქვეყანაში აცრა 12 წლიდან უნდა იყოს! სკოლა უნდა გადაიდოს 1-ელ ნოემბრამდე, გადადით ონლაინ სწავლებაზე, ამისთვის მოემზადეთ, სკოლის მთელი პერსონალი, ყველა სამედიცინო დაწესებულების, ყველა სააფთიაქო ქსელის ყველა თანამშრომელი უნდა იყოს აცრილი! უნდა გაკეთდეს შესაბამისი ბრძანებები.



მოგმართავთ აცრის მოწინააღმდეგეებს - ნუ იყენებთ გაუაზრებლად სიტყვებს: „ღმერთი“, „ქრისტე“, „ეშმაკი“, „სატანა“ და ა.შ, ყველაფერს აქვს საზღვარი და ეს საზღვარი ახლა არის ადამიანების სიცოცხლე! ნუ იგონებთ ზღაპრებს.



რამდენი რჩევა გავეცი. ჩემთვის რომ დაეჯერებინათ, საქართველო ახლა კარგად იქნებოდა. ვინ დამიჯერა. პოლიტიკოსები, ექიმები, ბიზნესმენები, ყველანი ერთმანეთს ჭამენ და არავინ ფიქრობს, ერთმანეთს გვერდში დაუდგეს.



ყველას პირველობა უნდა. თანამდებობა არ მინდა. საქართველოში მინისტრის ხელფასი 3500 ლარია. რატომ უნდა ჩამოვიდე ასეთ ხელფასზე, როცა ჩემი ცოდნა არ ფასდება?! მე ფულს არ ავიღებ, კორუფციაში ჩემი გარევის შანსი არ არის. ხალხი მწერს, ჩამოდიო. საჯაროდ ვთქვი, ჩამოვალ, თვეში სიმბოლურად 1 ლარად ვიმუშავებ, ჩემი ხარჯით ვიცხოვრებ და საქმეს გაგიკეთებთ-მეთქი. სად ჩამოვიდე, ვინმემ დამიძახა?!



ქვეყანა ჩასაკეტია, რომ არ ავიდეთ სექტემბრის 1-2 კვირაში 100 კაცის სიკვდილზე დღეში. ყველაზე დიდი ეშმაკი და მასონი არის ის ადამიანი, ვინც გეუბნებათ, არ ავიცრებიო. არ გინდათ აცრა? ნუ აიცრებით. დარვინის თეორიით, გადარჩება და გამრავლდება ის, ვინც არის პროგრესული და ფიქრობს მომავალზე. ნაწილი ადამიანების გაქრება. ნაწილი გადარჩება. აირჩიეთ, რომელ ჯგუფში გინდათ მოხვედრა“, - განაცხადა გიორგი ფხაკაძემ.

1
109
7-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
109
  
2021, 16 აგვისტო, 13:14
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1