საზოგადოება დაგაბრალებენ მერე მიშას უარყოფილი სტატუსის აღსრულებაში და შენი ტელევიზია დაზიანდება 2021, 12 აგვისტო, 16:47 მთავარი არხის გენერალუმა დირექტორმა განაცხადა, რომ აწი ყველა საინფორმაციო გამოშვებას თან დართული ექნება გრაფა კოვიდსტატისტიკაზე-სადაც მოცემულია ოთხი გრაფა:ახალი შემთხვევები;გარდაცვლილი დღეს;სულ გარდაცვლილი და სიკვდილიანობა სრულად აცრილებში;
"ამიერიდან, მთავარის ყველა გამოშვება გავა კოვიდ საინფორმაციო გრაფიკული დაფით."-წერს სოციალურ ქსელში ნიკა გვარამია. ამის გამო იქვე კომენტარებში ნიკა გვარმაიას შენიშვნას აძლევენ: "მარტო გარდაცვლილები ჟუტკია გამოჯანმრთელებულებიც დაააწერეთ" "ახლა მთელი დატა ანალიზი დამაწერინე კიდე :)) "-პასუხობს გვარამია "დაგაბრალებენ მერე მიშას უარყოფილი სტატუსის აღსრულებაში და შენი ტელევიზია დაზიანდება, ერთი გრაფის დამატება კი პირიქით პოზიტივს მოგიტანთ." გვარამიას სხვებიც აძლევენ შენიშვნას და მოუწოდებენ, რომ აცრილების რაოდენობაც დაწეროს. "ასევე რომ დაიწეროს რამდენია აცრილი და მაგ. თუნდაც მილიონამდე რამდენი დარჩა, ეგეც რო განახლდეს ხოლმე, მოტივაციისთვის არ იქნებოდა ცუდი"-წერს კომენტარში პარლამენტარი ადა მარშანია. საერთო ჯამში "მთავარ არხს" ინიციატივა მოუწონეს და აღნიშნეს, რომ კარგი იქნება თუ სხვა არხებიც მიბაძავენ მას. შეგახსენებთ, ფეისბუქმომხმარებელმა იგულისხმა მიხეილ სააკაშვილის პოსტი, სადაც ის წერდა, რომ კოვიდით გარდაცვლილები პოლიტიკური მიზნებისთვის უნდა გამოვიყენოთო, თავად ექს-პრეზიდენტმა უარყო მსგავსი პოსტი და აღნიშნა, რომ გვერდი გაუტეხეს, რის გამოც ფეისბუქის ადმინისტაციას მიმართა. 467 2-ს მოსწონს
|