x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134548
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508609
საოცნებო ვაკანსიები

image

აი, რამდენიმე ვაკანსია, რომელიც ზოგიერთისთვის გახდება ან უკვე გახდა, მსოფლიოში ყველაზე კარგ სამუშაო ადგილი იმ შემთხვევაშიც კი, თუ თქვენ არ გაქვთ მუშაობის გამოცდილება, ხოლო განსაკუთრებული უნარებიდან მხოლოდ მეგობრული ღიმილი გაქვთ და გამოულეველ ენთუზიაზმს ფლობთ.

1. საწოლების გამომცდელი

ამ სამუშაოს უპირატესობა რუსული ენის ცოდნაა, ყოველ შემთხვევაში ასე იყო აღნიშნული განცხადებაში. 2013 წელს, ჰელსინკში, ერთ-ერთმა სასტუმრომ გამოაცხადა ვაკანსია "საწოლების გამომცდელზე". ბედნიერ სამუშაოს მაძიებელს მუშაობა სულ 35 დღე მოუხდა, უფრო სწორად, 35 ღამე, საწოლების კომფორტს ის ხომ ყოველ ოთახში აფასებდა. ამ აქციამ დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია სოციალურ ქსელებში, ასე რომ, სრულიად შესაძლებელია, ახლო მომავალში რომელიმე სასტუმროს მფლობელმაც გადაწყვიტოს მსგავსი მეთოდით მიიქციოს ყურადღება. სასტუმროს თანამშრომლების შოკისმომგვრელი აღიარებები


image

2. აკვაპარკის პროფესიონალი დამსვენებელი

მოსკოვის ერთ-ერთმა აკვაპარკმა გამოაცხადა პროფესიონალი დამსვენებლის ვაკანსია. თანამშრომლის მოვალეობაში შედის აუზში და ჯაკუზში ბანაობა, საუნით სარგებლობა, მასაჟი, აგრეთვე კერძების და სასმელების დეგუსტაცია ადგილობრივ კაფეში. კიდევ რა არის საჭირო ბედნიერებისთვის? მუშაობა სულ 25 საათი მოგიწევთ კვირაში, ამასთან განსაკუთრებული თანამშრომლის ჯანმრთელობის მდგომარეობას გააკონტროლებენ ექიმები. სინამდვილეში ამ ოცნების ვაკანსიის მიღმა იმალება სოციალური ქსელების სპეციალისტის თანამდებობა. პროფესიონალური დასვენების გარდა, დამსვენებელმა უნდა აიღოს ინტერვიუ, ფოტო გადაუღოს სტუმრებს და ყოველდღე განაახლოს აკვაპარკის ბლოგი. მოთხოვნები კანდიდატებისადმი საკმაოდ მარტივია-ასაკი 18 წელს ზემოთ, რუსეთის ფედერაციის მოქალაქეობა და საშუალო განათლება მაინც.


image

3. ბერლინის ბორდელების მუშაობის ხარისხის გამომცდელი

სერვისის ხარისხს, ჰიგიენის სტანდარტებს, სისუფთავეს და სექს მომსახურების უსაფრთხოებას ბერლინის ბორდელებში შეაფასებს სოცქსელების სექს-ინდუსტრიის Kaufmich.com. -ის სპეციალური თანამშრომელი. საიტს სექს-ბიზნესში სურს დაიკავოს ისეთივე ადგილი, როგორიც TripAdvisor-ს უკავია ტურიზმის სფეროში და გერმანული ბორდელების ონლაინ-რეიტინგი შეადგინოს. სამუშაოს ახლავს გარკვეული რისკებიც: თანამშრომლის მოვალეობაში შედის, დაამყაროს სექსუალური კონტაქტები სხვადასხვა ბორდელების სექს-მუშაკებთან. კანდიდატის სქესს მნიშვნელობა არ აქვს, თუმცა უმაღლესი განათლების გარეშე ბორდელების გამომცდელად გერმანიაში არ იღებენ, ამიტომ ჯერ დიპლომის აღება მოგიწევთ. სამაგიეროდ კანონთან Kaufmich-ის ახალ თანამშრომელს არავითარი პრობლემა არ ექნება-პროსტიტუცია გერმანიაში დაშვებულია ჯერ კიდევ 2002 წლიდან. საინტერესო ფაქტები პორნოინდუსტრიის შესახებ


image

4. სამუშაო ავსტრალიის ტურისტულ სააგენტოში

საოცნებო ვაკანსიების მთავარი მომწოდებელია ავსტრალიის ტურისტული სააგენტო. სააგენტომ 2009 წელს გამოაცხადა კონკურსი ჰამილტონის კუნძულის ზედამხედველის თანამდებობაზე, რომელიც 34 წლის, დიდი ბრიტანეთის მოქალაქემ, ბენ საუტჰოლმა მოიგო. კუნძულზე ის ნახევარი წელი მოგზაურობდა და ინტერნეტ-დღიურს აწარმოებდა, აგრეთვე ტელეგადაცემებში იღებდა მონაწილეობას, რომელიც ჰამილტონის ცხოვრებას და ტურიზმს ეძღვნებოდა.

როცა საუტჰოლს კონტრაქტი დაუმთავრდა, ავსტრალიაში ექვსი ახალი ვაკანსია გამოაცხადეს: მთავარი გამრთობის, ეროვნული პარკის რეინჯერის, გემრიელი საკვებისა და სასმელების სპეციალისტის, თავგადასავლების მაძიებლის, ფოტოგრაფის და ველური ბუნების ზედამხედველის სპეციალისტის. ეს 2013 წელს იყო და მაშინ კონკურსში მოიგეს ფრანგმა ელიზა დეტრემ, ირლანდიელმა ალან დიქსონმა, ამერიკელმა ენდრიუ სმიტმა, ინგლისელმა რიჩი კიმმა, კანადელმა გრეგ სნელმა და ბრაზილიელმა რობერტო სებამ. მაგრამ მათი მუშაობის ვადა ავსტრალიაში მალე ამოიწურება და ოცნების ახალი ვაკანსიები გაჩნდება.



image

5. ციხე-სიმაგრის მეთვალყურე

ასეთი ვაკანსიები მთელი ევროპის ტერიტორიაზე საკმარისადაა, მაგრამ როგორც წესი, ამ თანამდებობაზე კანდიდატურას ადგილობრივი მაცხოვრებლებიდან არჩევენ. თუმცა ზოგჯერ ადგილობრივი ხელისუფლება, ტურისტების მოზიდვის მიზნით, აღნიშნულ ვაკანსიაზე ღია კონკურსს აცხადებს. ასე ხდება მაგალითად, შოტლანდიასა და სლოვენიაში. ამასთან მეთვალყურეებს საკმაოდ კარგად უხდიან-წელიწადში 27 ათასიდან 100 ათას ევრომდე. ეს განსაკუთრებით ბელგიას ეხება, სტატისტიკურად იქ მსოფლიოში ყველაზე მეტი ციხე-სიმაგრეა 1 კვადრატულ მილზე.


image





იხილეთ სხვა სტატიებიც:





სასტუმროს თანამშრომლების შოკისმომგვრელი აღიარებები

image


საზარელი ფაქტები ჰენრი ჰოვარდზე და მისი "სიკვდილის სასტუმრო" (ფულის შოვნის მეთოდები)

image


საინტერესო ფაქტები პორნოინდუსტრიის შესახებ

image

შერონ სტოუნი, სკანდალური სცენის გადაღებაზე მოტყუებით აიძულეს. მოგვიანებით ეს პოზა ბერლინში გაიმეორა. (ვიდეო). (+18)

image

მსახიობები, რომლებმაც ფილმებში ბრწყინვალედ შეასრულეს სტრიპტიზი (ვიდეო) (+18)

image

მელანია ტრამპის წარსულის ფოტოები, როცა ჯერ კიდევ სამოდელო ბიზნესში იყო

image


საიდან მოდის დასახელება "შავი პარასკევი"?

image


კრეატიული რეკლამები, რომლებსაც უყურადღებოდ არ დატოვებდით

image


მსოფლიოში სასტუმროების ყველაზე ძვირადღირებული ნომრები

image







0
404
6-ს მოსწონს
ავტორი:ირინა მ.
ირინა მ.
Mediator image
404