x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
გონს მოდით და ნუ გაატანეთ ეს ქვეყანა, ადამიანების სიცოცხლესთან ერთად, წყალს!!!!“

image

"დაახლ. 1 კვირის წინ ყველა შესაძლო ეთერის თუ სოც. ქსელის საშუალებით, მე და ჩემნაირი, არაერთი ადამიანი მივმართავდით შინაგან საქმეთა სამინისტრო / Ministry of Internal Affairs of Georgia ს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური / State Security Service Of Georgia National Center for Disease Control NCDC ს, საქართველოს მთავრობა ს, რომ ადგილი ჰქონდა ორგანიზებული, ანტივაქსერული ჯგუფების მიერ, მიზანმიმართულ საბოტაჟს და დივერსიას!
ყური არ შეიბერტყეს!
მე მაქვს კითხვა- რა ქნეს მას შემდეგ რაც 3000 ჯავშანზე არ გამოცხადდნენ ადამიანები?! რამდენი დოზის დანაკარგი გვაქვს?!
დააწესეთ ლიმიტი რეგისტრაციის სიხშირეზე!
გახსენით ცოცხალი რიგები გარე სივრცეებში!
image

გაიტანეთ ვაქცინები მობილური ჯგუფების საშუალებით, მანქანებით რეგიონებში, ამ უკანასკნელში აფეთქება და სიკვდილობის მატება წინ გვაქვს.
image
მზად ვართ, მე და ჩემნაირები, ჩავერთოთ ვაქცინაციის პროცესში და დაგეხმაროთ, როგორც რიგითი ექიმი-რენიმატოლოგი, რომელიც აუხსნის ადამიანებს ადგილზე, ვაქცინის სარგებლის შესახებ და ასევე მართავს მწვავე რეაქციას, ასეთის არსებობის შემთხვევაში.
გონს მოდით და ნუ გაატანეთ ეს ქვეყანა, ადამიანების სიცოცხლესთნ ერთად, წყალს!!!!-წერს სოციალურ ქსელში ანი ქავთარაძე.
image

შეგახსენებთ, რომ ამირან გამყრელიძის და პაატა იმნაძის განცხადებით, გუშინ 3 000 ჯავშანი გაუქმდა, რადგან არ მოქალაქეები არ გამოცხადდნენ აცრაზე, რაც საფუძვლიან ეჭვს ბადებს, რომ ეს განზრახ კეთდება.
image

"გასაკვირვებლად მეტი ადგილია გაუქმებული ვაქცინაზე. შესაძლოა ვიღაცამ, ვთქვათ, "სინოფარმით" ვაქცინაცია გადაიფიქრა, იმიტომ, რომ "ფაიზერი" მოუნდა, მაგრამ "ფაიზერზეც" საგრძნობლად ბევრი ჯავშნის გაუქმება, უკვე ჩვენში ეჭვს იწვევს, ხომ არ ხდება სისტემის ხელოვნურად გადატვირთვა, "- აღნიშნა პაატა იმნაძემ.
0
201
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
201
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0