x
მეტი
  • 03.12.2021
  • სტატია:115347
  • ვიდეო:352802
  • სურათი:489319
სმარტფონი, რომელიც 36 საათი გადაბმულად საუბრის დროსაც არ დაგიჯდებათ

image
დამჯდარი ტელეფონი ის „ტკივილია“, რომელიც ერთხელ მაინც გამოუცდია ყველას. ბოლო წლებში, როდესაც სმარტფონმა სხვა უამრავი მოწყობილობა ჩაანაცვლა და ის გახდა ჩვენი ტელევიზორიც, ბანკიც, გზამკვლევიც, მომხმარებლები უამრავ აპლიკაციას იყენებენ და, შესაბამისად, ტელეფონის ელემენტი სულ უფრო და უფრო სწრაფად ჯდება. სწორედ ამიტომ ელემენტის მოცულობა და გამძლეობა ის კრიტერიუმები გახდა, რომლებსაც სმარტფონის არჩევის დროს მომხმარებლები უდიდეს ყურადღებას აქცევენ.

რატომ ჯდება ტელეფონი ასე ხშირად?

• ბევრი აპლიკაცია იყენებს ლოკაციის ფუნქციას;
• ბაქგრაუნდში ბევრი აპლიკაციაა ჩართული;
• ეკრანის განათება ძალიან მაღალია;
• ეკრანი დიდი ხანი რჩება ანთებული;
• საოპერაციოს სისტემას განახლება სჭირდება;
• ზარსა თუ სხვადასხვა ტიპის შეტყობინებაზე ვიბრაციაც ჩართულია.

თითოეული ეს, ერთი შეხედვით, წვრილმანი, საბოლოოდ თქვენი სმარტფონის ელემენტის გამძლეობაზე უარყოფითად მოქმედებს. ხოლო, თუ არ გსურთ, რომ დამჯდარი სმარტფონის გამო ხშირად იყოთ ნერვებმოშლილი, მაშინ პირველ რიგში სწორედ შეარჩიეთ მოწყობილობა და შემდეგ უკვე გაითვალისწინეთ ჩვენი რჩევები:

გათიშეთ სხვადასხვა აპლიკაციის ნოტიფიკაციები

არ არის აუცილებელი, რომ ყველა აპლიკაციაზე ნოტიფიკაცია გქონდეთ ჩართული. თუ პროფესიული საჭიროება არ გაქვთ, გათიშეთ ნოტიფიკაციები ახალ ამბებზე, დელივერის სტატუსზე და სხვა მსგავსი ტიპის აპლიკაციებზე.

დაუწიეთ ეკრანის განათებას

ეკრანის განათების მაჩვენებელს ალბათ ხშირად არ აქცევთ ყურადღებას, რეალურად კი ეს საკითხი მეტად საყურადღებოა. ერთი მხრივ, ის მნიშვნელოვნად დიდ ენერგიას იყენებს და ელემენტს სწრაფად აჯენს. მეორე მხრივ, მუდმივად უმაღლეს დონეზე აწეულმა განათებამ შეიძლება სმარტფონის ეკრანიც დააზიანოს და შეუქცევადი შედეგი მიიღოთ.

პერიოდულად შეამოწმეთ საოპერაციო სისტემის განახლებები

საოპერაციო სისტემის ძველმა ვერსიამ თქვენი სმარტფონის ელემენტის დიდი ენერგია შეიძლება გამოიყენოს. სისტემის მუდმივი განახლება არა მხოლოდ ტელეფონის მოხმარებას გახდის უფრო ეფექტურს, არამედ დაზოგავს თქვენს ელემენტსაც.

არ გამოიყენოთ ეკრანის მოძრავი ფონები

ეკრანის მოძრავი ფონები შეიძლება ლამაზია, მაგრამ არც იმდენად მნიშვნელოვანია, რომ მის გამო ელემენტის სწრაფად დაჯდომის მსხვერპლი გაიღოთ. ასევე ეფექტური იქნება, თუ ბექგრაუნდის ფერებსაც შეზღუდავთ. რაც ნაკლები ფერი ექნება მას, მით ნაკლებ ენერგიას დახარჯავს სმარტფონი ფერების აღსაქმელად.

ამ მარტივი ხრიკების გათვალისწინებით ელემენტის დამუხტვის სიხშირეს შეამცირებთ, თუმცა ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სმარტფონს დიდი მოცულობის ელემენტიც ჰქონდეს. დღეს წამყვანი ბრენდები ამ კრიტერიუმით მნიშვნელოვან კონკურენციას უწევენ ერთმანათს. თუმცა საინტერესოა, რომ ყველაზე გამძლე ელემენტი ტოპ სამეულში შემავალ ყველაზე გაყიდვად არცერთ სმარტფონს არ აქვს.

სმარტფონი, რომელიც ყველაზე გამძლე ელემენტით გამოირჩევა, არის oukitel K 12. მას 10000mah ელემენტი აქვს. ეს არის უსასრულო ძალა, რომელიც სტანდარტული მოხმარების პირობებში შეიძლება 1 კვირის განმავლობაშიც კი არ დაჯდეს. 10000mah მაღალი მგრძნობელობის ელემენტი, ენერგიის დამზოგავი Helio P35 პროცესორით K12 უზრუნველყოფს სუპერ გამძლეობას. უფრო თვალსაჩინო რომ იყოს ელემენტის მონაცემები, გეტყვით რომ თქვენ 36 საათის განმავლობაში უწყვეტ საუბარს შეძლებთ ისე, რომ არ დაჯდეს. ასეთ შეუზღუდავ მონაცემებს თავად ბრენდის ისტორია და გამოცდილება უზრუნველყოფს.

image

Oukitel წლების წინ ელემენტების საწარმო იყო. განვითარების ახალ ეტაპზე კი სმარტფონების წარმოება დაიწყო და ლოგიკურია, რომ ყველაზე გამძლე ელემენტი სწორედ საკუთარი მოწყობილობებისთვის გამოიყენა. ასევე მძლავრი ელემენტით გამოირჩევა ბრენდის სხვა მოდელებიც, რომლებიც K12-ის მსგავსად საქართველოშიც ხელმისაწვდომია.

იყიდეთ გამძლე ელემენტის მქონე სმარტფონი, გაითვალისწინეთ რჩევები, რომლებიც ელემენტის ენერგიის დაზოგვაში დაგეხმარებათ და აღარასდროს მოგეშლებათ ნერვები იმაზე, რომ ტელეფონი საუბრის, მუშაობის ან სულაც თამაშის დროს დაგიჯდათ.

0
238
3-ს მოსწონს
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
238
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0