x
მეტი
  • 27.09.2021
  • სტატია:114575
  • ვიდეო:353949
  • სურათი:488163
ვირტუალური რეალობის სათვალე ქართველებისთვის ფართოდ ხელმისაწვდომი ხდება
ლომი

ვირტუალური რეალობა, რომელიც არსებული რეალობის პარალელურ რეჟიმში არსებობს, უკვე აღარავისთვისაა გასაკვირი.


ვირტუალური რეალობის (VR) სათვალე სულ რამდენიმე წელია ბაზარზე გამოჩნდა და მას თანამედროვე ცხოვრების ერთ-ერთ წამყვან ტექნოლოგიად აღიარებენ. მისი საშუალებით შესაძლებელია, ვირტუალურ რეალობაში აღმოჩნდე და იმ პროცესის თანამონაწილე გახდე, რომელსაც რეალურად VR სათვალით უყურებ. ის წარმოსახვის გაცოცხლებას ახდენს. სათვალეში სმარტფონის ჩადების შემდეგ შესაძლებელია, ვირტუალურად უყუროთ ნებისმიერ 360 გრადუსიან ვიდეოს, რომელსაც შესაბამისი პიქtოგრამა აქვს.


VR სათვალე, ასევე, ძალიან სახალისო და საინტერესოა ონლაინ თამაშებისთვის. ის მომხმარებელს საშუალებას აძლევს, რომ თავი თამაშის რეალურ პროცესში წარმოიდგინოს.



image


ეს ყველაფერი 15 მაისიდან ქართველი მომხმარებლისთვის უფრო ხელმისაწვდომი ხდება. გაზეთი "კვირის პალიტრა" მკითხველს წარმოსახვის VR სათვალით გაცოცხლებას სთავაზობს.


15 მაისიდან ნებისმიერ მსურველს ექნება სათვალის გაზეთთან ერთად შეძენის და ვიდოების ვირტუალურ რეალობაში ყურების საშუალება. სათვალე წიგნის მაღაზიებსა და პრესის გავრცელების ჯიხურებში გაიყიდება.

ეს სათვალე გამოგადგებათ უნიკალური "ცხოველების ენციკლოპედიისთვისაც", რომელიც ასევე 15 მაისიდან იქნება მკითხველისთვის ხელმისაწვდომი. თუ აქამდე წიგნების გვერდებზე მხოლოდ კითხვა იყო შესაძლებელი, 15 მაისიდან ენციკლოპედია ცხოველთა სამყაროს გაცოცხლების საშუალებას მოგცემთ.


მნიშვნელოვანია ისიც, რომ ენციკლოპედიის უნიკალურობა მხოლოდ მის გვერდებზე დატანილი QR კოდებით არ შემოიფარგლება, მისი შევსება 24-გვერდიანი გამოცემებით საკუთარი ხელით შეგეძლებათ. წიგნი სულ 12 ნაწილისგან შედგება.


ყოველი მომდევნო ნაწილი გაყიდვაში ორშაბათობით გამოვა. საერთო ჯამში ის მოიცავს ინფორმაციას ცხოველების 400-ზე მეტ სახეობაზე, 1200-ზე მეტ ილუსტრაციას, 400-ზე მეტ ფოტოსა და 40-ზე მეტ ვიდეოს. ენციკლოპედიაში გელოდებათ აქამდე ყველასთვის უცნობი ფაქტები და საინტერესო მასალები.


პროდუქციის ხელმისაწვდომობის ზრდა მხოლოდ მის ფართო გაყიდვაში გამოსვლას არ გულისხმობს. VR სათვალის, ისევე როგორც ცხოველთა ენციკლოპედიის, ღირებულება ნებისმიერი მსურველისთვის მისაღები იქნება. სათვალის სპეციალური ფასია 5, 5 ლარი, გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ერთად კი - 7 ლარი.


უნიკალური "ცხოველების ენციკლოპედიის" 1 ნაწილის სპეციალური ფასი 2, 5 ლარი იქნება, ბაინდერთან ერთად - 7 ლარი. ბაინდერის შეძენა მკითხველს მხოლოდ ერთხელ მოუწევს. 12-ვე ნაწილი ამ ბაინდერში იკინძება, რომელიც ყოველ ორშაბათს გამოვა.

0
199
5-ს მოსწონს
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
199
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0