x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
"ამას ხომ დაირჭობთ გიჟებივით" - რას წერს გვანცა დარასელია სოციალურ ქსელში?

image

ტელეწამყვანი და მოდელი სოციალურ ქსელში აქვეყნებს იაპონელი მკვლევარების მიერ გამოგონილი ვაქცინის ბმულს, რომელიც დაბერების პროცესს ანელებს და ირონიულად წერს "ამას ხომ დაირჭობთ, გიჟებივით!

image

იაპონელი მეცნიერების მტკიცებით, ახალი ვაქცინა შექმნეს, რომელიც დაბერების პროცესს ხელს უშლის. წარმატებულმა ცდებმა აჩვენა, რომ ახალი ვაქცინა იმ უჯრედების წინააღმდეგ მოქმედებს, რომლებიც დაბერების პროცესს ხელს უწყობს.

ტოკიოს ჯუნთენდოს უნივერსიტეტის მკვლევარებმა განაცხადეს, რომ თაგვებზე ჩატარებულ ლაბორატორიულ კვლევებში, წამალმა, რომელიც დაბერებულ უჯრედებში არსებულ ცილაზე მოქმედებს, ავადობის პროგრესირება შეანელა. ვაქცინამ ასევე წარმატებით იმოქმედა დაბერებული უჯრედებს ცხიმოვან ქსოვილში და სისხლძარღვებში.

იაპონურ მედიასთან საუბარში, ჯუნთენდოს უნივერსიტეტის პროფესორმა, ტორუ მინამინომ თქვა, რომ ვაქცინა გამოყენებული იქნება არტერიების გამკვრივების, დიაბეტის და დაბერებასთან დაკავშირებული სხვა დაავადებების სამკურნალოდ.

უჯრედები დაბერდებიან, როდესაც ისინი წყვეტენ საკუთარი თავის დუბლირებას, ხშირად მათი დნმ-ის ბუნებრივად წარმოქმნილი დაზიანების საპასუხოდ. მიიჩნევა, რომ უჯრედების დაბერება ხელს უწყობს თავად დაბერების პროცესს, ისევე როგორც დაბერებასთან დაკავშირებულ დაავადებებს, როგორიცაა ალცჰაიმერი და კიბოს ზოგიერთი სახეობა.

0
1055
5-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
1055
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0