x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134533
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508588
მალე ბრილიანტის ფასი მკვეთრად დაეცემა!.. და ეს COVID-კრიზისს არ უკავშირდება

ალმასი მინერალია, რომელსაც ნახშირბადის კუბური ალოტროპული ფორმა გააჩნია. ყველამ იცის, რომ ალმასი, მსოფლიოში ყველაზე მტკიცე მინერალია. მაგრამ, ალბათ, ბევრისთვის უცნობია, რომ ის, თუ ნორმალურ პირობებში, მუდმივად არსებობს, ვაკუუმში ან მაღალ ტემპერატურაზე, გრაფიტად გარდაიქმნება.


image


ალმასის შესახებ, ასევე ცნობილია, რომ მისი მოპოვება ძირითადად, სამრეწველო საბადოებზე ხდება და მიუხედავად იმისა, რომ ის საკმაოდ იშვიათი მინერალია, გავრცელების მიხედვით, ერთ ადგილზე არ არის ლოკალიზებული და ალმასის პოვნა, ანტარქტიდის გარდა, ყველა კონტინენტზე შეიძლება. ხოლო, ნაპოვნი მინერალების ასაკი 100 მლნ-დან – 2, 5 მლრდ. წლამდე შეიძლება მერყეობდეს.

ასევე უნდა აღინიშნოს, რომ არსებობს როგორც ადგილობრივი, – მიწიერი ალმასი, ისე კოსმოსური, ანუ მინერალი, რომლებიც ჩვენს პლანეტაზე მეტეორიტების საშუალებით მოხვდა. გარდა ამისა, არის სინთეთიკური ბრილიანტიც, რომელიც სასარგებლო წიაღისეულიდ გადამუშავების შედეგად მიიღება და სწორედ ეს არის მინერალების ძირითადი პრობლემა — მისი მოპოვება გარემოს ძალიან აბინძურებს... და შეიძლება, მომავალში ასეც გაგრძელებულიყო, რომ არა 2017 წ. ბრილიანტის წარმოებაში მომხდარი გარდატეხა, — ახლა უმაღლესი ხარისხის ბრილიანტის მიღება, მიწიდან კი არა, ჰაერიდან, უფრო სწორედ მასში არსებული CO2–დან შეიძლება. ამისთვის კი, მხოლოდ ნახშირბადის შემწოვი და ტექნიკური მოწყობილობა არის საჭირო, რომელიც ამ აირს ბრილიანტად გარდაქმნის, სწორედ ისე, როგორც ბუნებრივ პირობებში, ასობით მილონი წლის წინ და ამდენივე წლის მანძილზე ხდებოდა მისი გარდაქმნა. ანუ, ეს იგივე პროცესია, რაც დედამიწაზე მიმდინარეობდა და რის შედეგადაც, ნახშირბადისგან ბეილიანტი შეიქმნა.

ახლა კი, ახალი ტექნოლოგიების წყალობით, შესაძლებელი გახდა, სასიამოვნოს სასარგებლოსთან შეთავსება — ატმოსფეროს CO2-ისგან გასუფთავება და პარალელულად, ბრილიანტის შექმნა, რომელიც ბუნებრივ ქვას არაფრით ჩამოუვარდება და უფრო მეტიც, მისი ზუსტი ანალოგია.

რაც შეეხება ნახშირბადს, შესაძლებელია ბევრს აზრი გაუჩნდეს, რომ მისგან ატმოსფეროს გაწმენდის შემთხვევაში, პრობლემები მცენარეებს შეექმნება! მაგრამ, ეს, ასე არ არის. ატმოსფეროში ნახშირბადის დონის დაწევით — დედამიწის ტემპერატურა 2 გრადუსით შემცირდება, რაც გლობალური დათბობის პირობებში, ჩენი პლანეტისთვის მეტად კრიტიკულია. გარდა ამისა, როგორც გაირკვა, CO2 ძირითადი «მომხმარებელი» მსოფლიო ოკეანეა და არა მცენარეები, როგორც აქამდე ითვლებოდა (მცენარეები ფოტოსინთეზიდ დროს ნახშირბადს მოიხმარენ, მაგრამ მას ლპობის დროს აწარმოებენ კიდეც).

ხოლო, თუ მსოფლიო ოკეანეზე ვისაუბრებთ, ის ვეღარ უმკლავდება იმ რაოდენობის ნახშირბადს, რომელსიც კაცობრიობის ცხოვრებისეული აქტივობით გამომუშავდება. ამიტომ, Climeworks-ის მოწყობილობის მსგავსი ტექნოლოგია — მნიშვნელოვანი საშუალება არის ჩვენი პლანეტის დასახმარებლად... და უფრო მეტიც, ეს არის მოწყობილობა, ჩენი ცხოვრების ხარისხს გაზრდის და კლიმატის ცვლილებას, გლობალურ დათბობას არ დაუშვებს.

აშშ–ში ჰაერიდან ბრილიანტის მიღების სტარტაპი, ჯერ ჯიდევ, 2017 წელს გაჩნდა. ხოლო, იმავე წლის მაისში, ნაგვის გადამამუშავებელი ქარხნის სახურავზე რამდენიმე აგრეგატი დაამონტაჟეს, რომელიც ატმოსფეროდან CO2–იწოვდა. ამის შემდეგ, დაკონსერვებული ნახშირბადი ჩიკაგოში იგზავნებოდა, სადაც კომპანია Aether–ს ქარხანაში, ამ სუბსტანციას ალმასებად გარდაქმნიდნენ... და აღნიშნულ პროცესს ასობით მლნ. წლის ნაცვალად, სულ რაღაც, 3 კვირა ესაჭიროება!



Climeworks და Aether კომპანიის ხელმძღვანელობას აღნიშნული პროექტის განხორციელება მხოლოდ ანგარების გამო არ დაუწყია... როგორც ცნობილია, ალმასის საბადოების ბუნებრივი გზით დამუშავების დროს, ტყის დიდი ფართობის გაკაფვა, წყლის დაბინძურება და მუშახელის ექსპლუატაცია მეტად მძიმე პირობებში ხდება. გარდა ამისა, ალმასების მოპოვების პიკმა უკვე გადაიარა — ყოველწლიურად სულ უფრო და უფრო მცირდება საბადოების რაოდენობა და სავარაუდოდ, 2040 წლისთვის, განახევრდება.

როგორც Aether Diamonds წარმომადგენლები ამბობე, ნახშირბადის კვალს ყოველი ჩვენგანი ტოვებს და ატმოსფეროს მისგან გაწმენდა, პლანეტის ეკოლოგიურ სიტუაციას უკეთესობისკენ შეცვლის. ხოლო, ბრილიანტი, რომელიც ამ პროცესის დროს მიიღება, მხოლოდ «ალუბალია ტორტზე» და მეტი არაფერი.
ამ მომენტისთვის, კომპანია წარმოებულ ბრილიანტს შეზღუდული ტირაჟით ყიდის და ძირითადად, წინასწარ შეკვეთებზე მუშაობს. ხოლო, ფართო გაყიდვები, როგორც კომპანიის ხელმძღვანელები გეგმავენ, უკვე ახლო მომავალში დაიწყება.


imageimageimage

არხის სხვა სიახლეები:

imageimageimage

1. თვითმკვლელობა ორგანული დაავადების შედეგია, რომლის გაკონტროლება შესაძლებელია

2. ალმასის «ციებ-ცხელება»
3. სვასტიკა — რატომ გახდა ის ფაშიზმის სიმბოლო და როგორ დაიბადა გერმანული ნაციზმი და ანტისემიტიზმი

4. დაავადებები, რომელსაც ტყუილის თქმა, მატყუარობა იწვევს

5. როგორ გავიწმინდოთ ღვიძლი მარტივად და ეფექტურად

6. ჭარბი წონის «წამალი», რომელიც დაუფასებელია დიეტოლოგების მიერ. ბანანის დიეტა

0
353
6-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
353
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0