x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
ხშირი ინტიმური კავშირი სასარგებლოა ქალებისთვის და არა კაცებისთვის-ამერიკელი მეცნიერების დასკვნა
image

საინტერესო კვლევა გამოქვეყნდა Journal of Psychosexual Health-ში. გამოდის, რომ ქალებს შეუძლიათ უფრო დიდხანს იცოცხლონ, თუ უფრო ხშირად აქვთ სექსი!



როგორც შედარებითმა მონაცემებმა აჩვენა, 20-დან 59 წლამდე ასაკის ქალებში, რომლებსაც სექსი იშვიათად ჰქონდათ - კვირაში ერთზე ნაკლები - ყველა მიზეზით სიკვდილიანობის რისკი მატულობდა 46%-ით და თუ ისინი ამასთან ერთად დეპრესიაში იყვნენ, რისკი 70%-მდე იზრდებოდა.


მინესოტას უოლდენის უნივერსიტეტის სწავლულებმა გააანალიზეს ჯანმრთელობისა და კვების ეროვნული კვლევის მონაცემები.



20 წელზე უფროსი ასაკის 14542 ამერიკელის ანკეტების გაანალიზების შემდეგ, მკვლევარებმა დაასკვნეს, რომ ქალებს შეუძლიათ სარგებელი ნახონ ინტიმური ურთიერთობებიდან, თუ სქესობრივი კავშირი აქვთ კვირაში ერთხელ მაინც . მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ეს ყველაფერი გამოწვეულია გულისცემის მატებასთან, სისხლის ნაკადის გაზრდასთან და სისხლში ჟანგბადით გაჯერებასთან. ზოგადად იმტიმური კავშირი აძლიერებს გულ-სისხლძარღვთა სისტემას.





მაგრამ კვლევა მიზნად ისახავდა პირველ რიგში დეპრესიასა და იშვიათ სექსს შორის კავშირის აღმოჩენას.


- თავად დეპრესია ძალიან სერიოზულ გავლენას ახდენს სექსუალურ ცხოვრებაზე, ამცირებს სურვილს. დეპრესია უფრო მეტად იწვევს ჯანმრთელობის მხრივ უარყოფით შედეგებს ქალებში, ვიდრე მამაკაცებში. მაგრამ დაფიქსირდა, რომ დეპრესიას სქესობრივად აქტიურ ადამიანებში, განსაკუთრებით ქალებში, ჯანმრთელობისთვის გაცილებით ნაკლებად მავნე შედეგები აქვს-განაცხადა კვლევის ავტორმა დოქტორმა შრიკანტა ბანერჯიმ. - როგორც ჩანს, სექსის დროს გამოთავისუფლებული ენდორფინები შეიძლება იყოს ჯანმრთელობის ნეგატიური შედეგების პრევენციის გასაღები.


მაგრამ აი, რა არის საინტერესო: თუ ქალებისთვის ბევრი სექსი კარგია, მაშინ მამაკაცებისთვის, სამწუხაროდ, არა. გამოდის, რომ რაც უფრო აქტიურია მამაკაცი სექსუალურად, მით უფრო მაღალია მისი სიკვდილის რისკი. თითქმის ექვსჯერ (!) ქალებთან შედარებით.


მამაკაცებმა, იმისთვის, რომ სიცოცხლე საფრთხეში არ ჩაიგდონ, კვირაში ერთხელაც სექსი საკმარისია.


მოდით ბოლოს რაც აუცილებლად უნდა ავღნიშნოთ, რამდენად სწორია ამ კვლევის სტატისტიკა?

შეიძლება მისი დაჯერება, რომ არ არსებობდეს ერთი „მაგრამ“ - ამერიკელებმა კითხვარში უპასუხეს სექსუალური აქტის სიხშირის შესახებ. რა თქმა უნდა, სანთელი არავის ეჭირა. ასე რომ, როგორც მამაკაცებს, ასევე ქალებს შეეძლოთ მოეტყუებინათ თავიანთი სექსუალური აქტივობის შესახებ.

0
190
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
190
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0