რელიგია ერთ კვირაში აიცრა სამი ათასზე მეტი მორწმუნე და მიმაჩნია რომ ეს იყო უნიკალური მაგალითი-ნუგზარ სულაშვილი 2021, 12 აგვისტო, 14:43 AFG გენერალური ასამბლეის აღმასრულებელი დირექტორი, ნუგზარ სულაშვილი პატრიარქის განცხადებას ვაქცინაციის შესახებ სოციალურ ქსელით ეხმურება და წერს: "როდესაც კათოლიკ მორწმუნეებში ვაქცინაციასთან დაკავშირებით სკეპტიკური განწყობა გაიზარდა პაპმა და მისმა წინამორბედმა ვაქცინა ვატიკანის ვაქცინაციის პროგრამის ფარგლებში გაიკეთეს რომელიც13 იანვარს დაიწყო.
პაპი ფრანცისკე 84 წლისაა, ხოლო მისი წინამორბედი – 93 წლის.
მათი ლოცვა კურთხევით ერთ კვირაში აიცრა სამი ათასზე მეტი მორწმუნე და მიმაჩნია რომ ეს იყო უნიკალური მაგალითი იმის, თუ როგორ უნდა ზრუნავდეს სულიერი მესაჭე საკუთარ მრევლზე.
ვინ გააკეთებს ამას ჩვენთან ილია, იაკობი თუ ანტონი?!"-წერს სულაშვილი.
შეგახსენებთ, გუშინ საქართველოს კათალიკოს პატრიარქმა, ილია მეორემ ვაქცინაციასთან დაკავშირებით წერილი გამოაქვეყნა, სადაც წერს, რომ პატრიარქი "აიცრება თუ არა, ეს განმსაზღვრელი არ არის", რომ " სასულიერო პირის დადებითი თუ უარყოფითი დამოკიდებულებაც მაგალითის მიმცემი ვერ იქნება, "
რადგან ეს სამედიცინო სფეროს ნაწილია, ინდივიდუალურ მიდგომას საჭიროებს და ჩვენი კომპეტენციის ფარგლებს სცილდება.
პატრიარქმა ასევე აღნიშნა, რომ " ვაქცინაცია უნდა იყოს ნებაყოფილობითი და აცრის თუ აუცრელობის შემთხვევაში არ უნდა ხდებოდეს დაძალება, ან ერთმანეთის განკითხვა-შეურაცხყოფა; ამასთან, მისი აზრით, გასათვალისწინებელია, რომ პანდემიის პირობებში რეგულაციების დაცვა ყველასთვის აუცილებელია."
297 2-ს მოსწონს
|