x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
ჩვენც გვინდა თუ არ გვინდა,მოგვიწევს ვაქცინაცია სავალდებულო გავხადოთ
image

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ლაგოდეხში მერობის კანდიდატის წარდგენისას, ვაქცინაციაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ გლობალური ჩაკეტვებისა და „ლოქდაუნების“ გზით არც ერთი ქვეყანა აღარ მიდის, რადგან ეს ეკონომიკაზე სერიოზულ გავლენას ახდენს.


"ამერიკის შეერთებული შტატები ყველაზე ძლიერი ქვეყანა, სექტემბერში უკვე საბოლოოდ დაამტკიცებს „ფაიზერის“ ვაქცინას, ვაქცინებს ზოგადად და გამოაცხადებს, რომ ყველა დონის ავტორიზაცია გაიარა ვაქცინებმა. ეს ნიშნავს იმას, რომ ამერიკა საკუთარი მოქალაქეებისთვის სავალდებულოს გახდის ვაქცინების მიღებას. შესაბამისად, ჩვენც გვინდა თუ არ გვინდა, ამის გაკეთება მოგვიწევს“, -განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.


მან მოქალაქეებს აცრისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა და აღნიშნა, რომ ვაქცინაცია ადამიანს გარდაცვალებისგან იცავს.



პრემიერმა ახალ შეზღუდვებზეც ისაუბრა, რომელიც ხვალიდან ამოქმედდება:


"ჩვენს მოსახლეობას შარშან ძალიან გაუჭირდა - ძალიან ბევრმა დაკარგა სამუშაო ადგილი, ისედაც გაჭირვებულმა ხალხმა კიდევ უფრო დაკარგა შემოსავალი და ის 200 ლარიანი დახმარება, ჩვენი მხრიდან გაკეთებული, საკმარისი არ იყო. ამიტომ, საჭირო იყო ეკონომიკის ეტაპობრივი გახსნა, ჩვენს ბიზნესს და მოსახლეობას გავუჩინეთ სტაბილურობის განცდა.

შედეგად, ჩვენ გვაქვს მთელს მსოფლიოში უპრეცედენტო, ორნიშნა ეკონომიკური ზრდა. მეორეს მხრივ, უნდა გვახსოვდეს, რომ ვაქცინაცია სჭირდება მართვა, მთავრობას კი ჩვენი გვერდში დგომა.

კიდევ ერთხელ მივმართავ მოსახლეობას თხოვნით, რომ ეს პერიოდი, 2-3 თვე გავიჭირვოთ და ქორწილები და ქელეხები არ გადავიხადოთ.

გუშინ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ გარკვეული შეზღუდვები დავაწესოთ ქვეყანაში. ჩვენი ეს გადაწყვეტილება, ჩვენი გათვლებით, არ იქონიებს რეალურ გავლენას ეკონომიკის ზრდაზე.



0
156
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
156
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0