x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
რუსეთში მთლიანი ოჯახი ამოწყდა ვაქცინაციის შემდეგ
imageსულ რაღაც 10 დღეში მეექვსე კლასის მოსწავლე არინა კოლესნიკოვა ხუტორ ლენინიდან ობოლი დარჩა.

ყუბანში, მთელი ოჯახი გარდაიცვალა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციიდან რამდენიმე კვირის შემდეგ. მეექვსე კლასის მოსწავლე არინა კოლესნიკოვა ობოლი დარჩა.


მას შემდეგ რაც ეს ინფორმაცია გამოჩნდა მედიაში, ჯანდაცვის მინისტრმა მიხაილ მურაშკომ ბრძანა ინციდენტის გამოძიება. როსპოტრებნადზორმა უკვე დაიწყო შემოწმება.


მედიის ცნობით, კრასნოდარის მხარეში, ხუტორ ლენინში მაცხოვრებელი კოლესნიკოვის ოჯახმა 29 ივნისს გაიკეთა პირველი აცრა რუსული COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა "ЭпиВакКорона”-თი.



რის შემდეგაც, დაახლოებით ერთი კვირაში 37 წლის მამა, 36 წლის დედა, 58 წლის ბებია და პაპა ზედიზედ მიყოლებით ყველანი საავადმყოფოში გადაიყვანეს მაღალი სიცხით და ერთმანეთის მიყოლებით გარდაიცვალნენ, ცოცხალია მხოლოდ პაპა. ის ამჟამად კრიტიკულ მდგომარეობაში, ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში იმყოფება.


ოჯახის უფროსის(მამის) დამ, ელენა კოლესნიკოვამ განუმარტა გამოცემა MK- ს, რომ მისი ძმის, მიხეილ კოლესნიკოვის ცოლი ლილია დიალიზზე იმყოფებოდა. გეგმის მიხედვით, მისთვის უნდა ჩაეტარებინა ოპერაცია, მაგრამ დიალეზის ცენტრში ექიმებმა განუცხადეს, რომ ისინი ხელს არ მოკიდებდნენ, თუ ვაქცინაციას არ ჩაიტარებდა.

შედეგად, 37 წლის მიხეილ კოლესნიკოვი მხარის დედაქალაქში გაეშურა 36 წლის მეუღლესთან და 13 წლის ქალიშვილთან ერთად, ასევე მამასთან და სიდედრთან ერთად.

მან ასევე განმარტა, აცრის შემდეგ რამდენიმე დღეში პირველი ლილია კოლესნიკოვამ იგრძნო ძლიერი დისკომფორტი. მას დაუსვეს დიაგნოზი- ფილტვების 48% -დაზიანებული ჰქონდა. მეორე დღეს დედამისი გადაიყვანეს ინტენსიურ თერაპიის განყოფილებაში.

რამდენიმე დღის შემდეგ, ლილია გარდაიცვალა, ხოლო დედამისმა რიტამ, როდესაც შეიტყო ქალიშვილის გარდაცვალების შესახებ, თვითონ ჩამოიგლიჯა ჟანგბადის ნიღაბი. მოგვიანებით იგი გადაიყვანეს ხელოვნურ სუნთქვაზე, მაგრამ მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.


მიხეილ კოლესნიკოვი მთელი ამ ხნის განმავლობაში სახლში იყო ფილტვის დაზიანების 28% -ით, მაგრამ 20 ივლისს მისი მდგომარეობა გაუარესდა და სასწრაფო დახმარების მანქანით გადაიყვანეს ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში, სადაც კომპიუტერულმა ტომოგრაფიამ აჩვენა ფილტვების დაზიანება 50%.-თ ისიც ასევე რამდენიმე დღეში გარდაიცვალა.


ცოცხალი დარჩა პაპა.რომელიც მძიმე მდგომარეობაში, რეამინაციულ განყოფილებაში იმყოფება.

როსდრავნაზორმა გააგზავნა უკვე სპეციალური კომისია ყუბანში, რათა ადგილზე შეისწავლოს ინციდენტი;

""რუსეთის ფედერაციის ჯანდაცვის მინისტრის მიხაილ მურაშკოს დავალებით, კრასნოდარის მხარეში როზდრავნაზორის ტერიტორიული ორგანო შეამოწმებს გავრცელებულ ინფორმაციას, რომელიც რეგიონში სავარაუდოდ ოჯახის ოთხი წვერის გარდაცვალებას შეეხება კორონავირუსული ინფექციის საწინააღმდეგო ვაქცინაციის შემდეგ."



" ტარდება შესაბამისი კვლევები და დასკვნების გამოტანა ნაადრევია. ყოველ შემთხვევაში - სანამ არ მივიღეთ პათოლოგიურ და ანატომიური გამოკვლევის შესაბამისი დასკვნას, ” - ნათქვამია განცხადებაში.არსებობს ვარაუდი, რომ შესაძლოა მთლიან ოჯახს აცრის დროს უკვე დადასტურებული კორონავირუსი ჰქონდა, რომელიც შესახებ თავად ოჯახის წევრებმა არც იცოდნენ, ასევე, გარდაცვლითაგან ერთს დიალეზი, ხოლო დანარჩენ ყველას შაქრის დიაბეტი ჰქონდათ.

0
1056
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
1056
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0