x
მეტი
  • 28.12.2024
  • სტატია:139088
  • ვიდეო:351981
  • სურათი:512613
რა არის ალოეს წყალი? მისი სასარგებლო თვისებები და გამოყენება (+ვიდეო)

ალოეს წყლის მიღება ჰიდრატაციის შენარჩუნების საუკეთესო საშუალებაა, რაც ჯანმრთელობის გასაძლიერებლად არსებითად მნიშვნელოვანია.


რა არის ალოეს წყალი?


ალოეს წყალი მკვებავი ნივთიერებებით გაჯერებული სასმელია, რომელიც ალოე ვერას მცენარისგან მიიღება და როგორც მეცნიერული, ისე ზოგადი სახელწოდებაც არის. მცენარეს წვნიანი ფოთლები აქვს, რომლსაც ჟელატინისებური და ბოჭკოვანი რბილობი აქვს. ის შეიძლება მსოფლიოს ბევრ კუთხეში აღმოვაჩინოთ, მათ შორის ჩრდილო აფრიკასა და შუა აღმოსავლეთში.

ალოე ვერას წყალი მზადდება ფოთლის დამუშავებით, ჰომოგენიზაციით, შემდეგ კი წყალთან შერევით, რათა ის სასიამოვნო იყოს მისაღებად.


ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად მიიღეთ 220 გრ. ალოეს წყალი ყოველდღიურად. შეგიძლიათ ჩაყაროთ ყინული, შეურიოთ წვენს ან სმუზის, ან უბრალოდ მიირთვით ბოთლიდან.
image

ბევრი ადამიანი ალოეს გელს ან წვენს დილის სმუზებს უმატებს ჯანმრთელობის გასაძლიერებლად.


ალოეს წყლის სასარგებლო თვისებები


ალოე ვერა ხელს უწყობს მზის დამწვრობის შემსუბუქებას, ამასთან, გააჩნია უამრავი სასარგებლო თვისება, როგორც შინაგანი, ისე გარეგანი მოხმარებისთვის.

  • შეიცავს ვიტამინებს B, C, და E, ესევე როგორც ფოლიუმის მჟავას
  • ხელს უწყობს წონაში კლებას
  • ცნობილია ანთების საწინააღმდეგო თვისებებით
  • ხელს უწყობს საჭმლის მონელებას და არეგულირებს დეფეკაციას
  • ებრძვის მჟავის რეფლუქსს
  • ორგანიზმს იცავს წყლულის განვითარებისგან
  • აუმჯობესებს კანისა და თმის სტრუქტურას
  • აქვს სიბერის საწინააღმდეგო თვისებები – ამცირებს ნაოჭებს და ხელს უშლის ქრონიკული დაავადებების განვითარებას.

როგორ დავლიოთ ალოეს წყალი?


ალოეს წყლის მიღების რამდენიმე სხვადასხვა საშუალება არსებობს:


  • შეგიძლიათ მიიღოთ ხილის წვენის, სპორტული სასმელების ან ონკანის წყლის ნაცვლად.
  • შეეცადეთ გაყინოთ კუბიკებად და დააბლენდეროთ ნიახურთან, კიტრთან, ჯანჯაფილთან, ყურძენთან გამაგრილებელი და დაბალკალორიული მწვანე სმუზის მისაღებად.
  • ასევე შეგიძლიათ დაამზადოთ ზაფხულის უნიკალური კოქტეილი ალოეს წყლის, ჯინის, ლიქიორი ”შატროზის” შერევით ლაიმითა და პიტნით.

გაფრთხილება:


უპირველეს ყოვლისა, ალოე ვერას წყლის ყიდვისას, ყურადღება უნდა მიაქციოთ შაქარი თუ არის დამატებული. ალოეს არომატით გაჯერებული წყალი შეიძლება შეიცავდეს რაფინირებულ შაქარს ან ბუნებრივ ფრუქტოზას, რამაც შესაძლოა გაანეიტრალოს ის უამრავი სასარგებლო თვისება, რაზეც ზემოთ ვისაუბრეთ. კანგაუცლელი ალოეს წვენი შესაძლოა შეიცავდეს ქიმიურ ნივთიერებებს, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს კრუნჩხვები და დიარეა. ყოველთვის შეიძინეთ უფერო წყალი.

ალოე ასევე ცნობილია განსაზღვრულ მედიკამენტებთან თავისი ნეგატიური ურთიერთქმედებით. ამიტომ ჰკითხეთ ოჯახის ექიმს, რამდენად სწორი იქნება მისი შეტანა კვების რაციონში, თუ რაიმე სახის პრეპარატს იღებთ.



შენიშვვნა: ალოე ვერას გელი მზის დამწვრობისთვის შესაძლოა შეიცავდეს ბევრ ბუნებრივ ან ქიმიურ დანამატს. შესაბამისად, მისი საკვებად მოხმარება არ შეიძლება.


ალოეს წყალი შეგიძლიათ ძალიან მარტივად სახლის პირობებში მოამზადოთ და სხვადასხვა დანიშნულებით გამოიყენოთ.



ასევე დაგაინტერესებთ:



რა დაემართება თქვენი სახის კანს, თუ ამ პროდუქტებს მიირთმევთ


ალოეს 17 სასარგებლო თვისება, რომლის შესახებაც ბევრმა არ იცის


ლუდის 12 სასარგებლო თვისება, რომლის შესახებ უნდა იცოდეთ!


რა დაემართება თქვენს ტვინს, თუ ამ ზეთს გამოიყენებთ


რატომ უნდა მოვხარშოთ ბანანი სანამ დასაძინებლად წავალთ?


რატომ უნდა მივიღოთ გვირილის ჩაი? აუცილებლად შეიტანეთ თქვენს ყოველდღიურ რაციონში


შოკისმომგვრელი ფაქტები ადამიანის სხეულის შესახებ, რომლის შესახებაც არაფერი იცოდით



0
242
6-ს მოსწონს
ავტორი:Lerato
Lerato
242
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0