ჩვენთვის ჩვეული საგნები, რომლებსაც უკვე ანალოგები გააჩნია, თუმცა ყველამ არ იცის (მაგ. დამძიმებული საბანი)
პირველი სახლის მაცივარი 1913 წელს იქნა გამოგონებული და რა თქმა უნდა იგი ძალიან განსხვავდებოდა ჩვენთვის ჩვეული მოწყობილობისგან. იმავე წლიდანვე დღითიდღე უმჯობესდება და იხვეწება მაცივრების მოდელები. ასე გამუდმებით იცვლება ჩვენს ყოფაში ყველაფერი და ადგილს უთმობს ახალ გამოგონებებს.
ოთახის სანათი
სანათები, რომლებიც მზის ჩასვლის, განთიადის და ცისარტყელის იმიტაციასაც კი ქმნიან, პოპულარული ხდება არა მხოლოდ სოცქსელებში, არამედ უბრალოდ იმ ხალხშიც, ვისაც სურს თავის სახლს უფრო მეტი სიმყუდროვე შეჰმატოს. ეს სანათები პროექტორების მსგავსია, ზოგიერთ მოდელს კი კედლები ხელოვნების ნიმუშად შეუძლია აქციოს.
ჩვეულებრივი ოთახის სანათი
სანათი-პროექტორი
რა თქმა უნდა, ასეთ სანათებს, არავითარი უპირატესობა ჯანმრთელობასთან მიმართებაში არ აქვს, როგორც მაგალითად, სინათლის თერაპიის სანათებს-ისინი უბრალოდ უფრო მეტყველს ხდის საცხოვრებელს.
სასაპნე
დღეს დიდი პოპულარობით სარგებლობს თხევადი საპნის სენსორული დისპენსერები.
ჩვენი მშობლების სასაპნე
ჩვენი თაობის სასაპნე
ჩვეულებრივთან შედარებით ისინი უფრო მოხერხებული და ჰიგიენურია, მაგრამ ყველაზე სასიამოვნო ის არის რომ, ზოგიერთი მოდელის დისპენსერთან ხელის მიტანისას არა სითხე, არამედ უკვე აქაფებული "ღრუბელი" ჩამოდის.
მაცივარი
ჩაშენებული, გამოსაწევი მაცივრები, ნელ-ნელა ანაცვლებენ ჩვეულებრივებს, რომლებსაც ასე მივეჩვიეთ. მათ, ვისაც მცირე ოჯახი და სამზარეულო აქვთ, შეუძლიათ აირჩიონ ჩასაშენებელი მაცივარი, რომელიც მონტაჟდება სამზარეულოს ზედაპირის ქვეშ და ძალიან პატარა ადგილს იკავებს.
ჩვეულებრივი მაცივარი (მარცხნივ), ჩასაშენებელი მაცივარი (მარჯვნივ)
ასეთი თანამედროვე ტექნიკის ინტეგრირება შეიძლება თქვენს დიზაინში, რომელიც შეუმჩნეველი იქნება, მხოლოდ შესაბამისი ფასადის შერჩევა მოგიწევთ.
ჰაერის გამწმენდი
ოთახში ჰაერის გაწმენდისთვის ხშირად მცენარეებს ათავსებენ. თუმცა არსებობს მათი ანალოგიც-უკვე დროში გამოცდილი მოწყობილობა.
აღნიშნულ მოწყობილობებს უნარი აქვთ ჰაერიდან შთანთქონ ალერგენები და სუნებიც კი, და ამის წყალობით გააუმჯობესონ ძილის ხარისხი. მთავარია ყიდვისას, გავითვალისწინოთ ფილტრის ტიპი და მოწყობილობის ხმაურის დონე.
საბანი
ალბათ შეამჩნევდით, რომ მძიმე, მაგალითად, ბამბის საბანში, უფრო კარგად გძინავთ, ვიდრე ჩვეულებრივში. ამ თემაზე გამოკვლევაც კი ჩატარდა და დამტკიცდა, რომ მძიმე საბნები ნამდვილად აუმჯობესებს ძილის ხარისხს და უძილობასაც კი ეხმარება.
მათი მთავარი პლუსი ის არის, რომ დაცულობის შეგრძნებას ქმნის. გასაკვირი არ არის, რომ დამძიმებულ საბნებზე მოთხოვნა გაიზარდა. ამ ნივთის შეძენამდე ცუდი არ იქნება ექიმის კონსულტაცია გაიაროთ, მითუმეტეს ასაკოვანმა ადამიანებმა.
სააბაზანოს ხალიჩა
სხვადასხვა ქსოვილის ხალიჩები სააბაზანოსთვის გასულ საუკუნეს ჩაბარდა. თანამედროვე ხალიჩები მეხსიერების ეფექტითაა, რომლებიც არც ცურავს, არც ობით იფარება, მშვენივრად ისრუტავს წყალს და ფეხებისთვისაც სასიამოვნოა.
ადრე და ახლა
ჭკვიანი ჩამრთველები
განათება, რომელიც შეიძლება ვაკონტროლოთ, დიდი ხანია უკვე ფანტასტიკა არ არის. ჭკვიან ტექნიკაზე მოთხოვნილება იზრდება, განსაკუთრებით ახალგაზრდა თაობაში. ვერაფერს ვიტყვით, ძალიან მოხერხებულია-საწოლიდან არ ადგე და ისე ჩართო ან გამორთო სინათლე.
ჩვეულებრივი ჩამრთველი და თანამედროვე ჩამრთველი
ეს საინტერესოა:
საინტერესო, თუმცა ზოგიერთი, არც თუ ისე სასიამოვნო ფაქტი ვენეციის შესახებ
ცნობილი ხელოვნების ნიმუშების უცნობი ფაქტები, რომლებიც მოგვიანებით იქნა აღმოჩენილი
ბარჰოუტი-საიდუმლოებით მოცული "ჯოჯოხეთის ჭა" იემენში (+ვიდეო)
ალკოჰოლის გამოყენების რამდენიმე არასტანდარტული მეთოდი, რომელიც კარგ სამსახურს გაგიწევთ
საოცნებო ვაკანსიები
ბრენდების გაყალბების სასაცილო ნიმუშები
მთელ მსოფლიოში პოპულარული ნივთები, რომლებიც ჩუქჩებმა გამოიგონეს, მათ შორისაა მზის სათვალეც
14 გამოგონება, რომელსაც ჩვენი ცხოვრების შეცვლა შეუძლია: "ჭკვიანი" ფანქარი, კონდიციონერი საწოლისთვის, ლაზერული კლავიატურა და ა.შ.
ახალი გამოგონებები, რომლის გარეშეც მალე ალბათ წარმოუდგენელი იქნება ჩვენი ცხოვრება
როგორ შეიძლება სრულიად ჩვეულებრივი ნივთი არაჩვეულებრივად ვაქციოთ
ჩვენთვის ნაცნობი მე-20 და 21-ე საუკუნეების საყოფაცხოვრებო ტექნიკის შედარება