x
image
Lerato
საძინებელის რომელი ფერებია დღეს ყველაზე ტრენდული

დღეს სტატიაში შემოგთავაზებთ იდეებს საძინებლის კედლის დეკორაციასთან დაკავშირებით და გაჩვენებთ ფერთა პალიტრის უახლეს ტენდენციებს. შეარჩიეთ შესაფერისი ფერი თქვენი საძინებლისთვის, შეუხამეთ ავეჯი და აქსესუარები უფრო მეტი ელეგანტურობის და სიმშვიდის განცდა რომ შესძინოთ.


მოდური ნაცრისფერი ტონები


image

ნაცრისფერი ტონების გამოყენება ერთ-ერთი ყველაზე მოდური ტენდენციაა თანამედროვე ინტერიერში, განსაკუთრებით როცა საქმე საძინებლის ფერს ეხება – დაწყებული მუქი ნაცრისფერით, ღია ტონებით დამთავრებული. ნაცრისფერი თანამედროვე დეკორში იდეალურ ფონად ითვლება. იყენებენ როგორც ძირითად ნეიტრალურ ფერს სხვა ფერებთან კომბინაციაში. ნაცრისფერი უნივერსალურ ფერად მიიჩნევა და განსაკუთრებით თვალშისაცემია, როდესაც მას ფონად იყენებენ. თქვენი საძინებლისთვის საუკეთესო გადაწყვეტილებაა ღია ნაცრისფერის გამოყენება ესთეტიური მიმზიდველობისთვის და კიდევ უფრო ღია ტონი სივრცე ვიზუალურად უფრი დიდი რომ გამოჩნდეს. როგორც საბაზო ფერი იდეალურია, რადგან უფრო მარტივია აქცენტის ფერების შეხამება. მიუხედავად ზემოთ თქმულისა, გვინდა აღვნიშნოთ რომ სიფრთხილის გამოჩენა გმართებთ – არასწორედ შერჩეული ფერთა კომბინაციით არასასურველი შედეგი რომ არ მიიღოთ. რამდენადაც ცნობილია, თითოეულ ფერს გავლენა აქვს ადამიანის განწყობაზე, ამიტომაც მნიშვნელოვანია ფრთხილად შევარჩიოთ შესაფერისი კომბინაცია. კრემისფერი, ლურჯი, ვარდისფერი, და ყვითელი - ყველა ეს ფერი კარგად მუშაობს ნაცრისფერთან, როგორც აქცენტის ფერები და ქმნის მშვიდ ატმოსფეროს საძინებელში. უფრო დიდი სიფრთხილით გამოიყენეთ ნაცრისფერის მუქი ტონები, განსაკუთრებით პატარა საძინებელში ან დააბალანსეთ ის უფრო ღია პასტელის ფერებით.



imageimageimageimageimageimageimage

პასტელის და ნეიტრალური ფერები


image

პასტელის ფერები კვლავ შემოდის მოდაში, რამდენადაც საძინებლისთვის კარგ ფერთა პალიტრას წარმოადგენს. გამოიყურება დამამშვიდებლად და ქმნის ჰაეროვან ატმოსფეროს. შეიძლება გამოყენებულ იქნას როგორც საბაზო ფერი კედლის დეკორისთვის ან როგორც მუქი ტონის დამაბალანსებელი. არსებობს უფრო კაშკაშა, განსხვავებული პასტელის ფერები, რომელიც ერთმანეთს ჰარმონიულად ერწყმის.


image


საძინებლის ფერთა ტენდენცია წარმოდგენილია ლამაზი ნეიტრალური ფერთა გამით. ძალიან ელეგანტური და მოდურია – შესაფერისი საძინებლის ინტერიერისთვის. ყავისფერი, მწვანე – ღია თუ მუქ ტონებში აქცენტის ფერებთან კომბინირებული, ჭეშმარიტად მომხიბლავ გარემოს ქმნის.



imageimageimageimageimageimageimageimage


ფირუზისფერი – ძალიან ეფექტური საძინებლისთვის

image

ფირუზისფერს აქტიურად არ იყენებდნენ ინტერიერის დიზაინერები. თუმცა, მისი გამოყენება საძინებელში ნამდვილად თვალშისაცემ ეფექტს ქმნის, ირგვლივ ყველაფერი კი საოცრად კარგად გამოიყურება. არაჩვეულებრივად ერწყმის ნეიტრალურ და კობალტის ტონებს, ისე რომ არ აბნელებს ოთახს. უფრო მუქი ფირუზისფერის კომბინირება შეიძლება თეთრთან, როგორც დამაბალანსებელ ფერთან. ამასთან გაითვალისწინეთ, რომ მუქი ფერები შთანთქავს სინათლეს და ოთახს ვიზუალურად უფრო პატარას აჩენს. ასე რომ, აღნიშნული ფერი არ არის რეკომენდირებული პატარა ოთახებისთვის.


imageimageimageimageimageimageimageimageimage


ასევე დაგაინტერესებთ:


თუ პატარა ბინა გაქვთ და არ იცით როგორ მოაწყოთ, ეს რჩევები ნამდვილად დაგეხმარებათ


აცმა თავისი ოცნების სახლი თვე–ნახევარში 9000 $ ააშენა


პატარა სახლი, რომლის პრაქტიკული და კომფორტული ინტერიერი ნამდვილად მოგხიბლავთ!


ვერც კი წარმოიდგენთ, რამდენად კომფორტულია ამ პაწაწინა სახლში ცხოვრება


ორიგინალური კიბეები თქვენი სახლისთვის – ინტერიერი და დიზაინი


როგორ მოვაწყოთ ბაღები და ეზოები ორიგინალურად – 55 საოცარი იდეა


65 საოცარი კედლის დეკორაცია, რომელიც სიმყუდროვეს შესძენს თქვენს საცხოვრებელს

0
587
6-ს მოსწონს
ავტორი:Lerato
Lerato
587
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0