x
მეტი
  • 27.11.2021
  • სტატია:115197
  • ვიდეო:352754
  • სურათი:489159
რა დაემართება თქვენს ტვინს, თუ ამ ზეთს გამოიყენებთ

თავის ტვინის ლიმბური ნაწილი პასუხისმგებელია სუნთქვაზე, გულის რითმზე, არტერიულ წნევაზე, ჰორმონალურ ბალანსზე და მეხსიერებაზე. ჩვენ შეგვიძლია გავლენა მოვახდინოთ ლიმბურ სისტემაზე ჩვენი ყნოსვის საშუალებით, გარკვეული ეთერზეთების არომატის ჩასუნთქვით. როდესაც მათი მოლეკულები აღწევს ცხვირის გავლით რეცეპტორებში თავის ტვინის ლიმბურ სისტემასთან, ჩვენი ფიზიკური, ემოციური და ფსიქოლოგიური მდგომარეობა იცვლება. შესაბამისად, შეგვიძლია გამოვიყენოთ ეს მძლავრი ინსტრუმენტი ჯანმრთელობის გასაძლიერებლად.


image


ეთერზეთების გამოყენება სხვადასხვა დარღვევებისა და დაავადებების წინააღმდეგ ბრძოლაში, ჯანმრთელობის აღდგენის ყველაზე უსაფრთხო გზაა, რადგან აღნიშნული საშუალება პრაქტიკულად არ იძლევა გვერდით მოვლენებს. ზოგიერთი ეთერზეთის შესუნთქვა ხელს უწყობს ტვინის მუშაობის გაუმჯობესებას და ტვინის დაზიანების შედეგების შეცვლასაც კი. მოდით ვისაუბროთ იმაზე, თუ ზუსტად რომელი საშუალება უნდა გამოვიყენოთ და რა შემთხვევებში.


სამკურნალო ეთერზეთი ტვინისთვის

საკმევლის ეთერზეთი ხელს უწყობს ტვინის აქტივობის გაუმჯობესებას. მისი წარმოებისთვის გამოიყენება ხის ქერქი.


წამალს გააჩნია მთელი რიგი სამკურნალო თვისებები:


  • ამცირებს ანომალიური უჯრედების სიცოცხლისუნარიანობას, მათ შორის სიმსივნურის;
  • ხელს უშლის თავის ტვინის უჯრედების კვდომას;
  • ანთების საწინააღმდეგო თვისების წყალობით, ხელს უწყობს მდგომარეობის გაუმჯობესებას აუტოიმუნური დაავადებების დროს, მათ შორის – ბრონქული ასთმა, წყლულოვანი კოლიტი, რევმატოიდული ართრიტი, კრონის დაავადება;
  • ამცირებს თავის ტვინის შეშუპებას ონკოლოგიურ პაციენტებში, რომლებმაც გაიარეს სხივური თერაპია;
  • ხელს უწყობს ათეროსკლეროზის შედეგების და ქრონიკული ანთების აღმოფხვრას.

კვლევები, თუ რამდენად პოზიტიური გავლენა აქვს საკმევლის ეთერზეთს ტვინზე, ჩატარდა 2015 წელს. გამოქვეყნებულია მონაცემები ინსულტის შემდეგ ტვინის დაქვეითებული ფუნქციის მქონე პაციენტების მკურნალობის პოზიტიური დინამიკის შესახებ საკმევლის ზეთის ინჰალაციის დროს


დიფუზორის მეშვეობით ეთერზეთის ჰაერში გაშვებას შემდეგი დადებითი ეფექტი გააჩნია:


  • აუმჯობესებს აზროვნების უნარს და ახდენს ყურადღების კონცენტრაციას;
  • ააქტიურებს ენდორფინების წარმოებას;
  • არეგულირებს საჭმლის მომნელებელი სისტემის მუშაობას;
  • ხსნის კუნთებისა და ემოციურ დაძაბულობას;
  • ამცირებს ბაქტერიებისა და სოკოების რაოდენობას;
  • აუმჯობესებს ჰორმონალურ ბალანსს;
  • ხსნის თავის ტკივილს.

დამტკიცებულია, რომ კომბინირებულად რამდენიმე ეთერზეთს, მათ შორის საკმევლის, იყენებენ 6 – 12 წლის ჰიპერაქტიურ ბავშვებში ყურადღების ნაკლებობის სინდრომის სამკურნალოდ. ბავშვები 30 დღის მანძილზე ისუნთქავდნენ სამკურნალო ეთერზეთების არომატს, რისი წყალობითაც გაუმჯობესდა მათი ქცევის მანერა და ტვინის მუშაობა.


ყურადღება მიაქციეთ ეთერზეთის ხარისხს:


მისი თერაპიული ღირებულება დამოკიდებულია ქიმიური კომპონენტების ხარისხზე, რომელზეც მრავალი ფაქტორი ახდენს გავლენას, მატ შორისაა:


  • ნიადაგის მდგომარეობა;
  • გამოყენებული სასუქი;
  • დისტილაციის პროცესი;
  • კლიმატური პირობები

100% ორგანული ეთერზეთის მიღება პოზიტიურ გავლენას ახდენს ორგანიზმზე და ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე.


ასევე დაგაინტერესებთ:



რატომ უნდა მოვხარშოთ ბანანი სანამ დასაძინებლად წავალთ?


რა ემართება ჩვენს ტვინს ძილის უკმარისობის შედეგად


ისეთი ცხოვრება გაქვთ, როგორც აზროვნებთ


12 დამღუპველი ჩვევა, რომელიც თავის ტვინის უჯრედებს ანადგურებს


5 საინტერესო ფაქტი ტვინის შესახებ, რომელიც თქვენს ცხოვრებას შეცვლის


რაზე მეტყველებს ტკივილი თავის სხვადასხვა ნაწილში


ინსულტის პირველი სიმპტომები და ადამიანის გადარჩენის 100% მეთოდი

0
389
6-ს მოსწონს
ავტორი:Lerato
Lerato
Mediator image
389
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0