x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134530
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508588
სუპერიახტა ფანტასტიკის სფეროდან თავის შიდა ჩანჩქერით და აკვარიუმით
image

იახტის ფანატიკოსმა შეიმუშავა სუპერიახტის გასაოცარი დიზაინი, რომელიც ფუფუნების და სიმდიდრის გამოხატულებაა და რომელიც შეეფერება ნებისმიერ თავმოყვარე მილიარდერს.


ჰიპოთეტური მეგა-იახტა, რომელსაც მისმა დიზაინერმა, დენის სუკამ დაარქვა სახელი Mogul 777, ამაყობს რამდენიმე წარმოუდგენელი მახასიათებლით, გარდა იმისა, რასაც ჩვენ არ მოველით ასეთი გემებისგან, როგორიცაა აკვარიუმი და ჩანჩქერი. აღარაფერს ვამბობთ ფუფუნების ისეთ მახასიათებლებზე, როგორიცაა ორი აუზი (ერთი დახურული, ერთი ღია), პანორამული ჯაკუზი გემბანზე, ბუხარი, ვერტმფრენის მოედანი, პლაჟის ზონა, ასევე ფართო გარე სოციალური სივრცეები სტუმრების გასართობად.

image


Mogul 777 -ის სიგრძე 77 მეტრია.


მას აქვს ფოლადის კორპუსი და ალუმინის ზედნაშენი - და სავსეა ფუფუნებით, მათ შორის არის ცხრა კაიუტა და მასტერ-ლუქსი ფართო გემბანით.

image

სავარაუდო მაქსიმალური სიჩქარე 17-20 კვანძია და შეუძლია 18-მდე სტუმრის განთავსება ცხრა კაიუტაში და მასტერ-ლუქსში.

image

მაგრამ მილიარდერისთვის გასართობად იახტის ცენტრალური ელემენტი იქნება, რომელიც ყველას ყურადღებას მიიპყრობს, სადაც არის დახურული აუზი, რომელსაც აქვს ჩანჩქერი, რომელიც მასში აკვარიუმიდან ჩაედინება და რაც იმას ნიშნავს, რომ თქვენ არ მოგიწევთ ზღვაში ჩაყვინთა, რათა წყლის ქვეშ თევზები იხილოთ.

image

თუ რა ეღირება მილიარდერებისთის განკუთვნილი ეს "სათამაშო", დენის სუკა არა აზუსტებს.

image

სუკა ამბობს, რომ იახტის უკანა გამბანზე მოწყობილი სოციალური სივრცეები საუკეთესო ნაწილია, სადაც მფლობელს შეუძლია წვეულება მოაწყოს და დრო გაატაროს მეგობრებთან და ოჯახთან ერთად.


image


image

0
902
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
902
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0