x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
მითები და რეალობა დეპრესიის შესახებ და დაავადების მკურნალობის გზები
image


მითი # 1. დეპრესია ავადმყოფობა არ არის, ამიტომ მკურნალობა საჭირო არ არის


არსებობს გავრცელებული აზრი იმის შესახებ, რომ დეპრესია – არაფერია და დროდადრო ყველა ადამიანს ემართება, რომ ადამიანი, შინაგანი განწყობის გამო, თვითონ აძლევს თავს უფლებას, რომ ცუდ ხასიათზე იყოს... და რადგან ავადმყოფობა არ არის, მისი მკურნალობა, წამალის არ საჭიროებს.

სინამდვილეში დეპრესია ძალიან სერიოზული დაავადებაა. იმდენად სერიოზული, რომ შედეგი, შეიძლება ფატალურიც კი აღმოჩნდეს.

დეპრესია ორი სახის არის:

ეგზოგენური – გამოწვეული გარე ფაქტორებით (მაგ., სამუშაოს დაკარგვა, ახლობლის გარდაცვალება).

ენდოგენური – გამოწვეული შინაგანი, ხშირ შემთხვევაში, გაუცნობიერებული მიზეზებით.

ადამიანების უმრავლესობა, თვლის, რომ ეგზოგენური დეპრესია ადვილი გადასატანია, ხოლო ენდოგენური, მძიმე ფსიქიატრიულ აშლილობას უკავშირდება. მაგრამ, ეს ასე არ არის, გარეგანი ფაქტორებით გამოწვეული დეპრესია, შეიძლება მძიმე ფსიქიკურ აშლილობაში გადაიზარდოს, ხოლო ენდოგენური დეპრესია, იყოს მოკლე დეპრესიული ეპიზოდი ადამიანის ცხოვრებაში.

დეპრესიის იოლი ფორმის დროს, ადამიანი შესაძლებელია წამლის გარეშეც გაუმკლავდეს დაავადებას, მაგრამ მძიმე შემთხვევაში, მკურნალობის გარეშე, დეპრესია შეიძლება წლობით გაგრძელდეს და უფრო მძიმე დაავადებაში, მაგ., მანიაკალურ-დეპრესიულ ფსიქოზიში გადაიზარდოს.


მითი # 2. თუ დეპრესია გაქვს, ე. ი. გიჟი ხარ და შენი ადგილი ფსიქიატრიულ საავადმყოფოშია


ამ ავადმყოფობისადმი ასეთი მიდგომა არასწორია. მძიმე ქრონიკული დეპრესიის მდგომარეობაშიც კი, ავადმყოფის ჰოსპიტალიზაცია არ ხდება. ყველანაირი დეპრესია მედიკამენტურ მკურნალობას სახლის პირობებში ექვემდებარება.


მითი # 3. დეპრესია ქრონიკული დაავადებაა


ეს ასე არ არის. ადეკვატური მკურნალობის შემთხვევაში, დეპრესია, შეიძლება, ეპიზოდური იყოს და ადამიანმა ის, შესახება, ასამუდამოდ დაივიწყოს.


მითი # 4. ანტიდეპრესანტები სახიფათოა ჯანმრთელობისთვის


ეს მოსაზრება, მთლად მითი არ არის. ანტიდეპრესანტებს გვერდითი მოვლენები ახასიათებს. მაგ., თავის ტკივილი, თავბრუ, ოფლიანობა, გულის აჩქარება, სინათლისადმი მგრძნობელობის ამაღლება და ა. შ. მაგრამ ექიმები ცდილობენ, ისეთი მედიკამენტები შეურჩიონ პაციენტს, რომ ნაკლები ზიანი მიაყენონ.


მითი # 5. ანტიდეპრესანტები ადამიანს წამალზე დამოკიდებულს ხდის


ფიზიოლოგიურად, ამ ტიპის წამლები, არანაირ დამოკიდებულებას არ იწვევს. დამოკიდებულება, შეიძლება, მხოლოდ ფსიქოლოგიური იყოს.



მითი # 6. ანტიდეპრესანტებით თვითმკურნალობა შეიძლება


არც ერთი დაავადების თვითმკურნალობა არ შეიძლება. მათ შორის, არც დეპრესიის.

როგორ უნდა გაარჩიოს ადამიანმა, სპეციალური განათლების გარეშე, დისტიმია (ხასიათის ხანგრძლივი დროით გაფუჭება) აქვს, თუ დეპრესია?

დისტიმიის ნიშნები: უმადობა ან გაძლიერებული მადა, ძილიანობის დარღვევა, დაუძლურება, ყურადღების კონცენტრაციის გართულება, უიმედობის განცდა.

დეპრესიის ნიშნები: ძლიერი დაღლილობის და დაუძლურების შეგრძნება, უძილობა ან ხანგრძლივი ძილი, მადის დაკარგვა და მასის მნიშვნელოვანი კლება (იშვიათად, პირიქითაც ხდება), ძლიერი აღგზნებადობა ან მოშვება (შეიძლება ორივე ერთდროულადაც იყოს, მონაცვლეობით), აზროვნებისა და კონცენტრაციის დაქვეითება, დანაშაულის გრძნობა, აკვიატებული აზრები სიკვდილზე და სუიციდზე, საყვარელი საქმისადმი ინტერესის დაკარგვა.

მართალია, სერიოზული ანტიდეპრესანტები, რეცეპტის გარეშე არ იყიდება, მაგრამ, ზოგიერთები მის შოვნას მაინც ახერხებენ.


მითი # 7. ანტიდეპრესანტებისთვის თავის დანებება, ნებისმიერ მომენტში შეიძლება


ხშირ შემთხვევაში, დეპრესიის სიმპტომების შემცირების შემდეგ, წამლის მიერ გამოწვეული გვერდითი მოვლენებით დაღლილი ადამიანი, წამლების მიღებას თავს ანებებს. ამის გაკეთება, კატეგორიულად არ შეიძლება! ექიმმა, ანტიდეპრესანტის დანიშვნის შემდეგ, თვალს უნდა ადევნოს პაციენტს, რომ მან დანიშნულება ზუსტად შეასრულოს. ანტიდეპრესანტების დანიშვნისას, წამლის დოზა თანდათანობით იზრდება. იგივე ხდება წამლის მოხსნის შემთხვევაში, ოღონდ პირიქით: საჭიროა დოზების თანდათანობით შემცირება, მასზე საბოლოოდ უარის თქმანდე. წინააღმდეგ შემთხვევ, დეპრესია კიდევ უფრო რთული სახით დაბრუნდება.




კიდევ რა უნდა ვიცოდეთ დეპრესიის შესახებ?


სიხარული სხვადასხვანაირი არის – არის სიხარული მშვიდი და ნათელი, რომელსაც ბედნიერება მოაქვს და არის შეუკავებელი, აჟიტირებული, რომელიც სიამოვნების და ეიფორიის განცდას აჩენს. ამ ორ განსხვავებულ სიხარულს, სხვადასხვა ჰორმონები იწვევს: ეიფორიას — დოფამინი, ხოლო მშვიდ სიხარულს — სეროტონინი.

imageშენიშვნა: თავიდან სეროტონინი ჰორმონი არ არის. ის თავის ტვინის ნეირომედიატორია, ანუ ნივთიერება, რომელიც ტვინის იმპულსებს გადასცემს ნერვულ უჯრედებს. ჰორმონი ის, სისხლში მოხვედრის შემდეგ ხდება.


სეროტონინი, ტვინის გარდა, სხვა ორგანოებშიც არის (კუჭ-ნაწლავში, გულ-სისხლძარღვთა სისტემაში, კუნთებში და ა. შ.), მაგრამ ყველაზე დიდი რაოდენობით, თავის ტვინშია. ის უდიდეს გავლენას ახდენს ტვინის მუშაობაზე: ინფორმაციას გადასცემს თავის ტვინის ერთი ნაწილიდან მეორე ნაწილში, არეგულირებს უჯრედების მუშაობას, რომლებიც პასუხს აგებენ ადამიანის განწყობაზე, მეხსიერებაზე, სოციალურ ქცევაზე, სექსუალურ მოთხოვნილებებზე, შრომისუნარიანობაზე, ყურადღების კონცენტრაციაზე და ა. შ. თუ ტვინში სეროტონინი საკმარისი რაოდენობია არ არის, შემდეგი სახის სიმპტომები ვლინდება: ცუდი განწყობა, შფოთი, ძალების დაქვეითება, დაბნეულობა, ყველაფრისადმი ინტერესის დაქვეითება, აკვიატებული აზრები, სხვადასხვა სახის ორგანული დაავადების სიმპტომები, სრულიად ჯანმრთელი ორგანოს ფონზე.
ვისაც დეპრესია აქვს, უნდა იცოდეს, რომ ყველა პრობლემის მოგვარება ფსიქოლოგთან ვიზიტით და საუბრით არ შეიძლება და რომ ხანდახან, ადამიანის შინაგანი ქიმიის ჩასწორებაც აუცილებელია… რეალურად ასეც არის — სეროტონინის დონის გაზრდის შემთხვევაში, ადამიანს დეპრესია გაუქრება, აღარ ჩაიციკლება უსიამოვნო აზრებზე და მალე დადგება კარგ განწყობაზე. მას სიცოცხლის ხალისი დაუბრუნდება, უფრო აქტიური გახდება და უსაფუძვლო ორგანული ჩივილებიც გაუქრება.
ამრიგად, შეიძლება ითქვას, რომ სეროტონინი — ანტიდეპრესანტია, რომელიც დეპრესიას აქრობს და ჩვენს ცხოვრებას სიხარულით და ბედნიერებით ავსებს. და აქ ლოგიკური კითხვა ისმის:

როგორ უნდა ავიმაღლოთ სეროტონინის დონე?

I. ყველაზე მარტივი და ხელმისაწვდომი — მზის სხივებით განათებულ გარემოში ყოფნაა (მნიშვნელობა არა აქვს გარეთ იქნებით, თუ კარგად განათებულ ოთახში. თუ თქვენზე კარგად მოქმედებს და კარგ განწყობაზე გაყენებთ, შეგიძლიათ დამატებით, ელ. ნათურებიც აანთოთ).
II. ყურადღება მიაქციეთ ხერხემლის პოზას. მოღუნული, მოხრილი ზურგი ამცირებს სეროტონინის გამომუშავების დონეს, ხოლო გამართული და სწორი – ზრდის და ამავდროულად ადამიანის თვითშეფასებას ამაღლებს და მას კარგ ხასიათზე აყენებს.
III. არის პროდუქტები, რომლებიც ამაღლებს სერატონინის დონეს. საინტერესოა, რომ სერატონინს, როგორც ასეთს, პროდუქტები არ შეიცავს. მათთში არის სულ სხვა ნივთიერება — ამინომჟავა ტრიპტოფანი, რომლისგანაც ორგანიზმში სეროტონინი გამომუშავდება.
რეკორდსმენი, ტრიპტოფანის შემცველობის მიხედვით, არის მაგარი ყველი. მას სულ ცოტათი ჩამორჩება მდნარი ყველი. სხვა პროდუქტების რიგითობა, ამ ამინომჟავას შემცველობის მიხედვით, ასეთია: ხორცი, ქათმის კვერცხი, ოსპი, სოკო ხეთამხალი (კალმახა-სოკო), ლობიო, ხაჭო, ხორბალი და წიწიბურა.
გარდა ამისა, სეროტონინის გამომუშავების ასამაღლებლად საჭიროა В ჯგუფის ვიტამინების შემცველი პროდუქტების მიღება. ასეთებია: ღვიძლი, წიწიბურა, შვრია, სალათის ფოთლები და ლობიო. და კიდევ, მაგნიუმის შემცველი პროდუქტები (რომელიც ასევე ხელს უწყობს სერატონინის გამომუშავებას): შავი ქლიავი, კურაგა, ქატო, ზღვის კომბოსტო. სეროტონინის დონეს ამაღლებს: ბანანი, ნესვი, ფინიკი, გოგრა, ფორთოხალი.
IV. სწორი კვების გარდა, სეროტონინის სხვა წყაროებიც არსებობს. მის ამაღლებას ფიზიკური ვარჯიშებიც უწყობს ხელს. დღეში 20 წუთიანი ვარჯიში (ნებისმიერი) ადამიანს კარგ განწყობაზე აყენებს... და თუ ვარჯიში არ შეგიძლიათ, მაშინ უბრალოდ, ფეხით იარეთ.
V. ფიზიკური ვარჯიშის გარდა, უდიდესი მნიშვნელობა აქვს ძილს: იმისთვის რომ სეროტონინის გამომუშავება მოხდეს, კარგად უნდა გამოიძინოთ.
VI. არანაკლებ მნიშვნელოვანია სუფთა ჰაერი, მეგობრებთან და ახლობლებთან ურთიერთობა, ჰობი, საყვარელი მუსიკის მოსმენა... ყველაფერი რაც სიამოვნებას განიჭებთ.

ეს მნიშვნელოვანია!

მიზეზ–შედეგობრივი კავშირი, ორგანიზმში სეროტონინის რაოდენობასა და კარგ განწყობას შორის, «ორმხრივია»: თუ ამ ნივთიერების დონე მატულობს, კარგი განწყობა იქმნება, თუ კარგი განწყობა გაჩნდათ — ორგანიზმი სეროტონინის გამომუშავებას იწყებს.

P. S. თუ ადამიანი ცუდად გრძნობს თავს (ძლიერი სისუსტე, გულის რევის შეგრძნება, ტაქიკარდია, კიდურების კანკალი, ცვალებადი არტერიული წნევა... საკვებზე უარს ამბობს და არც საწოლიდან უნდა ადგომა) და საამისოდ, ორგანული საფუძველი არ არსებობს, დიდია იმის ალბათობა, რომ თავის ტვინი ნეირომედიატორი სეროტონინის დეფიციტს განიცდის. შედეგად, არ ხდება ნეირონებს შორის იმპულესბის გადაცემა და ტვინი კონტროლს კარგავს ორგანიზმის ფუნქციონირებაზე. ასეთ შემთხვევაში, პაციენტს ანტიდეპრესანტები ენიშნება.

imageimage

არხის სხვა სიახლეები:

imageimageimage

1. 3 ძირითადი ფაქტორი, რომელიც ჩვენს ჯანმრთელობაზე და სიცოცხლის ხანგრძლივობაზე ყველაზე მეტად მოქმედებს

2. მალე ბრილიანტის ფასი მკვეთრად დაეცემა!.. და ეს COVID-კრიზისს არ უკავშირდება
3. სვასტიკა — რატომ გახდა ის ფაშიზმის სიმბოლო და როგორ დაიბადა გერმანული ნაციზმი და ანტისემიტიზმი

4. დაავადებები, რომელსაც ტყუილის თქმა, მატყუარობა იწვევს

5. როგორ გავიწმინდოთ ღვიძლი მარტივად და ეფექტურად

6. ჭარბი წონის «წამალი», რომელიც დაუფასებელია დიეტოლოგების მიერ. ბანანის დიეტა


0
55
5-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
55
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0