აფხაზეთი ახალი ათონის მღვიმეში მიწისქვეშა ცივილიზაციის ქალაქი აღმოაჩინეს 2021, 6 აგვისტო, 8:46 ახალი ათონის მღვიმე, რომელიც 1961 გაიხსნა, მხოლოდ ტურიტებისთვის მიმზიდველი ადგილი არ არის, რადგან ბოლოდროინდელმა აღმოჩენამ, მთის ქვეშ, მიქისქვეშა ქალაქის არსებობა დაადასტურა. მკვლევარების აზრით, ის ჯუჯების იდუმალი მიწისქვეშა ცივილიზაციის წარმომადგენლებით იყო დასახლებული. ქალაქის უცნაური სახლებით და სათავსოებით, გამოქვაბულის ერთ–ერთ გასასვლელში აღმოაჩინეს. ადრე, უცნობი დარბაზი, სავსე იყო ხელოვნური ნაგებობებით, რომლის ზომები, ჩვეულებრივი სიმაღლის ადამიანებისთვის, შესაფერისი ნამდვილად არ იყო. უფრო დეტალური კვლევის შედეგად კი დაადგინეს, რომ ოდესღაც, ამ ადგილზე ჯუჯები ცხოვრობდნენ. თუმცა, ახალი ათონის მღვიმის გახსნის შემდეგ, იქავრობა დატოვეს. მათი სახლები სრულიად ცარიელი იყო, რაიმე სახის სამოსი, ან ხელსაწყო აღმოჩენილი არ ყოფილა. «გამოქვაბულის ამ დაფარულ ადგილზე, ჯუჯები ნამდვილად ცხოვრობდნენ. ისინი საკუთარ სამეფოში, მიწისქვეშა სიღრმეებში ცხოვრობდნენ და საქართველოს გარდა, მსგავსი დასახლება ჩინეთშიც აღმოაჩინეს.», — ირწმუნებიან მეცნიერები. პირველად, მიწისქვეშეთში, ჯუჯების დასახლების შესახებ, ინფორმაცია 2008 წ. გავრცელდა, მას შემდეგ, რაც მაღაროში კატასტროფის დროს დაკარგული მაღაროელი, მოულოდნელად გამოჩნდა და თქვა, რომ ბოლო 5 წელი, მიწისქვეშა სამყაროში გაატარა... ყველაფერი კი ასე დაიწყო: 2003 წლის 23 დეკემბერს ცზისი მახლობლად მდებარე მაღაროში ქანების ნაწილი ჩამოიქცა და 14 მაღაროელი გარე სამყაროსგან იზოლირებული აღმოჩნდა. თუმცა, ჩინეთში, ამ ისტორიამ, დიდი ხმაური 2003 წელს კი არა, 2008 წელს გამოიწვია... მაღაროს მფლობელი უარყოფდა, რომ მაღაროს ერთ–ერთ მონაკვეთზე ტრაგედია მოხდა და მაღაროელების ოჯახის წევრები იძულებულები გახდნენ ხელისუფლებისთვის მიემართათ. მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყეს სამაშველო სამუშაოები, რა დროსაც, 12 გარდაცვლილი მაღაროელი იპოვეს, ხოლო ორი – ვან ჰუს და ლაო პენას გვამები ვერ აღმოაჩინეს. მაღაროს მფლობელი გაასამართლეს, ხოლო დაღუპული და დაკარგული მაღაროელების ოჯახებზე კონპენსაციები გასცეს. ჩინეთში ასეთი რამ ხშირად ხდება და სულ მალე, მომხდარი ტრაგედიის შესახებ დაივიწყეს. გავიდა 5 წელი და ვან ჰუ სახლში დაბრუნდა. ხოლო, სამართალდამცავი ორგანოები მისით, ოჯახის მიერ მიღებული კომპენსაციის გამო დაინტერესდნენ. მაგრამ, ყოფილმა მაღაროელმა განაცხადა, რომ მზად იყო კონპენსაცია უკან დაებრუნებინა. ძიების პროცესში აღმოჩნდა, რომ მის საბანკო ანგარიშზე, რომელიც 2008 წლის აპრილში იყო გახსნილი, 40000 იუანი (6700 $) ირიცხებოდა. გარდა ამისა, ასევე გაირკვა, რომ დაბრუნების შემდეგ, მან ახალი სახლიც იყიდა. ფული კი, როგორც მან სამართალდამცავებს უთხრა, დაუმუშავებელი ზურმუხტის ქვების რეალიზაციით იშოვა... მტკიცებულებად კი, კიდევ 3000 იუანის ღირებულების ზურმუხტის ქვები წარმოადგინა. კითხვაზე, თუ საიდან ჰქონდა ძვირფასი ქვები, ვან ჰუმ უპასუხა, რომ ის, ჯუჯების სამყაროში, საკუთარი შრომით მოიპოვა. მისი თქმით, მაღაროს ჩამოქცევის შემდეგ, ის და ლაო პენი, გარე სამყაროსგან, სრულიად იზოლირებულები აღმოჩნდნენ. რამდენიმე დღის ლოდინის შემდეგ, მათ გასასვლელის ძიებაში, მიწისქვეშა დერეფნების შესწავლა დაიწყეს... და პატარა ადამიანებს სწორედ მაშინ გადაეყარნენ... მიწისქვეშ, რამდენად ღრმად ჩავიდნე, ამის მხოლოდ ვარაუდი შეეძლოთ. ვან ჰუს აზრით, სიღრმე, დაახლოებით, 15 კმ–ი იყო. იქ, უზარმაზარ გამოქვაბულებში, მიწისქვეშეთის ხალხების – ჯუჯების დასახლება მდებარეობდა. ყველაზე მაღალი ადამიანი, მათ შორის, ვან ჰუს წელამდე სწვდებოდა. ისინი იმით იკვებებოდნენ, რაც გამოქვაბულში იზრდებოდა. ხოლო, საკვები იმდენად სასარგებლო იყო, რომ სულ მოკლე ხანში, დასუსტებულმა მაღაროელებმა ფიზიკური და გონებრივი ძალების მოზღვავება იგრძნეს. ფიზიკურად, ძალით და ამტანუნარიანობით, იქ მცხოვრები ჯუჯები, დედამიწის ზედაპირზე მცხოვრებ მამაკაცებს არ ჩამოუვარდებოდნენ. ობის სხვადასხვა სახეობისგან, ისინი ქსოვილს და ქაღალდს ამზადებდნენ, რომელსაც საწერად იყენებდნენ. ისინი მეტალურგიის ტექნოლოგიასაც კარგად ფლობდნენ, მაგრამ რკინით იშვიათად სარგებლობდნენ, რადგან ძირითადად, ბრინჯაოს, ვერცხლს და ოქროს იყენებდნენ. ისინი ფუფუნებას არ აღიარებდნენ და მინიმალური რაოდენობის ნივთებით კმაყოფილდებოდნენ. ჯუჯების დასახლებაში ვან ჰუ და ლეო პენი სრულფასოვანი ცხოვრებით ცხოვრობდნენ – დაოჯახდნენ და შვილებიც ეყოლათ. მაგრამ, ვან ჰუს მზის სინათლე მოენეტრა და ზედაპირზე ამოსვლა გადაწყვიტა. ჯუჯები მას დარჩენას სთხოვდნენ, თუმცა, მას შემდეგ, რაც გადარწმუნება ვერ მოახერხეს, მისი დაკავება აღარ უცდიათ. ის მოხალისე–გამყოლმა, მიწისქვეშა დერეფნებით, ერთ–ერთ გამოქვაბულამდე მიიყვანა და იქიდან გამოსასვლელი გზა აჩვენა. ვან ჰუს მხრიდან, ასეთმა განცხადებამ, სამართალდამცავები საგონებელში ჩააგდო და ის საავადმყოფოში გაგზავნეს გამოკვლევაზე. სამედიცინო დასკვნის მიხედვით, მამაკაცი, ფიზიკურად და სულიერად, სრულიად ჯანმრთელი იყო. ხოლო, მისი ნაამბობი ჯუჯების ქალაქის შესახებ, მხოლოდ ფანტაზიის ნაყოფად მიიჩნიეს. თუმცა, ექიმებმა ვერაფრით ახსნეს, თუ რატომ გაუქრა მას ანტრაკოზის, – ფილტვების დაავადების სიმპტომები, რომელიც მას დაკარგვამდე ჰქონდა. გარდა ამისა, აღმოჩნდა, რომ მას 32 კბილი ჰქონდა, სამედიცინო ბარათის მიხედვით კი, მხოლოდ 25 უნდა ჰქონოდა... და კიდევ, 39 წლის ვან ჰუ, ისე გამოიყურებოდა, როგორც 26–28 წლის ახალგაზრდა მამაკაცი. ეს ისტორია იმით დამთავრდა, რომ ყოფილი მაღაროელი შეშლილად შერაცხეს. თუმცა, ფსიქიატრიულ საავადმყოფოში კი არ, სამხედრო ბაზაზე გადაიყვანეს. რაც მეტად უჩვეულოა და იმის ვარაუდის საშუალებას იძლევა, რომ ჩინეთის ხელისუფლებამ ვან ჰუს ნაამბობი, სავსებით სერიოზულად მიიღო. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ოფიციალური მეცნიერება, ჯუჯების ცივილიზაციის და მათი ქალაქების არსებობას უარყოფს. არხის სხვა სიახლეები:2. მალე ბრილიანტის ფასი მკვეთრად დაეცემა!.. და ეს COVID-კრიზისს არ უკავშირდება 4. ჭარბი წონის მოცილება და ორგანიზმის გაწმენდა ერთდროულად — დიეტა 2 X 1-ში 5. თუ ჭარბი წონა გაწუხებთ, ამ 7 პროდუქტის არსებობა საერთოდ უნდა დაივიწყოთ 6. 15 რამ, რაც ყოველდღიურად უნდა გავაკეთოთ 1268 5-ს მოსწონს
|