x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
საქმე სხვაგვარადაა ... გაჟონა ინფორმაციამ... მასონებმა ვირუსი გაავრცელეს და ახლა ვინც აიცრება მხოლოდ ის გადარჩება!-კოტე მათითაშვილი

image

ექიმი კონსტანტინე მათითაშვილი შეთქმულების მოყვარულთა საყურადღებოდ, სოციალურ ქსელში ირონიულ პოსტს აქვეყნებს:


„საქმე სხვაგვარადაა ... გაჟონა ინფორმაციამ... მასონებმა ვირუსი გაავრცელეს და ახლა ვინც აიცრება მხოლოდ ის გადარჩება. დანარჩენები მაგათ არ ადარდებთ. იცრებიან და არიან... ჰოდა, დროა მაგათ გავასწროთ და ვინც მასონები არ ვართ ავიცრათ ... მაგათ ეგონათ ვერ გავიგებდით და არ ავიცრებოდით, ნურას უკაცრავად... ვაქცინა სიკვდილისგან გვიცავს და ალბათ მაგიტომ არიგებენ ცოტას რომ თვითონ გადარჩნენ და სხვას არ ეყოს ... ჰოდა სანამ არის მივაწვეთ და ნახონ მერე, მასონებმა. ანტივაქსერებიც მასონები არიან - ფარული ! ჩუმად იცრებიან - ეგეც გავიგეთ ვითომ არ გვინდაო, დამპლები ( მსოფლიოში საჭმელი თავდება და ამდენი ხალხი ზედმეტიაო... ესეც გავიგეთ, მასონებო, ავიცრებით ყველა თქვენს ჯინაზე ), ჭორებს ყრიან ... ულტრათხელი ჩიპიაო ვის ატყუებდით ვაქცინაში ჩიპს სულელი თუ დაიჯერებდა. ჰოდა, მაგათ უნდოდათ სულელები მოესპოთ და ვერა ბატონო ვერ ეღირსებიან, ჩვენც ავიცრებით და მერე?“ - წერს კონსტანტინე მათითაშვილი.

16
2699
5-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
2699
  
2021, 14 აგვისტო, 17:41
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

პასუხი ----ის კომენტარზე
2021, 11 აგვისტო, 21:47
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2021, 11 აგვისტო, 18:41
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2021, 11 აგვისტო, 18:31
გეთანხმები, უბრალოდ ეგ ფანატიზმი არ არის, ეგ არის გაუნათლებლობა, მრევლის უმრავლესობა რელიგიურად გაუნათლებელია და ავტომატურად გადასდით ფანატიზმში, მოძრვარი იმისთვის არის, მიხვიდე აღსარება ჩააბარო, ნებისმიერი მოძღვარი ცუდს არ გირჩევს, ადექი და წამოდი, ესე მარტივია ყველაფერი, უბრალოდ წაკითხვა უნდა, ხოდა მრევლმა თავისი უცოდინარობით ხალხი მიიYვანა იმ დონემდე, რომ ეგრე მოიხსენიებენ წვერებიანი, კაბიანი, ეგ არის პრობლემა, აბა ვინმე დაფიქრებულა იმაზე, რომ რამდენი ხელიდან წასული ადამიანი დაუბრუნებია სწორ გზაზე მაგ წვერიან და კაბიანს, რამდენი შვილმკვდარი დედისთვის იმედი და მოტივაცია მიუცია, ესეც სიმართლეა, ხოლო ფანატიზმს წვერებიანებში და კაბიანებში რომ ვხედავთ მარტო ეგეც პრობლემაა, ფანატიზმი არ არის ევროპა, ამერიკა რასაც იტყვის მორჩა უნდა დავემონოთ, სხვები რასაც იტყვიან ეუფ ეგ რუსები, ჩინელები, ბნელები და ასე შემდეგ, ყველა მხარეს ფანატიზმია მაგ ლოგიკით..... ჩვენი თავი ჩვენადვე უნდა გვეკუთვნოდეს!!!!! ეგ არის ჩვენი საშველი და გამოსავალი
2021, 11 აგვისტო, 12:26
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2021, 11 აგვისტო, 11:19
ზოგიერთ ადამიანს ჰგონია,რომ სამყაროს ცენტრშია და დედამიწა მის გარშემო მოძრაობს. ამიტომაც სჯერა რო ვიღაც ხარჯავს მილიონებს მათ სამართავად. არ დაგიმალავ და გეტყვით საიდან მოდის ეგეთი დეზინფორმაცია. ეს არის ანაფორიანების მიერ გავრცელებული და მოწოდებული პროპაგანდა. გემახსოვრებათ,პასპორტებზე რა ამბები იყო და სოციალურ ქსელის მოხმარებაზე. ტყუილად არ ვეძახი მათ "ბრმათმორწმუნეებს". იმდენად არიან გადაშევბულები და გაზომებებულები ვიღაც სასულიერო პირების ნაწერების კითხვით რო ლოგიკური აზროვნების უნარი აქვთ დახშული. ეს არის დიდი პრობლემა ამ ქვეყნის და ეს ეხლაც თვალნათელია. არადა ღმერთმა თქვა,არავის სცე თაყვანი ჩემს გარდაო(ასე წერია 10 მცნებაში) და ესენი კაბიან,წვერიან ხალხს ეთაყვანებიან. ფანატიზმი არის თანამედროვე სამყაროს პრობლემა. როგორ შეიძლება ეთაყვანებდე ადამიანს? ეს არის რეალობა და ამის სჯერათ. გამოვა მამაო და იტყვის,არ ავიცრათ და მორჩენილია ამბავი. თუ იმას იძახიან რო არ არსებობს კვლევა,რომელიც ვაქცინის გრძელვადიან უსაფრთხოებას დადასტურებს,მაშინ საიდან იციან გრძელვადიან პერიოდში რას დამართებს ადამიანს,გულის გაჩერებას თუ კუჭის წყლულს. მე ესე ვიცი,თუ გინდა რო ინფორმაცია გადაამოწმო,მაშინ კითხვები სწორად უნდა დასვა და იყო კრიტიკული.
2021, 11 აგვისტო, 8:52
მე არ ვეთანხმები ადამიანებს,რომელბიც არ იცრიან,მაგრამ ყოველთვის დავიცავ მათ უფლებას,გაკეთონ ის რაც სურთ. არ ვეთანხმები,მაგრამ პატივს ვცემ და ეს მათი ღმერთისგან მინიჭებული უფლება მგონია,ქონდეთ თავისუფალი არჩევანი. თუ ადამიანს არ აქვს თავისუფალი არჩევანი უფლება,მაშინ ჯობია პანდემიამ დაგვხოცოს. ასეთ დროს ადამიანი ემსგავსება ცხოველს "ჭამა,*მა და გამრავლება" ეს არის ცხოველური. ადამიანი არის ის,ვისაც აქვს თავისფალი არჩევანი და პასუხისმგებლობა.
2021, 11 აგვისტო, 8:45
მთავრობამ განკარგულება გამოსცა და ეს უეჭველად უნდა შესრულდეს მიდგომა არის სსრკ და არასოწრია. რას ქვია უნდა შესრულდეს,თუ არასწორია,მაშინ არ უნდა შესრულდეს. მთავრობები საკუთარი ძალაუფლების გახანგძლივებაზე ფიქრობენ და კომფორტის ზონიდან არ გამოდიან,ეს ასე იყო ადრე,ახლაც და მომავალში ასე იქნება. მთავარია,რას სურს ხალხს და რას აკეთებს ამისათვის. ჩვენ მეგობარ იუშარუს კი არ უნდა ვაძალბდეთ და ვასწავლიდეთ ჭკუას,არამედ მთავრობას უნდა მოვთხოვოთ კარგად ფუნქციონირება. თუ არ იკეთებს აცრას ე.ი. ამის მიზეზი აქვს და ეს მისი არჩევანია,თან ერთი ადამიანია. მთავრობის გადაწყვეტილებები ყველაზე ვრცელდება და მთელ ქვეყანას ურტყავს,არასწორი ქმედება ყველას გვეხება. ამიტომ უნდა ვიყოთ ფხიზლად ეს "არასწორი" ქმედება არ დაუშვას მთავრობა და არა საკუთარ თანამემამულეებს ვსდიოთ,დავცინოთ ან ვლანძღოთ. უნდა ვისწავლოთ სხვისი არჩევანის პატივისცემა და როგორმე შევქმნათ ნორმალური სამოქალაქო საზოგადოება,რომელიც ნაცობას და ქოცობას კი არ დასდევს,რეალურ პრობლემებზე ერთად დადგება და ერთამანეთის ინტერეს დაიცავს.
2021, 11 აგვისტო, 8:32
თუ ეკონომიკის სტიმულირებას აპირებს მთავრობა,მაშინ ეს უნდა გააკეთოს მასობრივად. რა ბიზნესიც არის ამ ქვეყანაში ყველაფერი მნშვნელოვანია და ყველაზე არის მოთხოვნა,სხვა შემთხვევაში არ იქნებოდა. იპოთეკარებს დაუსუბსიდირეს რაღაც,იქ ბავშვებს მისცეს რაღაც და იქეთ სასტუმროების სუბსიდირება დაიწყეს,რაც არის მავნებლობა. ის თანხა უნდა გაცემულიყო ყველა ოჯახზე თუ ადამიანზე,ხოლო ოჯახი საჭიროებიდან გამომდინარე დახარჯავდა ამ ფულს. ასე ბანკსაც ასტიმულირებ და ტრიკოტაჟის ქარხანასაც. ამერიკამ 1000 დოლარი გასცა და ეს რატო გააკეთა?! გასაგებია,რომ არ ვართ მდიდრები,მაგრამ რასაც ხარჯავ,ის სწორად უნდა დახარჯო. 60% გადაცდა ვალი და რაში დაიხარჯა არავინ იცის. ნემსი და ბამბა თუ ამდენი ღირს,არ ყოფილა ჩვენი საშველი. საწოლ ფონდი გაზრდილი არ არის,არ არის გეგმა კრიტიკულ სიტუაციაში საველე ჰოსპიტალების მოწყობის და არ არის გამართული საინფორმაციო სამსახურების მუშაობა. ჩნდება კითხვა,ხალხს არ დაეხმარენ მასობრივად,საწოლფონდი არ გაზარდეს და გეგმა არ აქვთ ელემენტარულად,ხოდა რაში დაიხარჯა მილიარდობით ვალი,რაც ავიღეთ?! კადრები ვნახე გუშინ,კოლიდორში ყავთ პაციენტები და ეს არის სრული უპასუხისმეგბლობა მთავრობის მხრიდან. ხოდა კიდე გიკვირთ,რატო არ ენდობა ადამიანი? მე ესე ვიცი,გააკეთე გასაკეთებელი და ადამიანი უეჭველი დაინახავს ამას. ყველა ადამიანს უნდა ჯამრთელი იყოს და არავინ არის სისხლისმსელი ცხოველი,არ ადარდებდეს სხვისი სიცოცხლე.უბრალოდ,მიეცით არჩევანის უფლება და თქვენი გასაკეთებელი გააკეთეთ.
2021, 11 აგვისტო, 8:20
სწორედ მსჯელობ მეგობარო. არავის აქვს ულფლება ზეწოლა მოახდინოს სხვა ადამიანზე არც პირდაპირ და არც ირიბად. დღეების განმავლობაში მიდის ზეწოლა ადამიანებზე და ჭკუის სწავლება,რაც ისეთივე ძალადობაა,როგორი ჟურნალისტებისთვის თავში წამორტყმა. ეს ნორმა გონიათ და ეს არის დიდი შეცდომა. მე არ ვენდობი მთავრობას,არც სამედიცინო სექტორს და არც ამ ვაქცინის მჯერა,მაგრამ ჩემი ქვეყანა მიყვარს და აქ მინდა ცხოვრება. თუ ეს ასეა,მაშინ რისკი გამართლებულია ჩემი მხრიდან. სტატიის ავტორმა თქვა,რომ ომია და თუ ომია,მაშინ რისკი ჩემი მხრიდან გამართლებულია. შინდისელმა გმირებმაც იცოდნენ რო დაიღუპებოდნენ,მაგრამ არჩევანი გააკეთეს. რა სურდათ,ყოფილიყვნენ რუსების მონები თუ ეცადათ ბრძოლა საქართველოს თავისუფლებისთვის. არავინ იფიქროს რო მათ თავს ვადარებს,ამას არასოდეს გავაკეთებ. უბრალოდ,თუ ამ ქვეყანაში ვცხოვრობთ,მაშინ რისკი უნდა იქნას გაწეული და ყველამ ერთად უნდა ავიღოთ პასუხიმსგებლობა. ეს ყველაფერი უნდა მოხდეს ნებაყოფლობით და არა ძალადობით. მე დარწმუნებული ვარ,რომ თუ ასე გაგრძელდა ისევ ჩაკეტავენ ქვეყანას და ეს გაგვაფარჩაკებს უფრო მეტად. ავიცერი იმიტო რო ხელი შევუშალო საბაბის მოფიქრებას და არა ვირუსის გავრცელებას. მე ექიმი არ ვარ,მაგრამ ეკონომისტი ვარ და კარგად ვიცი,ვირუსზე უარესი შედეგი მოაქვს ეკონომიკის ჩამოშლას და მერე არასწორსტიმულირებას,რაც გააკეთეს უკვე.
წინა კომენტარების ნახვა
0 0 10