საზოგადოებრივი რა უნდა ვიცოდეთ "დელტა" შტამის შესახებ,რომელიც ახლა მსოფლიოში დომინირებს? 2021, 15 აგვისტო, 9:08 ცუდი ამბავი დელტა ვარიანტის შესახებ ისაა, რომ უფრო აგრესიული, გადამდები და უტევს ახალგაზრდებს. ფაქტია, რომ "დელტით"იგივე ინდური შტამით ინფიცირებულ ადამიანებში ვირუსული დატვირთვა 1260 -ჯერ უფრო მაღალი ვიდრე იმათში, ვინც დაავადებული იყო პირვანდელი, უხანური ვარიანტით პანდემიის დასაწყისში, წერს Reuters-ი. ვირუსული დატვირთვა არის ავადმყოფი ადამიანის სისხლში ან ნერწყვში არსებული ვირუსული ნაწილაკების რაოდენობა. ეს ნიშნავს, რომ "დელტა" არის ძალიან გადამდები შტამი. აშშ -ს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრი ასე განმარტავს: თუ ვირუსის პირველი ვარიანტი გავრცელების კუთხით შეიძლება შევადაროთ სეზონურ გრიპს ან ჩვეულებრივ გაციებას, მაშინ "დელტა" ვარიანტი ახლოს არის ჩუტყვავილასთან. პანდემიის დასაწყიში, თუ კოვიდით დაავადებული ადამიანი საშუალოდ 2-3 ადამიანს აინფიცირებდა, "დელტას"შემთხვევაში ეს 5-6 კაცია. "დელტას" მეორე თვისება ის არის, რომ ის სწრაფად ესხმის თავს. თუ კორონავირუსის წინა შტამები 5-7 დღეში ამჟღავნებდა თავს და უტევდა ორგანიზმს, "დელტას" ამისთვის მხოლოდ 3-4 დღე სჭირდება , ციტირებს NBC ჩინელი მეცნიერების სიტყვებს. და მესამე ცუდი ამბავი: "დელტათი" უფრო ხშირად ვიდრე წინა შტამები, ახალგაზრდები ავადდებიან და ავადდებიან იმ დონემდე, რომ ჰოსპიტალიზაცია სჭირდებათ. წინა შტამისგან განსხვავებით "დელტამ" პატარა ბავშვებსაც შეუტია. აშშ-ს პედიატრიის აკადემიის ანგარიშის თანახმად, ივნისის ბოლოდან ქვეყანაში COVID-19– ით დაავადებული ბავშვების რაოდენობა ოთხჯერ გაიზარდა. პორტუგალიის ხელისუფლებამ რეკომენდაცია გასცა, რომ 12-15 წლის ასაკის ბავშვები აიცრნენ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით სასწავლო წლის დაწყებამდე. აშშ -ს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრების მონაცემებით, 18 -დან 49 წლამდე ჰოსპიტალიზებური ასაკის ადამიანების უმეტესობა "დელტა" შტამითაა დაავადებული. და ბოლოს, კორონავირუსის სიმპტომები ახლა უკვე განსხვავდება ერთმანეთისგან.თავიდან ჩვენ შევეჩვიეთ იმ ფაქტს, რომ კორონავირუსი ვლინდება მაღალი ცხელებით, მშრალი ხველებით, საერთო სისუტით და რაც ყველაზე ხშირად დამახასიათებელი სიმპტომი იყო - გემოს და სუნის დაკარგვით. "დელტასთან" ის განსხვავებულია: სხვადასხვა ქვეყნის ექიმები აღნიშნავენ, რომ პაციენტები ძალიან იშვიათად უჩივიან გემოს და სუნის დაკარგვას. მაგრამ მათ პირველ რიგში აქვთ ცხვირიდან გამონადენი, რაც აქამდე არ გვხვდებოდა COVID-19– თან მიმართებაში. აპლიკაცია Zoe-ში გაერთიანებული სამეფოს მაცხოვრებლები სიმპტომებს ასე აღწერენ: თავის ტკივილი, ცხვირიდან გამონადენი, ცემინება და ყელის ტკივილი. ახლა, როდესაც კორონავირუსი ჩუტყვავილასვაით გადამდებია, ჩვეულებრივი გაციების ნიშნების ინიღბება. მაშინ კარგი რაღაა "დელტას" გარშემო? კარგი ისაა, რომ ჯერჯერობით არსებული ვაქცინები უმკლავდება "დელტა" შტამს, ამერიკულმა ტელეარხმა NBC- მ გამოაქვეყნა მონაცემები, 22 ივლისისითვის, 160 მილიონი ამერიკელიდან, რომლებიც სრულად ვაქცინირებულები არიან, მხოლოდ 65 ათასი დაინფიცირდა. ეს არის აცრილი ადამიანების 0.04%. დიდი ბრიტანეთში გამოქვეყნდა კვლევის შედეგები, სადაც, ნათქვამია, რომ Pfizer ვაქცინამ 88%-იანი ეფექტურობა გამოავლინა "დელტა" შტამის წინააღმდეგ, ხოლო "ასტრაზენეკამ" - 60%. ეფექტურია ჩინური ვაქცინებიც ახალი შტამის წინააღმდეგ, შრი-ჯაიავარდენეპურას უნივერსიტეტის მკვლევრებმა დაადგინეს, რომ "სინოფარმი" ეფექტურია "დელტას " წინააღმდეგ. ორი დოზით აცრის შემდეგ, ვაქცინირებულთა 95 პროცენტს განუვითარდა ანტისხეულების ის დონე, რაც COVID-19-ით ბუნებრივად ინფიცირების შემდეგ ფიქსირდება.ეფექტურია დელტას წინააღმდეგ კიდევ ერთი ჩინური ვაქცინა "სინოვაკი", კვლევის შედეგები როიტერსმა გამოაქვეყნა როსპოტრებნაზოტი იუწყება, რომ რუსულმა ვაქცინა Спутник V-მა 83% ეფექტურობა გამოავლინა ახალი შტამის წინააღმდეგ. თუმცა რამდენ ხანს გასტანს ასე, უცნობია, რადგან მომავალში მოსალოდნელია ახალ-ახალი მუტირებული შტამები და საკითხავია, რამდენად ეფექტური იქნება არსებული ვაქცინების მათ წინააღმდეგ. ასევე იხილეთ
114 4-ს მოსწონს
|