x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
ქალებმა დაასახელეს 10 უმთავრესი მიზეზი, თუ რატომ უნდებათ ინტიმური კავშირი
image


როცა საქმე სექსამდე მიდგება, მამაკაცებსა და ქალებს, როგორც წესი, სრულიად განსხვავებული მიზეზები აქვთ. მამაკაცებთან ყველაფერი უფრო საკმაოდ პრიმიტულია: ვნახე - მომინდა - დავთანხმე. ქალებისთვის, მიზეზები ბევრად უფრო მრავალფეროვანია!


ოტავას უნივერსიტეტის (კანადა) მკვლევარებმა სთხოვეს 510 ქალს, დაესახელებინათ ის ძირითადი მიზეზები, რომლებიც მათ სექსისკენ უბიძგებს.


სულ ქალებმა 52 პირობა დასახელდა, აქედან გთავაზობთ პირველ ათეულს. მიზეზები, რომელიც ყველაზე ხშირად დაასახელეს ქალევმა



1.მე მომეწონა ის.

2.მინდა განვიცადო ფიზიკური სიამოვნება.

3.ძალზე მსიამოვნებდა

4.მინდა ჩემს პარტნიორს ვაჩვენო ჩემი სექსუალური სურვილი.

5.მინდა გამოვხატო სიყვარული ჩემს პარტნიორის მიმართ.

6.აღზნებული ვარ და სექსი მომინდა.

7.მან უცებ აღმაგზნო.

8.Სახალისოა.

9.მივხვდი, რომ მე ის მიყვარს.

10. მომენტალურად ვნებას ავყევი.




ადრე ვწერდით ქალის 5 მთავარი წესზე ინტიმური კავშირის დროს



მთელი ცხოვრება ვსწავლობთ და არც სექსია გამონაკლისი.


მთელი სიცოცხლის მანძილზე ვსწავლობთ და ეს ეხება სექსსაც. ქვემოთ მოგითხრობთ როგორც შეცვლოთ ხარისხობრივად თქვენი ინტიმური ცხოვრება.


იმიტაციას არ მიმართოთ



პირველი და ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი წესი. ეს ეხება როგორც ორგაზმს, ასევე საწოლში ქცევას (თუ კვნესა გინდათ, განაგრძეთ და თუ მშვიდი სექსის მომხრე ხართ, არ არის საჭირო მსახიობობა). იყავი გულწრფელი, როგორც საკუთარ თავთან, ასევე პარტნიორთან. იმიტაცია და მოტყუება კარგს არაფერს მოგიტანთ


რაზეც გსურთ, იმაზე ისაუბრეთ



მეორე წესი ლოგიკურად გამომდინარეობს პირველი წესიდან: არ შეგეშინდეთ ისაუბროთ თქვენს სურვილებზე, მოითხოვეთ ის, რაც გსურთ. მინიშნებებით ნაკლებად სავარაუდოა, რომ საქმე მკვდარი წერტილიდან დაიძრას. შეარჩიეთ თქვენთვის მოსახერხებელი მომენტი და ისაუბრეთ პარტნიორთან: ამ პირველი ნაბიჯის გადადგმის შემდეგ, თქვენ გულწრფელობის აღარ შეგეშინდებათ. მხოლოდ პარტნიორთან ნდობით აღჭურვილი ურთიერთობა და გადმოცემის უნარი გახდის თქვენს ინტიმურ ცხოვრებას იდეალურს.


მასტურბაცია ნორმალურია (და სასიამოვნოც კი!)


სექსოლოგები იზიარებენ თავიანთ დაკვირვებებს, რომ მილიონობით ქალს მთელს მსოფლიოში წარმოდგენა არ აქვს, როგორ არის მოწყობილი მათი სასქესო ორგანოები და სად მდებარეობს, მაგალითად, კლიტორი. თუ ამ სტრიქონების წაკითხვის შემდეგ საკუთარ თავს ამოიცნობთ, გახსოვდეთ: არასოდეს არის გვიან, შეისწავოთ საკუთარი თავი., ნუ შეგეშინდებათ მასტურბაციის. ბოლოს და ბოლოს, თუ თქვენ თვითონ არ იცით როგორ ასიამოვნოთ საკუთარ თავს, მაშინ როგორ აუხსნით ამას თქვენს პარტნიორს?


სექსუალურობა არ ნიშნავს სრულყოფილს



ბევრი ქალი რცხვენია საკუთარი თავის. ეს ხელს უშლის მათ სრულად მოდუნდნენ და დატკბნენ სექსით. დაიმახსოვრეთ ერთი რამ: არავინ არის სრულყოფილი და იდეალური არ ნიშნავს სექსუალურს. შენი მამაკაცი გვერდით გყავს, ის აღფრთოვანებულია შენით, მას უნდიხარ, რაც ნიშნავს, რომ ნამდვილად სექსუალური ხარ და ამაში ეჭვი არ შეიტამო!


პრელუდია აუცილებელია


თუ მას სურს "სწრაფად", თქვენ გაქვთ უფლება უარი თქვათ. ქალისთვის პრელუდია არანაკლებ მნიშვნელოვანია, ვიდრე თავად სექსი. ის გეხმარებათ მოემზადოთ სქესობრივი აქტისთვის-ყველა ასპექტში, მათ შორის ფიზიოლოგიურში, თუ ძალიან სწრაფად გადახვალთ სექსზე, ქალი მაინც „მშრალი“ დარჩება, რა დროსაც სექსი მხოლოდ დისკომფორტს შეგიქმნით პრელუდია აუცილებელია. თუ მამაკაცი ამის წინააღმდეგია, ის ზარმაცია და პატივს არ სცემს თქვენს უფლებას-მიიღოთ სიამოვნება.

0
882
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
882
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0