x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
"ვირუსი არ შეწყვეტს მუტაციას, სანამ პლანეტის თითქმის მთელი მოსახლეობა არ იქნება აცრილი"-აღიარეს მეცნიერებმა

image

კორონავირუსთან საბრძოლველად, მხოლოდ ვაქცინაცია არ არის საკმარისი, ასევე აუცილებელია პირბადეს ტარება და სოციალური დისტანციის დაცვა, აღიარეს მეცნიერებმა. ამის შესახებ წერს პრესტიჟული ჟურნალი Nature Scientific Reports- ი გამოქვეყნებულ კვლევებზე დაყრდნობით.




"დირექტიულმა ორგანოებმა და ადამიანებმა უნდა გაითავისონ არამედიკამენტოზური ქცევის ნორმები, რომლებიც ამცირებს ვირუსის გავრცელებას ვაქცინაციის პერიოდში”, -ნათქვამია კვლევაში.



ასევე აღინიშნება, რომ ასეთი ზომები რეკომენდირებულია არა მხოლოდ ინფექციის გავრცელების შეჩერებისთვუს, არამედ ახალი შტამების გაჩენის თავიდან ასაცილებლად.



”ჩვენ აღმოვაჩინეთ, რომ ვაქცინაციის მაღალი ტემპი ამცირებს ახალი რეზისტენტული შტამის გაჩენის ალბათობას, ” - ხაზს უსვამენ მკვლევარები.


გარდა ამისა, კვლევის თანახმად, "ვირუსი არ შეწყვეტს მუტაციას, სანამ პლანეტის თითქმის მთელი მოსახლეობა არ იქნება აცრილი!"


მანამდე, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ხელმძღვანელმა, ტედროს ადან გებრეისუსმა განაცხად, რომ COVID-19 პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში რთულად მიღწეული შედეგები ისევ რისკის ქვეშ მოხვდა ან ისევ ჩაფლავდა ბევრ ქვეყანაში ჯანდაცვის სისტემა გადატვირთულობის გამო. მისი თქმით, ბოლო ოთხი კვირის განმავლობაში, შემთხვევები გაიზარდა 80 პროცენტით მსოფლიოს ექვს რეგიონში, ხოლო სიკვდილიანობა 80 პროცენტით გაიზარდა აფრიკაში.

0
220
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
220
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0