x
მეტი
  • 17.08.2022
  • სტატია:121572
  • ვიდეო:354849
  • სურათი:493686
რატომ უნდა მოვხარშოთ ბანანი სანამ დასაძინებლად წავალთ?

იმიტომ, რომ ბანანის და დარიჩინის ჩაის აქვს დამამშვიდებელი და ძილის მომგვრელი ეფექტი


სამწუხაროდ ყველა არ არის ისეთი იღბლიანი, რომ ღამით კარგად გამოიძინოს. თუ ცუდად გვძინავს, ეს არა მხოლოდ გამაღიზიანებელია, არამედ ნეგატიურად მოქმედებს ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაზე და რაც ყველაზე მთავარია, ჯანმრთელობაზე. შედეგად, ვერ ვახერხებთ კონცენტრაციას, მუდმივად ცუდ ხასიათზე ვართ. და თუ ეს სისტემატიურ ხასიათს იღებს, შეიძლება ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ძალიან სერიოზული პრობლემები გამოიწვიოს. სავარაუდოდ, როგორც ადამიანების უმრავლესობა, საძილე აბებს მიმართავთ უძილობასთან გასამკლავებლად. თუმცა, ეს საუკეთესო გამოსავალი არ არის, რადგან შეჩვევას იწვევს. ამიტომაც, გირჩევთ მიირთვათ ბანანისა და დარიჩინის ჩაი, რომელიც სამუდამოდ დაგავიწყებთ ამ პრობლემას. კარგი ამბავი ის არის, რომ მის მომზადებას თავადაც შეძლებთ ძალიან მარტივად

image

ბანანი, როგორც ძილის ხელშემწყობი საშუალება


ბანანი – საოცარი პროდუქტია! ის მდიდარია ვიტამინებით და მინერალებით, ბოჭკოვანით, მკვებავი ნივთიერებებით, ბუნებრივი შაქრით. ბანანი არ შეიცავს ალერგენებს, ამიტომაც ის შეიძლება მივცეთ ჩვილებსაც. მეცნიერები ამტკიცებენ, რომ თუ ყოველ დღე 2 ბანანს მივიღებთ, ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ ბევრ პრობლემას მოვაგვარებთ! განსაკუთრებით პოზიტიურად მოქმედებს ნერვიულ სისტემასა და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მუშაობაზე, ახდენს რა კუჭის ლორწოვანი გარსის რეგენერაციის სტიმულირებას.


ბანანი შეიცავს ამინომჟავას, ტრიპტოფანს. ეს იწვევს ტვინში ქიმიური ნივთიერების სეროტონინის სინთეზს. ეს უკანასკნელი კი წარმოადგენს ნეირომედიატორს, რომელიც ტვინს მოდუნებაში, დამშვიდებაში ეხმარება, რის შედეგადაც თავს ბედნიერად იგრძნობთ. ჯანმრთელობის ეროვნული სამსახურის თანახმად, სეროტონინს აქვს დამამშვიდებელი და ძილის ხელშემწყობი ეფექტი. ასე რომ, ბანანის ჭამა ძილის წინ გააუმჯობესებს თქვენი ძილის ხარისხს. მაგრამ იცოდით, რომ ბანანის ნახარშის მიღებაც შეგიძლიათ, რომელიც გაცილებით უფრო ეფექტურია აღნიშნული შემთხვევის დროს?image

ჩაი ბანანითა და დარიჩინით


მთელს მშოფლიოში ბანანისა და დარიჩინის ჩაის უშუალოდ ძილის წინ მიირთმევენ. ორივე პროდუქტს ბევრი ჯანმრთელობისთვის სასარგებლო თვისება აქვს, მათ შორის ძილის ხელშემწყობიც. დარიჩინი ხელს უწყობს საჭმლის მონელებას და სისხლის მიმოქცევას. ამას გარდა, ბანანი უზრუნველყოფს თქვენს ორგანიზმში ნაკლები კორტიზოლის გამომუშავებას– რომელიც ასევე სტრესის ჰორმონის სახელითაა ცნობილი. ტრიპტოფანის მაღალი შემცველობა კი ხელს უწყობს სერატონინის გამომუშავებას ორგანიზმში, რაც ღამით ჯანსაღი ძილის გარანტია.


ბანანის ჩაი


მზად ხართ დილით ხალისიანმა და ენერგიით სავსემ გაიღვიძოთ სახიფათო და შეჩვევის გამომწვევი აბების გამოყენების გარეშე? თუ ასეა, სცადეთ და მოხარშეთ ბანანის ჩაი შემდეგი ინგრედიენტების გამოყენებით:

  • 1 საშუალო ზომის ბანანი (უპირატესობა ორგანულს მიანიჭეთ)
  • 4 ფინჯანი წყალი
  • 1 მწიკვი დარიჩინი

მომზადების წესიimage

  • მიიყვანეთ წყალი დუღილამდე.
  • კარგად გარეცხეთ ბანანი გამდინარე წყლით.
  • მოაჭერით ბოლოები, კანი არ მოაცალოთ და შუაზე გაჭერით.
  • ჩააგდეთ ბანანი მდუღარე წყალში.
  • ხარშეთ საშუალო ცეცხლზე 10 წუთის მანძილზე.
  • გადაწურეთ ბანანის ნახარში ფინჯანში.
  • დაუმატეთ ერთი მწიკვი დარიჩინი (სურვილის შემთხვევაში შეგიძლიათ თაფლით დაატკბოთ).
  • ისიამოვნეთ!


ასევე დაგაინტერესებთ:


რა ემართება ჩვენს ტვინს ძილის უკმარისობის შედეგად


შოკისმომგვრელი ფაქტები ადამიანის სხეულის შესახებ, რომლის შესახებაც არაფერი იცოდით



ლუდის 12 სასარგებლო თვისება, რომლის შესახებ უნდა იცოდეთ!


ალოეს 17 სასარგებლო თვისება, რომლის შესახებაც ბევრმა არ იცის


რატომ გვირჩევენ მედიკოსები ჟოლოს წვენის მიღებას?


რატომ უნდა მივიღოთ გვირილის ჩაი? აუცილებლად შეიტანეთ თქვენს ყოველდღიურ რაციონში


12 მიზეზი, თუ რატომ უნდა დავლიოთ ლუდი ნორმის ფარგლებში


0
125
7-ს მოსწონს
ავტორი:Lerato
Lerato
Mediator image
125
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0