x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134038
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
საინტერესო, თუმცა ზოგიერთი, არც თუ ისე სასიამოვნო ფაქტი ვენეციის შესახებ

image


ვენეცია, ეს უბრალოდ ქარაფშუტა და რომანტიკული ქალაქი არ არის. დავაკვირდეთ ახლოდან და იგი ნელ-ნელა ჩამოიხსნის კარნავალის ნიღაბს და მისი საიდუმლოებებიც ნელ-ნელა გაშიშვლდება. მოდით, ვნახოთ ვენეცია ისეთი, როგორსაც ადგილობრივები იცნობენ და არა ტურისტები.


ვენეციაში ცუდი სუნი დგას. თუ არა?


image


ვენეციაში არ არის კანალიზაცია. ამბობენ არც სანტექნიკოსები არიან. ყველა ნარჩენი პირდაპირ არხებში ჩაედინება. მაგრამ მოქცევებს ჩამდინარე წყლები პირდაპირ ზღვებისკენ მიაქვს, ამიტომ არხებში წყალი ყოველთვის სუფთაა. მაგრამ ძლიერი მიქცევების დროს სუნი მართლაც შეიძლება იყოს. საერთოდ, ვენეციის არომატის შესახებ ტურისტების ორი, საპირისპირო მოსაზრება არსებობს: ერთნი მხოლოდ სასიამოვნო სუნს შეიგრძნობენ, მეორენი-მყრალი წყლის სუნს. თუ პირველ მოსაზრებას გინდათ შეუერთდეთ, გაემგზავრეთ ვენეციაში ზამთარში.


ნიღბები აქ გასართობად არ გამოუგონებიათ


image


დაახლოებით, მე-17 საუკუნეში, ამ ქალაქში ნიღბები იმისთვის მოირგეს, რომ თავიანთი პირადი სივრცე დაეცვათ, ქალაქი ხომ ძალიან პატარაა. მისი მორგება შეეძლოთ შეყვარებულებს, რათა არ გაშიფრულიყვნენ, ან ადამიანს, რომელსაც "სასირცხვილო" ავადმყოფობა ჰქონდა და სხვ. მაგრამ შემდეგ ადამიანები მიხვდნენ, რომ დაფარული სახით ბნელი საქმეების კეთება შეეძლოთ, მაგალითად, შეევლოთ ბორდელებში, ეთამაშათ აზარტული თამაშები, გამომწვევად ჩაეცვათ. ვენეციაში სრული დეკადანსი დაიწყო. ამიტომ ნიღბების მორგების უფლება მხოლოდ გარკვეულ თვეებში დაწესდა, დროთა განმავლობაში კი ეს ვენეციურ კარნავალში გადაიზარდა.


ქალბატონების უცნაური ნიღბები


image


იმავე პერიოდში ქალბატონებმა ისეთი ნიღბები მოირგეს, რომლის შემხედვარე ადამიანი უცბად ვერ მიხვდებოდა, თუ როგორ ჩერდებოდა ის სახეზე. მას "მორეტას" უწოდებდნენ, ხანდახან "მუნჯ მოსამსახურესაც". ალბათ უკვე მიხვდით, რომ ნიღბის შიდა მხარეს სპეციალური შტირი იყო მიმაგრებული, რომელსაც პირში იდებდნენ და ასეთი ხერხით იჩერებდნენ სახეზე. ქალებს ამ დროს ლაპარაკი, რა თქმა უნდა არ შეეძლოთ, და ეს უფრო იდუმალს ხდიდა მათ.


ვენეციაში ძალიან ბევრი აკრძალვებია



image


ვენეციაში აკრძალულია:

– მტრედების გამოკვება, რომლებიც აქ უკვე ძალიან მომრავლდა (ჯარიმა 50-დან 200 ევრომდე),

– წმინდა მარკის მოედანზე ჯდომა ან წოლა, გარდა სპეციალურად განკუთვნილი ადგილებისა (ჯარიმა 200 ევრო),

– ასევე მოედანზე არ შეიძლება საკვების მირთმევა (ჯარიმა 200 ევრო),

– არხებში ბანაობა (ჯარიმა 500 ევრო),

– ქალაქის ცენტრში ველოსიპედებით, სამოკატებით და სკეიტბორდებით მოძრაობა (ჯარიმა 100 ევრო).


როგორ ასაფლავებენ ვენეციაში მიცვალებულებს


image


მიცვალებულებს ნავებით მიასვენებენ სან-მიკელეს კუნძულ-სასაფლაოზე. ყოველ 7-10 წელიწადში ერთხელ ნეშტის ექსგუმაციას ახდენენ და ათავსებენ კოლუმბარიუმში (კოლუმბარიუმი-სათავსო, სადაც ინახება კრემაციის შედეგად დარჩენილი ფერფლის შემცველი ურნები). ასე ანთავისუფლებენ სასაფლაოზე ადგილს სხვა მიცვალებულებისთვის.


ეს მთლად იტალია არ არის


image


ბევრს შეუმჩნევია, რომ ვენეცია როგორღაც მთლად არ ჰგავს დანარჩენ იტალიას, და ეს ნამდვილად ასეა. მრავალი ასეული წელი (მე-7 საუკუნიდან 1797 წლამდე) იგი ცალკე სახელმწიფო იყო-ვენეციის რესპუბლიკა, ამასთან საკმაოდ დიდი და მძლავრი სახელმწიფო. მაგრამ ნაპოლეონის ომების შემდეგ იგი დაეცა და შეუერთდა ავსტრიის იმპერიას, მოგვიანებით კი იტალიის სამეფოს შემადგენლობაში შევიდა. ასე რომ, არ ღირს ვენეციაში პიცის ან სპაგეტის შეკვეთა, ჯობია ვენეციური სამზარეულოდან გასინჯოთ რამე.


ვენეციას ტყუპისცალი ჰყავს


image


ყურადღებით დააკვირდით ამ ფოტოებს, აქედან ერთ-ერთი ვენეცია არ არის. 1999 წელს ლას-ვეგასში (აშშ) გაიხსნა კაზინო "ვენეცია". მის გარშემო აშენდა ხიდები, სახლები და არხები, სადაც გონდოლები დაცურავდნენ თავისი გონდოლიერებით. ნამდვილი "ადრიატიკის დედოფალი" ზედა ფოტოზეა გამოსახული.


ვენეცია თანდათან იძირება


image


ვენეცია თანდათან წყლით იფარება. ამ მოვლენას აკვა-ალტა (მაღალი წყალი) ეწოდება. ადრე ეს წელიწადში 9-ჯერ ხდებოდა, ახლა დაახლოებით 100-ჯერ წელიწადში. ამასთან აკვა-ალტასგან ყველაზე ძალიან ზარალდება ცნობილი სან-მარკოს მოედანი, ყველაზე დაბალი ადგილი ქალაქში.


ვენეცია კვდება


image


არა, საქმე იმაში არ არის, რომ იგი ნელ-ნელა იძირება (თუმცა ამბობენ, რომ ეს ტურისტების მოსაზიდი სატყუარაა). 2019 წელს, აქტივისტებმა ვენეციის "დაკრძალვის" ცერემონია მოაწყეს: დიდ არხში ადმინისტრაციის მიმართულებით გაცურა ნავების პროცესიამ, რომელსაც მიჰქონდა სასახლე ვენეციის დროშით. ამით მათ სურდათ ყურადღება მიექციათ იმ ფაქტისთვის, რომ ქალაქის მოსახლეობის რიცხვი (რომლებიც ტურისტებისგან "იხრჩობიან") კატასტროფული სისწრაფით მცირდება. ქალაქის კუნძულოვან ნაწილში დარჩა მხოლოდ 55 ათასი ადგილობრივი მკვიდრი. და ამბობენ, რომ სულ მალე, რამდენიმე ათწლეულის შემდეგ, ქალაქიდან მხოლოდ აჩრდილი დარჩება. აქ ასეთი ხუმრობაც კი არის: ვენეციის მთავარი მაცხოვრებლები ტურისტები არიან.

და მაინც, იმოგზაურეთ ვენეციაში! ის სხვა ეპოქაში გადასასვლელი პორტალივით არის და ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი და უჩვეულო ქალაქია დედამიწაზე, რომელსაც მე-20 საუკუნემ თითქოს გვერდი აუარა.

ეს საინტერესოა:





ცნობილი ხელოვნების ნიმუშების უცნობი ფაქტები, რომლებიც მოგვიანებით იქნა აღმოჩენილი

image


ბარჰოუტი-საიდუმლოებით მოცული "ჯოჯოხეთის ჭა" იემენში (+ვიდეო)

image


იცოდით, რომ მრავალსართულიან "კორპუსებს" ჯერ კიდევ მე-14ს. აგებდნენ (ჩინეთში) მძარცველებისგან თავის დასაცავად?

image


არქიტექტურის ძეგლები, რომლებიც დღეს სამუდამოდ დაკარგულია

image


ესპანეთის ქალაქი, რომელიც კლდის თავზეა გაშენებული და სულ ერთი ქუჩა აქვს

image


როგორ გადაიტანეს და შეაბრუნეს აშშ-ში შვიდსართულიანი შენობა

image


რატომ ჩანს კოსმოსიდან ზოგიერთი ქვეყნის საზღვარი ასე უცნაურად?

image


დაკიდული სასახლეები: აზიის იდუმალი ზეციური სასაფლაოები

image








0
946
6-ს მოსწონს
ავტორი:ირინა მ.
ირინა მ.
946