საზოგადოებრივი სვასტიკა — რატომ გახდა ის ფაშიზმის სიმბოლო და როგორ დაიბადა გერმანული ნაციზმი და ანტისემიტიზმი 2021, 30 ივლისი, 9:21 1871 წ. არქეოლოგის ჰენრიხ შლიმანის ჩატარებული ექსპედიცია, მხოლოდ ბერძნული ქალაქის – ტროას გათხრებით არ არის ცნობილი. მან ძველი ქალაქის ნანგრევებთან ერთად, სვასტიკა — ძველი კულტურის სიმბოლო აღმოაჩინა. ამ აღმოჩენიდან, სულ მალე, მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში, არქეოლოგები გათხრების დროს, ნივთებს პოულობდნენ, რომლებზეც ანალოგიური სიმბოლოები იყო გამოსახული. ისტორიკოსების აზრით, ძველი ცივილიზაციების წარმომადგენლებს სჯეროდათ, რომ სვასტიკას წარმატების მოტანა შეეძლო. შლიმანმა გერმანიის ტერიტორიაზეც ჩაატარა არაერთი არქეოლოგიური ექსპედიცია და გათხრების დროს, ნაპოვნი ზოგიერთი არტიფაქტი, სწორედ სვასტიკით იყო დამშვენებული. იქიდან მოყოლებული, ანუ XIX საუკუნის II ნახევრიდან, სვასტიკა გერმანელებს საკუთარი კულტურის განუყოფელ ნაწილად მიაჩნდათ. ხოლო, დროთა განმავლობაში, ის «არიული რასის» და გერმანელი ხალხის ფიქტიური კავშირის განსახიერებად იქცა. ავსტრიელი მწერალი და ოკულტისტი გვიდო ფონ ლისტი ერთ–ერთი პირველი იყო, ვინც სვასტიკა იდეოლოგიურ მოტივებს დაუკავშირა. გვიდო ვოტინიზმის – გერმანიის ნეოწარმართობის (რელიგიური მიმდინარეობა) მომხრე იყო, რომელიც ძველ გერმანულ ეპოქას არიოსოფიას (სწავლება არიული სიბრძნის შესახებ) უკავშირებდა. 1877 წელს გვიდო ფონ ლისტმა, რომელიც რადიკალური ანტისემიტი იყო, ჟურნალისტის კარიერა დაიწყო. ხოლო, 1893 წელს ლიტერატურული საზოგადოება დააფუძნა და სრულიად გერმანულ ეროვნულ მოძრაობას შეუერთდა, რომელიც ავსტრიის და გერმანიის იმპერიების გაერთიანების პროპაგანდას ეწეოდა. მან, ასევე, 1908 წ. თავისი სახელობის საზოგადოებაც დააფუძნა, რომლის ერთ–ერთი წევრი იოჰან ლანც ლიბენფელსი იყო. იოჰან ლანც ლიბენფელსი ეზოთერიკული ფილოსოფიის მიმდევარი ბერი იყო, რომელმაც რელიგიაში ახალი მიმდინარეობას — არიო–ქრისტიანობას ჩაუყარა საფუძველი. ამავდროულად, ის ჟურნალი «Ostara»–ე ერთადერთი ავტორი და რედაქტორი იყო, რომლის კითხვაც ადოლფ ჰიტლერს უყვარდა. 1900 წელს ლიბენფელსმა ახალი ტამპლიერების ორდენი — ფარული ოკულტური ორგანიზაცია შექმნა, რომელმაც 1938 წლამდე იარსება. იდეებით შეპყრობილმა ბერმა, ნახევრად დანგრეული ვერფენშტეინის ციხე–სიმაგრეც კი შეიძინა, თავის ფანატიკოს მიმდევრებთან, შეხვედრების გასამართად. ციხის თავზე კი, დროშა ფრიალებდა, რომელზეც ჰერალდიკური შროშნებით გაფორმებული სვასტიკის სიმბოლო იყო გამოსახული. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ამ პერიოდისთვის, ძველ სიმბოლოს მიმართულება უკვე შეცვლილი ჰქონდა და ისე გამოიყურებოდა, როგორც ფაშისტების სიმბოლო, მოგვიანებით. გასული საუკუნის 20–იან წლებში, ადოლფ ჰიტლერის აღზევების შემდეგ, ლიბენფელსი იმის აღიარების მოპოვებას ცდილობდა, რომ სწორედ ის იყო გერმანული ნაციონალიზმის იდეოლოგიის წინამორბედი: «არ უნდა დავივიწყოთ, რომ ეროვნული მოძრაობისთვის სვასტიკის სიმბოლოს მინიჭების იდეა — «Ostara»–ს შვილობილია» — განაცხადა მან, 1927 წელს (ლიბენფელსის პუბლიკაცია, «მსოფლიო ომი – როგორც შეჯიბრი ქერებსა და შავგვრემანებს შორის»). ის ამტკიცებდა, რომ ტამპლიერების რაინდის საფლავის ქვის აღმოჩენამ, მას «გონება გაუნათა»... შედეგად კი, მხოლოდ ის მიიღო, რომ ჰიტლერმა საერთოდა აკრძალა მისი ჟურნალის გამოცემა, რომელსაც ადრე თავადაც კითხულობდა. გერმანული ნაციონალიზმის კიდევ ერთი «მამა» გამოჩენილი გერმანელი ოკულტისტი რუდოლფ ფონ სებოტენდორფი (ნამდვილი სახელი — რუდოლფ გლაუერი) იყო, რომელმაც 1918 წელს ტულეს (Thule-Gesellschaft) ოკულტურ–პოლიტიკური საზოგადოება დაარსა, რომლის ბაზაზე, 1919 წლის 5 იანვარს, გერმანიის მუშათა პარტია შეიქმნა. იმავე წელს, ამ პარტიაში ადოლფ ჰიტლერი გაწევრიანდა. თავისი არსით, სწორედ ტულეს საზოგადოება იყო გერმანული ნაციზმის ჩასახვის ადგილი, სადაც სვასტიკას, ისე როგორც ნებისმიერ სხვა იდეოლოგიურ «ლოგოტიპს», უბრალოდ კი არ იყენებდნენ — ის იმ სიმბოლოს განსახიერება იყო, რომლებმაც XX საუკუნეში ნაციზმის ფუძემდებლების ცნობიერება ჩამოაყალიბა. ამჟამად სვასტიკა, რომლის სიმბოლო წარსულში წარმატებასთან და იღბალთან ასოცირდებოდა, ბევრ ქვეყანაში აკრძალულია. არხის სხვა სიახლეები:
1. ატლანტიდის მეტოქე — რამას იმპერია 2. ალმასის «ციებ-ცხელება» 4. დაავადებები, რომელსაც ტყუილის თქმა, მატყუარობა იწვევს 5. როგორ გავიწმინდოთ ღვიძლი მარტივად და ეფექტურად 6. ჭარბი წონის «წამალი», რომელიც დაუფასებელია დიეტოლოგების მიერ. ბანანის დიეტა
1270 5-ს მოსწონს
|