x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
აბზინდას ექსტრატი ეფექტურია COVID-19-ის წინააღმდეგ-ევროპელი მეცნიერების დასკვნა
imageევროპელმა მეცნიერებმა კოპენჰაგენის უნივერსიტეტისა და გერმანიის მაქს პლანკის კოლოიდებისა და ინტერფეისების ინსტიტუტის ექიმების ხელმძღვანელობით, ლაბორატორიული კვლევების შედეგად, დაადგინეს, რომ ავშნის(იგივე აბზინდა) ექსტრაქტი ეფექტურია COVID-19- ის წინააღმდეგ . კვლევის შედეგები გამოქვეყნდა სამეცნიერო ჟურნალ Scientific Reports-ში.


მკვლევარებმა დაასკვნეს, რომ ეს მცენარეს შეიცავს ნივთიერებებს, რომელსაც შეუძლია აღკვეთოს SARS-CoV-2 ვირუსი.


როგორ ჩატარდა კვლევები


მეცნიერებმა ჩაატარეს ექსპერიმენტი ადამიანის უჯრედებზე. მათ გამოსცადეს არტემიზინის, მისი წარმოებულები - არტეზუნატის და არტემეტერის, აგრეთვე Artemisia annua-ს (ავშანი ერთწლოვანი) ექსტრაქტი. მკვლევარებმა ვირუსების მოდელად გამოიყენეს კორონავირუსის ინფექციის გერმანული შტამი მიუნხენიდან და კოპენჰაგენის დანიური შტამი. აღინიშნა, რომ უჯრედების ერთ-ერთი რიგი წარმოადგენდა ფილტვის უჯრედების გარკვეულ ტიპს, რომლებიც ყველაზე დაუცველია COVID-19– ის და ფილტვის კიბოს უჯრედების A549-hACE2-ის მიმართ.



ტესტის შედეგების მიხედვით, აღმოჩნდა, რომ ავშნის ოთხივე სახეობა ძალზე ეფექტურია უჯრედულ ხაზებში კორონავირუსის ინფექციის აღსაკვეთად, მათ შორის ფილტვებშიც. მეცნიერებმა აღნიშნეს, რომ ყველაზე ეფექტური იყო არტესუნატი, მას მოსდევს არტემეტერი, მესამეზე Artemisia annua-ს ექსტრაქტია და მეოთხეზე artemisinin-ი.


0
568
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
568
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0